არაბთან ჩხუბის გამო სამტრედიაში 2 ქართველი დააკავეს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩხუბის მიზეზი გახდა არაბის მიერ მღვდლის შეურაცხყოფა და ჯვრის ჩამოგლეჯა

სამტრედიაში ერაყელ მამაკაცსა და ქართველებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო დააპატიმრეს ორი ქართველი მამაკაცი. როგორც დაკავებულების მეგობარი ფეისბუქზე წერს, ჩხუბის მიზეზი გახდა არაბის მიერ მღვდლის და მისი თანმხლები პირების შეურაცხყოფა და მათთვის ჯვრის ჩამოგლეჯა.

ამ ფეისბუქ-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ცხოვრებაში პირველად ვაქვეყნებ პოსტს, რომელასაც უნდა ჰქონდეს უსწრაფესი გაზიარება. გუშინ სამტრედიაში მოძრავ ავტომობილს, რომელსაც მართავდა მღვდელი, ორი თანმხლები პირით, რომელთაგან ერთ-ერთი ჩემი ძმაა, გზაზე გადაუხტა ერთი ახალგაზრდა, რაზეც მძღოლმა მკვეთრად დაამუხრუჭა. საპირიპირო მხრიდან გაისმა შეურაცხყოფა და გინება მღდელის და ორი პირის მიმართ. ავტომობილიდან ჩამოვიდა პირი, რომელმაც იკითხა, რატომ იგინებოდნენ. აღვნიშნავ, მაგინებელი პიროვნება აღმოჩნდა არაბი, თუმცა არავინ იცოდა, ქართულად საუბრობდა ჩვეულებრივ. მისი მხრიდან პირველივე ნაბიჯი იყო ჯვარზე ცემა და მოგლეჯა ერის პირის კისრიდან, რასაც მოჰყვა ავტომობილიდან მეორე პირის და ჩემი ძმის გადმოსვლა. იმალვე არაბი ეცა ჩემს ძმას და მოაგლიჯა ჯვარიც. შემდეგში რა თქმა უნდა იყო შეხლა- შემოხვლა, რომლის კვალიც როგორც არაბს, ისე ჩვენ ბიჭებსაც ეტყობა. წავიდა არაბი და იჩივლა, ამბობს, მტვერი შემოგაყარა მანქნამ, რაზეც მქონდა რეაქციაო, არანაერი გენბით მოცვინდენ და პირდაპირ გაგვლახეს და ჩემს ცოლს ფეხზე გადაუარეს მანქანითო. ჭორებს აგორებენ ისე, რომ მამაოს მოსცხონ ჩირქი და ბიჭებს. მივმართავ ყველა ქართველს, თქვენ რას იზამდით აღნიშნულ მდგომარეობაში, როცა მღვდელს გიგინებს ვიღაც არაბი, ჯვრებს გაგლეჯს, როგორ მოიქცევით? გააკეთეთ შესბამისი კომენტარი და გააზიარეთ პოსტი მაქსიმალურად ყველა ქრისტიანმა საჭიროების შემტხვევაში, დაგვჭირდება გვერდით დგომა, დანარჩენს შემდეგ მოგახსენებთ. მინდოდა გცოდნოდათ სიმართლე. რომელიც შემდეგ დაამახინჯეს სხვადასხვა პირებმა და როგოერც ვატყობ, იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ქრისტიანებო, რა გვჭირს არაბების საგინებელი?!”

აღსანიშნავია, რომ იმ ფაქტს, რომ გზაზე მომხდარი მცირე ინციდენტის დროს მანქანაში მყოფ ქართველებს მართლაც მიაძახეს რაღაც და სწორედ ამ შეძახილს მოჰყვა დაპირისპირება, თვითონ ერაყელი მამაკაცის თანხლები პირიც ვერ უარყოფს. კერძოდ, ერაყელის მეუღლე “იმედინიუსთან” გაკეთებულ კომენტარში ამბობს:

“გზაზე მე და ჩემი მეუღლე გადავდიოდით. მაღალი სიჩქარით მანქანამ ჩაგვიქროლა და რაღაც ნივთი გვესროლა. ამაზე მქონდა რეაქცია.”

მაგრამ საინტერესოა, რომ ლიბერალური მედია სრულიად ცალმხრივად აშუქებს ამ ფაქტს, ცდილობს მას ისეთი აღწერა მისცეს, თითქოს ქართველები არაბს ჩვეულებრივი საგზაო კონფლიქტის საფუძველზე კი არა, არამედ ეთნიკური ნიშნით დაესხნენ თავს, რაც ავტომატურად ქართველებისთვის ბევრად მძიმე სასჯელს გულისხმობს. და, როგორც ყოველთვის, ამ ფაქტის აღწერისას, ლიბერალი პროპაგანდისტები მხოლოდ უცხოელი მამაკაცის თანმხლები პირების კომენტარებს ავრცელებენ და სრულ იგნორირებას უკეთებენ მომხდარში მონაწილე მეორე მხარის ვერსიას.

გაზიარება: