აი, რით არის დაკავებული სახალხო დამცველი!!!

2019 წლის 2 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №770) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

საქმეზე სადავოდ იყო გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმების კონსტიტუციურობა, რომლებიც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონოდ დამზადების, შეძენის, შენახვის ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის სანქციის სახედ ითვალისწინებდა ადმინისტრაციულ პატიმრობასა და თავისუფლების აღკვეთას.

გაზიარება: