„დადიან სოფლებში და ხალხს აფრთხილებენ, ვისაც წასვლა გინდათ, წადით, მერე ვეღარ წახვალთო“ – რა ხდება ახალგორში

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინია ყოჩიშვილი ფეისუქში წერს, რომ ახალგორში სიტუაცია დაიძაბა.

“ძალიან ცუდი ამბავი გვაქვს ქვეყანაში. ახალგორში იკეტებოდა ხოლმე გზები რამდენიმე დღით, ერთი კვირით, ახლა მიიღო გადაწყვეტილება რუსულმა მხარემ და სამუდამოდ კეტავენ.დადიან სოფლებში და ხალხს აფრთხილებენ, ვისაც წასვლა გინდათ, წადით, მერე ვეღარ წახვალთო.ხალხი პანიკაში და გაურკვევლობაშია, არც დატოვება უნდათ და არც სულ იქ ჩარჩენა.ჩემმა ახლობელმა გადაწყვიტა, რომ იქ დარჩეს და შვილები დაიბარა სანახავად, იქნებ ცოცხალი ვეღარც მნახოთ, მე იქ დავრჩები, თქვენ – აქო.სახელმწიფოს შეგრძნება მთლიანად დაკარგული მაქვს. რაღაც სასწაულის მჯერა, სხვა არაფრის”, – წერს ყოჩიშვილი.

რეზონანსი

გაზიარება: