“ჩვენი მთავრობა ებრძვის ეკლესიას, ებრძვის ტრადიციებს, ნერგავს ნარკომანიას”-მეუფე იობი

მიტროპოლიტმა იობმა  ქვეყანაში მიმდინარე ნარკოპოლიტიკის შესახებ განცხადება გააკეთა:

“ქართველი ერი და ჩვენი წინაპრები ვერ წარმოიდგენდნენ იმას, რომ დღეს ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ებრძვის ეკლესიას, რომელიც ებრძვის ტრადიციებს, რომელიც ნერგავს ნარკომანიას ჩვენს ქვეყანაში და თქვენ ხედავთ, რომ საპატრიარქოს და წმიდა სინოდის მღვდელმთავრებს გვაქვს ერთსულოვნება, რომ არ უნდა იყოს ლეგალიზებული ნარკომანია, არ უნდა მოხდეს მისი კულტივაცია და არ უნდა გახდეს საქართველო ნარკომომმარაგებელი მთელი მსოფლიოსი, როდესაც ჩვენ ხორბლისა და ვაზის ქვეყანა ვართ. ეს ორივე ღვთისაგან ბოძებული მცენარეები ნამდვილად არის ქრისტეს სისხლი და ხორცი, რომელზეც დგას საქართველო. საოცარია მართლაც ჩვენი ხმა არ ესმის ხელისუფლებას. ჩვენთან არის ისეთი სისტემა დანერგილი, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში ყველა წავა საქართველოს წინააღმდეგ. ეს სისტემა უნდა მოიშალოს საქართველოში, ახალი მართვის სისტემა უნდა შეიქმნას. ისეთი, რომელშიც საქართველოს ყველა სფეროს წარმომადგენელი კმაყოფილი იქნება და მიესალმება ისეთ მართავს, რომელიც სულიერად წინ წაიყვანს საქართველოს. ჩვენ არავინ არაფერს აღარ გვეკითხება, ჩვენ ამაში დარწმუნებულები ვართ, რასაც უნდათ იმას აკეთებენ”.

გაზიარება: