კლინიკა, რომელიც 3 წლის ბავშვების სქესის შეცვლაზე მუშაობს, აპირებს „დიაგნოზი“ Skype-ით დასვას

ლონდონში მოქმედი „გენდერული იდენტობის სერვისების განვითარების“ კლინიკა ბავშვებს სქესის შეცვლაში სამი წლიდან „ეხმარება“. კლინიკის დირექტორებს სურთ სოციალური მედია პლატფორმები Skype  და FaceTime გამოიყენონ, რათა ექიმებს საშუალება მიეცეთ „ასობით და ათასობით კილომეტრის მოშორებით მყოფ პაციენტებს დიაგნოზი დაუსვან და მკურნალობა დაუნიშნონ“.

კლინიკა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის დაქვემდებარების ქვეშ არის. მისი ხელმძღვანელები „ტელემედიცინას“, ანუ ექიმებთან ვირტუალურ კონსულტაციაზე გადასვლის შესაძლებლობას განიხილავენ, რათა სქესის შეცვლის სერვისების მოთხოვნაზე 2014 წლიდან 400%-იანი ზრდა შეინარჩუნონ. გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, ექიმებს საშუალება ექნებათ პაციენტებს ვირტუალურად დაუსვან დიაგნოზი და დაუნიშნონ მკურნალობა, მათ შორის ჰორმონების შემაფერხებლები.

კრიტიკოსები კითხვის ნიშანს სვმენ, რამდენად ზუსტად მოხდება ვირტუალურად იმის დადგენა, შეესაბამება თუ არა ბავშვის მდგომარეობა „მკურნალობას“.

წყარო: https://www.theblaze.com/graham-allen/sex-change-advice-for-3-year-olds-graham-allen-takes-on-uk-clinic?utm_content=buffer728af&utm_medium=organic&utm_source=facebook&utm_campaign=fb-theblaze&fbclid=IwAR0jsPvnveOWow0Np1LG9mxZ5BreqzFY9QxpmJKyrgmcypURQCP58P0IAHE

გაზიარება: