რამაზ გახოკიძე: გენური ინჟინერიის გამოყენებას აპირებენ

– “1970 წელს ნობელის პრემია მიენიჭა მექსიკელ მეცნიერს ნორბერტ ბორლოუგს, “პირველი მწვანე რევოლუციის” მამას, რომელიც დააფინანსა როკფელერმა. აფრიკის რამდენიმე სოფელში ბორლოუგმა უხვად გამოიყენა მინერალური სასუქები და პესტიციდები შიმშილის პრობლემის გადასაჭრელად. ხანმოკლე დადებით ეფექტს მალე მოყვა ძალზედ სავალალო შედეგები: ნიადაგის ეკოლოგიური გაბინძურება, პროდუქტის ხარისხის გაუარესება (რამაც გამოიწვია მძიმე დაავადებების გაჩენა). შემდგომ წლებში საჭირო გახდა სასუქების და შხამქიმიკატების უფრო და უფრო გაზრდა, რის გამოც ისედაც გაჭირვებული მოსახლეობა დამოკიდებული გახდა ტრანსნაციონალურ ფირმებზე და უფრო გაღატაკდა. დაიწყო მარქსისტული მოძრაობა, რამაც საგონებელში ჩააგდო კაპიტალისტები. მაშინ დედამიწის მოსახლეობა შეადგენდა 3-4 მილიარდს, ახლა კი 7 მილიარდს გადააჭარბა და ყოველწლიურად ათეული მილიონობით ადამიანი (ძირითადად ბავშვები) იღუპება შიმშილით (საქართველოში ასეულობით ბავშვი იღუპება შიმშილით, მაშინ როცა შოუბიზნესში, უაზრო კონფერენციების ჩატარებაზე და პრემიებზე მილიონობით ლარი იხარჯება). ბილ გეითსმა გამოაცხადა “მეორე მწვანე რევოლუციის” აუცილებლობა მისივე ხელმძღვანელობით. მისი აზრით, მოსახლეობის გადასარჩენად სასუქებთან და ახალი თაობის ბევრად ტოქსიკურ პესტიციდებთან ერთად გამოყენებულ უნდა იქნას გენური ინჟინერია, რაც კიდევ უფრო დიდ (გამოუსწორებელ) ზიანს მიაყენებს ადამიანს და გარემოს… ფერმერმა, რომელმაც ბიორაგის გამოყენებით მლაშე ნიადაგზე ქართული “დოლის პურის” ხორბლის არნახული მოსავალი მიიღო (გადააჭარბა 10 ტონას ჰექტარზე) საუკეთესო ხარისხობრივი მაჩვენებლებით სასუქების და პესტიციდების გამოყენების გარეშე, ნიმუშები მიიტანა მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგემ გაოგნებული ფერმერი უარით გამოისტუმრა, ეს ჩვენ არ გვეხებაო (?!). არსებობს ამის დამადასტურებელი ვიდეო-მასალა, თუმცა, ამის შესახებ სხვა დროს. P.S. იქნებ გვითხრან გრანტის გამცემმა ორგანოებმა და გრანტიყლაპია რეცენზენტებმა (როგორც ეს პრესაში იყო გამოქვეყნებულ) რა პროექტებზე დაიხარჯა სოფლის მეურნეობის საკითხებზე გამოყოფილი მილიარდ დოლარზე მეტი თანხა, რომლის მიზანი იყო მოსახლეობის სიღატაკიდან გამოყვანა” – წერს მეცნიერი რამაზ გახოკიძე.

გაზიარება: