ტრამპის დამუქრების შემდეგ თურქეთი მოელაპარაკა რუსეთს უარი თქვან დოლარზე და გადახდის ფორმად გამოიყენენ ნაციონალური ვალიუტა!

ეს მოხდა აშშ-ს პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადების მეორე დღესვე.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ტრამპმა საჯაროდ გააფრთხილა ოფიციალური ანკარა, რომ, თუკი თურქეთი სირიაში სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს, ამერიკა მის ეკონომიკას გაანადგურებს.

შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს – რუსეთის მხრიდან, ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა და მისმა თურქმა კოლეგამ, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა – ბერატ ალბაირაკმა.

დადებული ხელშეკრულება მიმართულია ორ ქვეყანას შორის შეუფერხებელი ანგარიშსწორების უზრუნველსაყოფად. ასევე, ბანკებს შორის ურთიერთობების გაგაღრმავებისკენ.

აღინიშნა, რომ ამ წუთისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს რუბლითა და ლირით ანგარიშსწორებაზე თანდათანობითი გადასვლა და შესაბამისი ინფრასტრუქტურების ფორმირება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს რუსული და თურქული ვალიუტების ლიკვიდურობის ამაღლებას.

P.S. ჩვენი მარიონეტი ხელისუფლება ვერც კი აცნობიერებს რა პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა მოყვება ამ პროცესს საქართველოზე!

გაზიარება: