ავსტრალიელ პოლიტიკოს ჯარიმა და საჯაროდ ბოდიშის მოხდა დაეკისრა ლგბტ დროშის გაკრიტიკებისთვის

ავსტრალიის სასამართლომ  მერის ყოფილი მოადგილე ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევისთვის დამნაშავედ სცნო და მნიშვნელოვანი ჯარიმაც დააკისრა, ლგბტ დროშის აღმართვის გამო მეზობლის გაკრიტიკებისთვის.

ინერ ვესტის მერის ყოფილი მოადგილე ჯული პასასს ბრალი დასდეს მეზობელი მამაკაცის შეურაცხყოფაში, რომელმაც საკუთარ სახლთან ლგბტ მოძრაობის სიმბოლო – ცისარტყელის დროშა აღმართა 2017 წლის იმ საღამოს, როდესაც ავსტრალიელმა ამომრჩევლებმა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირეს. პასასმა მეზობელ დენიელ კომენსოლის უთხრა, რომ დროშა მის კულტურასა და რელიგიას შეურაცხყოფდა. მან ასევე უთხრა მამაკაცს, რომ მეგობარ ქალზე დაქორწინების უფლება არ უნდა მიეცათ, სანამ ბავშვს არ გააჩენდა და ძუძუთი არ კვებავდა. მერის მოადგილემ მოგვიანებით პოლიციას განუცხადა, რომ ლგბტ დროშა ისევე შეურაცხმყოფელია, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის დროშა.

სასამართლომ დაადგინა, რომ პასასმა თავის მეზობელს მიყენებული ზიანისთვის 1 600 აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს და ოფიციალურად მოუხადოს ბოდიში ადგილობრივი გაზეთის საშუალებით. კომენსოლი კომპენსაციის სახით სასამართლოში 6 700 აშშ დოლარს ითხოვდა.

პასასი აპირებს ტრიბუნალის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.

წყარო: https://www.lifesitenews.com/news/australian-politician-fined-apology-demanded-2-years-after-complaining-about-lgbt-flag?utm_content=buffer94388&utm_medium=LSN%20buffer&utm_source=facebook&utm_campaign=LSN&fbclid=IwAR2Mt-umz8d3Dz205XxEV2KW5UDVx4YMXZvsOH1yo7WXxcUSlqzwLO4cWpU

გაზიარება: