მამა დავითი (ქვლივიძე): რა ქნას ბერძენიშვილმა, არსებობა ხომ უნდა?! ამ სიტყვების შემდეგ 30 ვერცხლს მაინც მისცემენ

მინიმალური რეიტინგის მქონე რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერი დავითბერძენიშვილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში რუსული ძალების არსებობაზესაუბრობს და ამბობსრომ წინასაარჩევნო პერიოდში აღნიშნულ საკითხს თანაგუნდელებთანერთად აქტიურად წამოწევს.

პარტიარომლის პოლიტიკური ხედვა თუ იდეოლოგია საზოგადოების უმრავლესობისეროვნულ ინტერესებს აცდენილიასამღვდელოებისკენ იშვერს თითს და წინასაარჩევნოდეკლესიის “რუსული დესანტისგან” გაწმენდის აუცილებლობაზე მიუთითებს. “ჩვენ ღიად დამკაფიოდ გავილაშქრებთ იმ უსამართლო პრაქტიკის წინააღმდეგრომ არამხოლოდსახელმწიფო ბიუჯეტიდანრაც არის ყოველწლიურად 25 მილიონი ლარიარამედ ლამისყოველი თვითმმართველობიდანლამის ყოველ მეორე სხდომაზე ჰექტრობით მიწაქონებაეკლესიას გადაეცემა… ეკლესია შეზრდილია ხელისუფლებასთან და ხელისუფლებასთანვაჭრობაგარიგების გზით მიმდინარეობს ჩვენი მოქალაქეების გაკონტროლებაგარდა ამისაუსუფრთხოების თვალსაზრისითსულ უფრო სახიფათო ხდება რუსეთის გავლენასაქართველოს საპატრიარქოზესაქართველოს ეპისკოპოსთა ნაწილი ღია ტექსტით მხარსუჭერს რუსეთს და აგინებს დასავლეთსგნებავთეპოსკოპოსი იობირომელიცგანსაკუთრებული განათლებით ვერ დაიკვეხნის და გნებავთეპისკოპოსი იოანე გამრეკელირომელიცსწორედ რომ განათლებით დაიკვეხნისმაგრამ ამას არ შეუშლია მისთვის ხელი, “ერეკლე მეორის საზოგადოებასთან” ერთადანტიამერიკული ფილმისთვის ტაში დაეკრაკინოს სახლშიჩვენ ამ თემებზე ღიად ვილაპარაკებთ”, _ განაცხადა დავით ბერძენიშვილმამისივე განმარტებითწინასაარჩევნოდ რესპუბლიკური პარტია განსაკუთრებულ ყურადღებასგაამახვილებს რელიგიურიეთნიკური და სხვა უმცირესობების უფლებების დაცვაზეეკლესიაში რა “დესანტის” არსებობაზე ლაპარაკობს ბერძენიშვილირა სახის პოლიტიკურკამპანიას შეიძლება ველოდოთ ამ განცხადების კვალდაკვალ და რა მიზანს ემსახურება ესყველაფერი, “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება თბილისის ვაშლიჯვრის ნათლისღებისტაძრის მღვდელმსახურიდეკანოზი დავითი (ქვლივიძე).

მამაორესპუბლიკელ დავით ბერძენიშვილს თუ დავუჯერებთდღეს ეკლესია სავსეამძლავრი “რუსული დესანტით”, რომელიც სახელმწიფოსთვის სერიოზულ საფრთხესწარმოადგენსმისი თქმითეს “დესანტი” წინასაარჩევნოდ უნდა ამხილონ და ეკლესია ასეგაწმინდონროგორც სასულიერო პირირას უპასუხებთ დავით ბერძენიშვილს?

დავით ბერძენიშვილისგან ეს სიახლე არ არის. “კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გარდმოდინდების”, ანუ, რაც აქვს ამ კაცს სულსა და გულში, ეს არის და ამის ფონზე, რაც უნდა ბევრი ილაპარაკოს ქართველობაზე, სახელმწიფოს კეთილდღეობაზე, ამ განცხადებიდან ნათლად ჩანს, რეალურად ვინ არის. ისე, რესპუბლიკელებს არასდროს დაუმალავთ თავიანთი დამოკიდებულება ეკლესიისა და სარწმუნოებისადმი, ისინი ყოველთვის აქილიკებდნენ საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობას, პატრიარქს, წმინდა სინოდს, სამღვდელოებას. პარალელურად გვახსოვს მათ მიერ მამათმავლების დროშის ფრიალი, ჰომოსექსუალების მხარდამჭერი განცხადებები და ა.შ., ანუ ეს მათი შინაგანი სამყაროა და ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ, უბრალოდ, პასუხი უნდა გავცეთ და, საერთოდ, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, ვის აძლევს ხმას.

რაც შეეხება რუსული ძალების არსებობას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, ჩვენ ვხედავთ, რომ სტამბოლიდან ჩამოდიან გარკვეული ძალები, მიჰყავთ ახალგაზრდები თურქეთში და იქ სასულიერო განათლებას აძლევენ. თურქეთიდან დაბრუნებულებულები კი, რომელი ქვეყნის სამსახურში დგებიან და რას საქმიანობენ, ვფიქრობ, გასარკვევი და დასადგენია ქართული სპეცსამსახურების მიერ. გარდა ამისა, ცნობილია, რომ თურქული და ირანული ფულით შენდება სუნიტური და შიიტური მეჩეთები, გამუდმებით საუბრობენ მუსლიმანთა სალოცავების ნაკლებობაზე, ახალი მეჩეთების აშენების აუცილებლობასა და რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევაზე. ახლა წარმოიდგინეთ, რუსეთში რომ მიჰყავდეთქართველი ახალგაზრდებიიქ აძლევდნენ რელიგიურ განათლებასასწავლიდნენმღვდლებადაკურთხებდნენ და რუსული ფულით შენდებოდეს საქართველოში ეკლესიებირა ამბავსატეხდნენ ჩვენი .ლიბერალები! ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ ახლახან თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ოფიციალურად მოუწოდა ევროპაში მცხოვრებ თურქებს გამრავლებისა და ევროპის დაპყრობისკენ. ერდოღანმა დაიქადნა, რომ მალე ევროპა თურქების გახდება. ამ განცხადების მოსმენის შემდგომ, ვფიქრობ, გონიერი პოლიტიკოსი უნდა ხვდებოდეს, სად და რომელი ქვეყნიდან არის გადმოსხმული “დესანტი”, ანუ საიდან მოდის საფრთხე.

რუსებიც ისე რომ მოქცეულიყვნენროგორც თურქებირას იტყოდნენ ჩვენი ლიბერალები?

_ რას იტყოდნენ, არ იცით? ატეხდნენ განგაშსა და ვაი-ვიშს, რუსეთი ბნელ წარსულში გვაბრუნებსო. თურქეთი მეჩეთს მეჩეთზე რომ ითხოვს და ბათუმი, ფაქტობრივად, საკუთარ ტერიტორიად აქვს გამოცხადებული, თურმე არაფერია, მთავარი ის ყოფილა, რომ ეკლესიაში “რუსული დესანტია”. ჯერ ერთი, სად დაინახეს ეს “დესანტი”, გაუგებარია, მაგრამ დავანებოთ ამას თავი, “მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო”, ასეა მათი საქმე… რა “დესანტზე” და რუსულ ძალებზე ლაპარაკობენ, გარეთ ვერ გამოხვალ წესიერად და აღმაშენებლის გამზირი თბილისია, თურქეთი თუ ირანი, ვერ მიხვდები… აი ამაზე ისაუბრონ. ჩადრიანი ადამიანები დადიან ქუჩაში, _სხვათა შორის, ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში ჩადრით სიარული აკრძალულია, _ და იმ ჩადრის მიღმა კაცია თუ ქალი, ვერ მიხვდები. ჩემი აზრით, ეს არის რეალური საფრთხე და ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება დღეს ევროპაში _ კვირა არ გავა, ტერაქტი არ მოხდეს. აქაც ვინ სად აიფეთქებს თავსკაცმა არ იცის.

რაც შეეხება ბერძენიშვილის განცხადებას, ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ ის ამგვარ განცხადებებს აკეთებს და წინასაარჩევნოდ თვითონვე ახდენს საკუთარი თავისა და პარტიის ლუსტრაციას, ამიტომაც არიან ერთპროცენტიანები და დარწმუნებული იყავით, მათი რეიტინგი ვერასოდეს გასცდება ამ ერთ პროცენტს.

როგორ ფიქრობთკონკრეტულად რა ამოცანას ემსახურება ამ შემთხვევაში ეკლესიისკრიტიკა?

_ წმინდა ილია მართალი წერს: “ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას. დღესაც, მთელს ამიერკავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთისა და იმავეს მნიშვნელობის სიტყვები არიან. გაქრისტიანების მაგიერ გეტყვიან: გაქართველდაო”. აი ამას ებრძვიან. იგივე ილია მართალი ბრძანებს, რომ ქრისტიანობის გარეშე საქართევლო ერთი დიდი შავი ლაქაა, რომელსაც ვერაფრით შეავსებ. წარმოიდგინეთ, რა არის საქართველო სვეტიცხოვლის გარეშე, ოშკის, ბაგრატის, გელათის გარეშე. ამ ყველაფრის მტრები არიან რესპუბლიკელები, მაგრამ რა ქნას ბერძენიშვილმა, არსებობა ხომ უნდა?! ის ფიქრობს, რომ ამ სიტყვების შემდეგ 30 ვერცხლს მაინც მისცემენ.

იმავე განცხადებაში ბერძენიშვილმა ეკლესიის დაფინანსებაზეც გაამახვილა ყურადღება დააღნიშნარომ ამ საკითხს წინასაარჩევნოდ საჯარო განხილვის საგნად აქცევენ.

_ სჯობს, თვითონ საიდან ფინანსდებიან, ამაზე ილაპარაკოს… ეკლესია იმსახურებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას, იმიტომ, რომ მან საქართველოს ისტორია შექმნა და ქვეყანა აქამდე მოიყვანა. აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ეკლესიას თავისი ქონება დაუბრუნეს და კომპენსაციაც გადაუხადეს სულიერი და მატერიალური ზიანისთვის.

საინტერესოა, თვითონ საიდან საზრდოობენ, ვის გრანტზე არიან?! სოროსის ხომ არა, რომელიც, როგორც დესტრუქციული ძალა, უკვე აკრძალულია ევროპის არაერთ ქვეყანაში?

ბერძენიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა თანამებრძოლებმა კარგად იციანრომ ეკლესიისკრიტიკით მათი ისედაც დაბალი რეიტინგი კიდევ უფრო ეცემა და რისთვის სჭირდებათშეტევა როგორც ეკლესიაზეისე სამღვდელოებაზე?

_ მათ იციან, რომ საზოგადოების მხარდაჭერას ვერასოდეს მოიპოვებენ, ეკლესიის ლანძღვითა და კრიტიკით კი ვიღაც რაღაცას გადმოუგდებთ. აი, ამისთვის აკეთებენ ასეთ განცხადებებს. ღმერთმა უშველოთ!..

ხომ არ ფიქრობთრომ სამღვდელოებაც უფრო აქტიური უნდა იყოს ანტიეკლესიურიძალების მხილებაშიმაგალითადრესპუბლიკური პარტიის ან მსგავსი იდეოლოგიის მქონესხვა სუბიექტების შეტევების მიმართ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ.

_ ისინი საკუთარ თავს თვითონვე ამხელენ თავიანთი საუბრებით, ამას ჩარევა არ სჭირდება. ან ვინ უნდა ამხილოს ბერძენიშვილი იმაზე უკეთ, ვიდრე ეს თვითონ გააკეთა ერთი განცხადებით?! წარმოიდგინეთ მისი პოლიტიკური აზროვნების დონე, როცა ისიც ვერ გაურკვევია, რის თქმა სჯობს თავისი პარტიის რეიტინგის ასამაღლებლად. ხალხს არც ის დავიწყებია, მისი თანაპარტიელი უსუფაშვილი როგორ აცხადებდა საჯაროდ, ჩემს შვილებს ქვეყნის პატრიოტებად არ გავზრდი და სამშობლოსთვის თავგანწირვას არ ვასწავლიო. ეს იმ დროს, როდესაც მისი მეუღლე, თავდაცვის მინისტრი, ევროპას “აშანტაჟებდა” და რუსეთთან ომისკენ მოუწოდებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო მარტო “შეასკდებაო” რუსეთს. საინტერესოა, ვისი შვილების ხარჯზე?! აი ასეთი ბრძენი და წინდახედული პოლიტიკოსები არიან უსუფაშვილ-ბერძენიშვილები და მათი თანაგუნდელები.

რუსულ კვალშიალბათგულისხმობენ იმასრომ ჩვენც მართლმადიდებელი ქრისტიანებივართ და ისინიც.

_ რა ვქნათ ახლა, მათ გამო სარწმუნოებას ვერ გამოვიცვლით. ჩვენი მამა-პაპაც ასე იყო: მიუხედავად იმისა, რომ ერთმორწმუნე ბიზანტია ებრძოდა საქართველოს, მაინც მართლმადიდებლები ვიყავით ჩვენც და ისინიც. საერთოდ, მე ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს ვურჩევ, გულდასმით წაიკითხონ საქართველოს ისტორია, თუმცა რა აზრი აქვს: მთავარი წაკითხვა კი არ არის, არამედ წაკითხულიდან რა დასკვნას გამოიტან. ბერძენიშვილსა და მის თანამოაზრეებს უნდა ახსოვდეთ ერთი რამ: როგორც მაცხოვარი ბრძანებს, “ეკლესია არის ლოდი თავკიდული, ანუ კუთხის ლოდი და, ვინც ამ ლოდს დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ეს ლოდი დაეცემა, გაისრისება”. ეკლესიასთან ბრძოლა დასაწყისშივე განწირულია მარცხისთვის, ამის მაგალითი იყო ნერონი, იულიანე განდგომილი, რომლის უკანასკნელი სიტყვები იყო: “შენ მე მაჯობე გალელეველო”; მურვან ყრუ, რომელიც საქართველოს აოხრებიდან მოკლე ხანში შეთქმულებმა მოკლეს, ენა მოაჭრეს და კატებს აჭამეს; ჯალალ-ად-დინი, რომელიც თბილისისა და საქართველოს აოხრების შემდეგ ქურთმა მწყემსა მოკლა ძვირფასი ქამრის გამო და უპატრონოდ დააგდო მინდორში; აღმოსავლეთის ლომად წოდებული შაჰ-აბას I _ საქართველოს ამაოხრებელი, მან სიცოცხლე ფსიქიკური აშლილობით, სიგიჟით დაამთავრა და ყველამ იცოდა, რომ ეს წმინდა ქეთევან დედოფლის წამების გამო დაემართა; ვლადიმერ ლენინი, რომელსაც დღემდე მიწა არ ღირსებია, და ა.შ. თუ გონებას მოუხმობენ და ამ გრძელ ნუსხაში თვითონაც არ ჩაეწერებიან, მათთვის უკეთესი იქნება.

ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებითქვენროგორც სასულიეროპირირას ურჩევთ ქართველ ხალხს და თუ ხედავთ ისეთ პოლიტიკურ ძალასრომელიცმისაღებია ამომრჩეველთა დიდი ნაწილისთვის?

_ მე ხალხს ვეტყოდი სახარების სიტყვებს: “იყავით ბრძენი, ვითარცა გველი, და უმანკონი, ვითარცა მტრედი”. როდესაც სოლომონ მეფემ, როდესაც მას ღმერთი გამოეცხადა და ჰკითხა, რა გინდა, ყველაფერს მოგცემ, რასაც მთხოვო, თქვა, სიბრძნე მომეცი, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი მქონდესო. მეც ერთ რამეს ვთხოვ უფალს: ჩვენს ხალხს მისცეს სიბრძნე, ანუ შავისა და თეთრის, კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი! ეს არის მთავარი და მართებული არჩევანი, სწორი ნაბიჯი ქვეყანას ყოველთვის გადაარჩენს, ყოველთვის გამოიყვანს რთული ვითარებიდან.

აქამდე მაინცდამაინც ვერ გამოვირჩეოდით ამ უნარით

_ აქამდე რაც იყო, ყველამ ვიცით. ბერძენიშვილს პარლამენტში რომ აირჩევ, ოთხი წელი თავზე დაისვამ და ამართვინებ ქვეყანას, რა არჩევანზეა საუბარი?! კაცი გამოდის და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს დასცინის, ეს ქართველისთვის დედის გინებაზე უარესია. აი ასეთი რამ რომ არ განმეორდეს, ხალხს ვურჩევ, გულდასმით გააკეთოს არჩევანი. ამ არჩევანზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი და უნდა გვესმოდეს, რომ, თუ ხელისუფლების სათავეში უსუფაშვილ-ბერძენიშვილებისნაირი ადამიანები იქნებიან, არანაირი მომავალი არ გვექნება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გაზიარება: