ღირსი პაისი მთაწმინდელი: ელადა გელით, მისი დახმარება თქვენი მოვალეობაა!

“საზღვარგარეთ წამსვლელ ახალგაზრდებს ყოველთვის ამას ვეუბნები: წადით, რადგან ასე გინდათ, მაგრამ ეცადეთ, რომ რწმენა არ დაკარგოთ, საზღვარგარეთ მხოლოდ ცოდნა შეიძინეთ და ყველაზე მთავარი: სამშობლოში დაბრუნება ნუ დაგავიწყდებათ. ელადა გელით, მისი დახმარება თქვენი მოვალეობაა. თქვენი ადგილი აქ არის – თანამემამულეების გვერდით, რათა ისინი არ დაიტანჯონ ექიმის და მეცნიერების სხვა რომელიმე სპეციალისტის დარგის საზღვარგარეთ ძებნით. ყურადღებით იყავით, რომ გული არ გაგიცივდეთ. ევროპელები ცივი ხალხია. ამერიკაშიც ასეა. იქ შეიძლება, მატერიალურად გამდიდრდეთ, მაგრამ სულიერად გაღარიბდებით”.

წმ. პაისი მთაწმინდელი

გაზიარება: