ბრაზილიის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტმა ახალი პარტია წარადგინა, რომლის პრიორიტეტი ღმერთო, ოჯახი და სამშობლოა

ბრაზილიის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ ახალი პოლიტიკური პარტია სახელად „ალიანსი ბრაზილიისთვის“ წარადგინა, რომელის პრიორიტეტი ღმერთი, ოჯახი და სამშობლო იქნება.

ტვიტერზე ალიანსის ოფიციალურ გვერდზე პოსტებში უკვე გამოიყენება ჰეშთეგი, სიტყვებით „ღმერთი, ოჯახი და სამშობლო“. პარტიის პლატფორმის პრიორიტეტი ღმერთისა და რელიგიის პატივისცემაა, სიცოცხლის უფლების და ოჯახის დაცვასთან ერთად. ამრიგად, ის აბორტებს ეწინააღმდეგება.

სავარაუდოდ, ეს ნაბიჯი მას ევანგელისტური ეკლესიის მიმდევარი ამომრჩევლების გულის მოგებაში დაეხმარება. „ეს რომ ადრე გამეკეთებინა, ყოველ შტატში 100 დეპუტატი და ერთი სენატორი გვეყოლებოდა არჩეული“, – განაცხადა ბოლსონარომ პარტიის წარდგენის ოფიციალურ ღონისძიებაზე.

„სახელმწიფოს და ეკლესიის გაყოფა არასდროს ნიშნავდა, რომ ათეიზმია სავალდებულო“, – აცხადებენ პარტიაში.

წყარო: https://www.france24.com/en/20191122-brazil-s-president-bolsonaro-launches-new-religion-heavy-political-party?fbclid=IwAR0RX-4R-WcXcVqlK6BDTh0LLSnBdHoag7KPEneT5luNtjvJF094ej0JF5k

გაზიარება: