ლევან ჩაჩუა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე

ჯანმრთელობის პრობლემების გამო 2 კვირის განმავლობაში ნაკლებად ვაქტიურობდი ფეისბუკზე და ვერ დავდიოდი ოფისში.
დღეს, შეხვედრა მქონდა ,,ქართული იდეას” ახალგაზრდულ ფრთასთან, განვიხილეთ ჩემი არყოფნის პერიოდში მომხდარი მნიშვნელოვანი საკითხები და სახელისუფლებო გადაადგილებები…

სამთავრობო მორიგი კარუსელით ხალხში გაჩენილი ახალი იმედების და ოცნებების ფონზე ერთმნიშვნელოვნად შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოში დაიწყო ახალი ტალღა, სახელწოდებით ვაზელინ-PARTY !!!
ზოგი ღარიბაშვილს ასხამს ხოტბას, ზოგი გახარიას, ზოგი ორივეს და ივანიშვილის გამჭრიახობა-მარიფათს მიაწერს ქვეყნის თითქოსდა “აღმშენებლობის გზაზე დადგომას”… მავანმა ღარიბაშვილთან გადაღებული ფოტოები (პრემიერობიდან მისი გაშვების საღამოსვე რომ დამალა…) გამოფინა და ა.შ…

მოკლედ, არის დიდი მითქმა-მოთქმა-გნიასი მთელს საფეისბუკეთში და ბევრს, ზალიან ბევრს ავიწყდება წმინდა წერილისეული ჭეშმარიტება: “ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არს არა ცხორება. გამოვიდეს სული მისი და მიიქცის მუნვე მიწად მისდა; მას დღესა შინა წარწყმიდიან ყოველნი ზრახვანი მისნი.
ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოება მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა,
რომელი იმარხავნ ჭეშმარიტებასა უკუნისამდე; ყვის სამართალი ვნებულთა და სცის საზრდელი მშიერთა. უფალმან განხსნის კრულნი, უფალმან განაბრძვნის ბრმანი, უფალმან აღმართნის დაცემულნი, უფალსა უყვარან მართალნი; უფალმან დაიცვას მწირნი, ობოლი და ქურივი შეიწყნაროს, და გზა ცოდვილთა წარწყმიდოს”

ლევან ჩაჩუა

გაზიარება: