რამ დაიცვა ქართველები, როგორ მოხდა, რომ ჩვენი ერი არ მოისპო?

რამ დაიცვა ქართველები, როგორ მოხდა, რომ ჩვენი ერი არ მოისპო? – მიზეზი ამისა ის არის, რომ ჩვენი ერი ყოველთვის საღმრთო სჯულის ერთგული იყო და ღმერთიც იფარავდა მას მეოხებითა და ვედრებითა დედისა მისისათა, რომელსაც წილად ერგო ივერია და ერი ივერიისა.

ყველას გვახსოვდეს, ძმანო, ეს ჭეშმარიტებაა და ამით ჩვენ თავს ნუგეშინისვცეთ. გვახსოვდეს, რომ ჩვენი მშვიდობა და წარმატება ჩვენი სჯულის აღსარებასა და კეთილმსახურებაზეა დამოკიდებული.

წმინდა გაბრიელ ქიქოძე

გაზიარება: