საქართველოში შობადობას გარდაცვალება სჭარბობს

2019 წელს საქართველოში შობადობა 5,5%-ით შემცირდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

2019 წლის პირველი ორი კვარტალის მონაცემებით საქართველოში ცოცხლად დაიბადა 22,945 ბავშვი, რაც1367-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

2019 წლის იანვარ-ივნისში ყველაზე მეტი ბავშვი (7,580) თბილისში დაიბადა, ყველაზე ცოტა კი (122) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.

გარდაცვალების მაჩვენებელს რაც შეეხება, 2019 წლის პირველ ორ კვარტალში 24 563 ადამიანი გარდაიცვალა. შარშან დროის იმავე მონაკვეთში – 23 603.

2019 წლის პირველ ორ კვარტალში 1 618 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.

გაზიარება: