არ დავიღალოთ ჩემო ქრისტესმიერ ძმებო და დებო! წინ უამრავი ბრძოლა და დიდი გამარჯვება გველის!!!

მილიონამდე ქართველი სარგებლობს ფეისბუქით!!!

თითქოს დიდი ძალაა აქ თავმოყრილი, სადაც უმეტესობას არ მოსწონს ნაც-ქოცებს რომ აქვთ გადანაწილებული ქვეყნის მართვის სადავეები, მაგრამ რა?!
ფეისბუკით ურთიერთობა თანამოაზრე ადამიანებს ერთმანეთთან სულაც არ აახლოებს, პირიქით…
თითქოს საერთო ღირებულებები და მსოფლმხედველობა გვაკავშირებს, ერთად განვიცდით და გვტკივა ჩვენს ქვეყანაში და ირგვლივ განვითარებული მოვლენები, მაგრამ, სანამ აქედან საქმე და საკეთებელი გამოვა, ქვეყანას თავზე დაგვამხობენ
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაფერი კეთდებოდა, რომ საზოგადოება მორალურად გატეხილიყო, ფიზიკურად გადაღლილიყო და ხელი ჩაექნია… სწორედ ამიტომ არ გვაქვს უფლება დაღლისა და ნიჰილიზმში ჩავარდნისა!
არ დავიღალოთ ჩემო ქრისტესმიერ ძმებო და დებო! წინ უამრავი ბრძოლა და დიდი გამარჯვება გველის!!!

“მიწიერ ომებში, ქონებისა და ძალაუფლებისათვის რომ იმართება, არასდროს წინასწარ არაა ცნობილი, თუ ვინ გაიმარჯვებს, და მაინც მრავალი მებრძოლი, ორივე მეომარი მხარიდან იბრძვის მამაცურად და იმედით. ჩვენ კი სულიერ ომს ვეწევით, რომელშიაც წინასწარ, თვით ღმერთის მიერ გვაქვს ნაწინასწარმეტყველევი გამარჯვება, რაც დამტკიცებულია უძლეველი ქრისტეს მრავალი და მრავალი წინა გამარჯვებებით ყველა სიცრუის მოციქულსა და წყვდიადის ბინადარზე.
უკანასკნელია კი ახლანდელი საუკუნე? ვინ უწყის ეს? და რომც იყოს უკანასკნელი! ზუსტად ამიტომაც გავიხაროთ და ვიმხიარულოთ! ქრისტიანთაგან რომელს არ ჰქონია სურვილი მთელი გულით გამხდარიყო მონაწილე ამ გამარჯვებისა გამარჯვებათა შორის?!
ნუ გეშინიათ! ქრისტეს რჯულის გამარჯვება უფრო მტკიცეა, ვიდრე სამყაროს საფუძველი. იგი თავისი ნებით გადასწევს საბოლოო გამარჯვების დღეს; იქნებ იმისათვის, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ზეცაში და მიწაზე შესძლოს, იხილოს იგი და რაც შეიძლება მეტმა გულმა გაიხაროს მისით” – წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ლევან ჩაჩუა
გაზიარება: