ნიჰილისტური პროგრამა – ძველი წესრიგის დანგრევა (მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი)

ძველი წესრიგის ნგრევა – აი პირველი პუნქტი ნიჰილისტური პროგრამისა. ნიადაგი, რომელიც ქრისტიანული ჭეშმარიტებით საზრდოობდა იყო ძველი ტრადიციული წესრიგი სწორედ ამ ნიადაგშია კაცობრიობის ფესვები. ძველი სამყაროს ადათ-წესები, კანონები ქრისტიანულ ჭეშმარიტებაზე იყო დაფუძნებული. ღვთის სადიდებლად შენდებოდა თვით საერო კანონმდებლობათა შენობაც. „პრიმიტიული”, მაგრამ ბუნებრივი საყოფაცხოვრებო პირობებიც კი ადამიანის თავმდაბალ მდგომარეობაზე, მის ღვთისადმი მორჩილებაზე მიანიშნებდა. ღმრთისადმი მინდობილი ადამიანის ცხოვრება მთლიანად იმ აზრით იყო განმსჭვალული, რომ მისი ჭეშმარიტი სახლი, შორს „ცრემლთა ველის” იქით ზეციურ სასუფეველში იყო. სწორედ ამიტომ, ღმერთისა და ჭეშმარიტების წინააღმდეგ ომის წარმატებით საწარმოებლად, საჭირო იყო ძველი მსოფლიო წესრიგის ყველა ელემენტის განადგურება.

ე.ი. ძალადობა ნიჰილისტური რევოლუციის შემადგენელი ნაწილი ხდება. რევოლუციური ლიტერატურა სავსეა ძალადობისაკენ მოწოდებებით. ბაკუნინი „ხალხური ანარქიის” განთავისუფლებისაკენ მოუწოდებდა, „საყოველთაო ნგრევის” პროცესის გასაძლიერებლად. მისი „რევოლუციონერის კატეხიზმი” – სასტიკი ძალადობის ანბანია. მარქსი მხურვალედ იცავდა „რევოლუციურ ტერორს”, როგორც კომუნიზმის მოვლის ერთადერთ საშუალებას. ლენინი „პროლეტარიატის დიქტატურას” აღწერს, როგორც „კანონით შეუზღუდავ ბატონობას, დამყარებულს ძალადობაზე”.

მასების დემაგოგიური გამოღვიძება და მათი ქვენა ინსტიქტების გამოყენება დღესაც კი საყოველთაოდ მიღებული ნიჰილიტური პრაქტიკაა. ჩვენს საუკუნეში ძალადობის სულმა სრული განხორციელება ჰპოვა ბოლშევიზმისა და ნაციონალ-სოციალიზმის ნიჰილისტურ რეჟიმებში. სწორედ ამ რეჟიმებს მიეწერებოდათ მთავარი როლი ძველი წესრიგის დანგრევის ნიჰილისტურ ამოცანაში როგორიც არ უნდა იყოს მათი ფსიქოლოგიური განსხვავებანი. თუ ისტორიული „გარემოებანი”, რომელთაც ისინი ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკებში ჩააყენეს, ორივე ეს რეჟიმი ერთმანეთის მოკავშირე გამოდგა ძველი წესრიგის სრული მოსპობის საქმეში. თვით დამხობა ამ ორი რეჟიმისა და მათ იდეოლოგიური გაკოტრება შესანიშნავად წაადგა ნიჰილისტურ პროგრამას.

წიგნიდან: „ЧЕЛОВЕК ПРОТИВ БОГА”
О. СЕРАФИМ РОУЗ 1995 КАЛИФОРНИЯ

გაზიარება: