„დავით გარეჯში აზერბაიჯანელებმა კარვები დადგეს, დენიც კი გაიყვანეს“ – არქიმანდრიტი კირიონი

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტ კირიონის განცხადებით, დავით გარეჯში აზერბაიჯანელებმა კარვებამდე ბოძებით დენიც კი გაიყვანეს.

როგორც არქიმანდრიტმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა, დავით გარეჯში ტაძრებამდე გადაადგილება ქართულ მხარეს კვლავ შეზღუდული აქვს. ამასთან, არქიმანდრიტის შეფასებით, აზერბაიჯანის მხარეს არსებული ვითარების შეცვლა არ სურს.

„აზერბაიჯანელებმა უკვე სტაციონალური კარვები დადგეს. დენიც კი გაიყვანეს ბოძებით კარვებამდე. ეს სრული სიგიჟეა. სხვა მხრივ, უცვლელი მდგომარეობაა, მათ სრულიად დაკეტილი აქვთ მონასტრები. არც მომლოცველს, არც ჩვენ და ქართველ მესაზღვრეებსაც კი არ უშვებენ, საერთოდ, თხემზეც კი“,- განაცხადა მამა კირიონმა „პალიტრანიუსთან“ საუბრისას.

წყარო: https://palitranews.ge/video/davit-garejshi-azerbaijanelebma-denits-ki-gaiqvanes-bodzebit-karvebamde-es-sruli-sigizhea-arkimandriti-kirioni?fbclid=IwAR1OSgUumcr1l2-K4dlUuRayemWDFZPv4B_jWDqcuCwFZGzd6vEUkqvU0_A

გაზიარება: