ღარიბაშვილი: ‘რა თქმა უნდა, ჩვენ ანტიდისკრიმინაციულ კანონს მივიღებთ’

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ ანტიდისკრიმინაციული კანონით ცოდვა დააკანონა.

2014 წელს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო კატეგორიულად ეწინააღმდეგება, აუცილებლად იქნება მიღებული, თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო ოპონენტებთან, რათა „შესაბამისად ავუხსნათ“, თუ რას გულისხმობს ეს კანონმდებლობა.

„მე დამრჩა შთაბეჭდილება ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ჩვენთვის პატივსაცემ ადამიანებს, მამაოებს არ აქვთ დეტალური და სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რას გულისხმობს აღნიშნული კანონპროექტი. მე ეს კარგად გავაანალიზე. გუშინ კიდევ უფრო გამიმყარდა ეს ეჭვი და რეალურად, მოვიპოვე მტკიცებულებები, რომ მათ ნამდვილად არ აქვთ სრულყოფილი, ობიექტური ინფორმაცია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა 1 მაისს მთავრობის სხდომაზე. 

“პირველი მათი მთავარი წუხილი იყო შემდეგი, რომ აღნიშნული კანონის მიღებით ხდება ცოდვის დაკანონება, მამათმავლობის დაკანონება და ა.შ. და რომ მოხდება პროპაგანდა და რომ მოხდება რაღაც საშინელება ქვეყანაში. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო და ავიღო პასუხისმგებლობა, რომ აღნიშნული კანონის მიღებით არავითარი დაკანონება არ ხდება რაიმე უკანონოსი, არავითარი პროპაგანდის საშულება არ მიეცემა არავის, არავის დამატებითი უფლება არ მიენიჭება აღნიშნული კანონის მიღებით. მე მინდა ცალსახა და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ აღნიშნული კანონის მიღებით არავითარი დამატებითი უფლებები არ მიენიჭება რომელიმე სოციალურ ჯგუფს თუ უმცირესობას. ეს ერთი”, – განაცხადა მან. 

“მეორე მთავარი წუხილი, რაც ჰქონდათ და აქვთ ამ ადამიანებს იყო შემდეგი, რომ თითქოს მათ აეკრძალებათ ქადაგება. რა თქმა უნდა, ესეც არის აბსოლუტურად ტყუილი, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ამ კანონის მიხედვით, არავის და პირველ რიგში ეკლესიას არ ეკრძალება, არ შეეზღუდება უფლება ქადაგების. ეს არ ეხება იმ შეთანხმებას, რომელიც აქვს გაფორმებული სახელმწიფოს ეკლესიასთან. სწორედ ამ მიზნით, ამ კანონპროექტში ჩვენ დავაფიქსირეთ ცალკე მუხლი  გავაჩინეთ, რომელიც ეხება სახელმწიფოს და ეკლესიას შორის არსებულ შეთანხმებას”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

“ჩვენი მთავრობის დროს, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ მიიღება არცერთი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული კანონი და არავითარი საფრთხე, არავითარი რისკი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კანონის მიღებით ჩვენ რაღაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფას ფასეულობებს, ჩვენთვის ყველაზე ძვირფას ტრადიციებს რაიმე საფრთხეს შევუქმნით”, – განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე საუბრისას. 

ახლა მოისმინეთ მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია  ანტიდისკრიმინაციულ კანონზე:


გაზიარება: