“წვიმა მოვა და მოსახლეობას წყლის პრობლემა მოეხსნება”-კასპის მერი

 სასმელის წყლის პრობლემების მოსაგვარებლად კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი ფერისცვალების დღესასწაულს ელოდება.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, ქვემო ჩოჩეთის უბანში, სასმელი წყალი ორ დღეში ერთხელ მიეწოდებათ, ისიც მხოლოდ 1 ან 2 საათის განმავლობაში.

„19 აგვისტოს ფერისცვალების დღესასწაულია, სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს ტემპერატურა დაწევას, ნალექი მოვა, მიწაში წყალი მოიმატებს და მოსახლობას სასმელი წყლის პრობლემები მოეხსნება“- განაცხადა კასპის მერმა  მანუჩარ მერებაშვილმა.

გაზიარება: