ბათუმში შელაპარაკების ნიადაგზე არაბმა 25 წლის ქართველი დანით ფეხში დაჭრა

გუშინ ღამით ბათუმში, ერთ-ერთ საშაურმეში არაბმა მამაკაცმა 25 წლის ქართველი მამაკაცი დანით ფეხში დაჭრა.

თვითმხილველების განცხადებით, საშაურმის ტერასაზე შელაპარაკება მოხდა ქართველების ჯგუფსა და გვერდით მაგიდაზე მსხდომ არაბებს შორის, რაც კონფლიქტში გადაიზარდა. შედეგად ერთ-ერთმა არაბმა დანა ამოიღო და ქართველ ახალგაზრდას ფეხში დაარტყა.

ახალგაზრდის დაჭრაში დამნაშავე მამაკაცი დაკავებულია, გამოძიება სსკ-ის 118 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება: