“მცხეთა არის ახალი იერუსალიმი, წმინდა ქალაქი და ჩვენ თაყვანს ვცემთ ამ წმინდა ადგილს,“ – უწმიდესი და უნეტარესი ილია II

“მცხეთა განსაკუთრებული ქალაქია და განსაკუთრებული ადგილია, ქრისტეშობამდე 6 საუკუნით ადრე იყო ჩამოტანილი ხალენი წმინდა ილია წინასწარმტყველისა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ დროს დაიწყო ურთიერთობა ებრაელებსა და ქართველებს შორის. გაცილებით ადრე დაიწყო. უცნობ ქვეყანას არ წაიღებენ ამ დიდი სიწმინდეს. შემთხვევით არ არის, აქ იყო ჩამოტანილი კვართი ჩვენი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ესეც არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლაწმიდისა ღვთისმშობლისა. ყველაფერი მეტყველს იმის შესახებ, რომ ეს სიწმინდების ჩამობრძანება, რომ მცხეთა ახალი იერუსალიმია, წმინდა ქალაქი და ჩვენ თავყვანსა ვცემთ ამ წმიდა ადგილს. გარდაცვალების წინ მეფე მირიანმა უარი თქვა დასაფლავებულიყო ამ ადგილას. ის თვლიდა უღირსად თავის თავს, რომ აქ მომხდრიყო მისი დაკრძალვა და დაიკრძალა სამეფო ბაღში, სადაც არის სამთავროს დედათა მონასტერი. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ღმერთმა გვიბოძა ეს სამშობლო”.- უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი): “ქრისტეს კვართი საქართველოს ეკლესიის ყველაზე დიდი სიწმიდეა. საკრალური გაგებით სვეტიცხოვლის ტაძარში, როგორც სამეუფო კიდობანში დაბრძანებული საუფლო კვართი შეიძლება ვამსგავსოთ სულიერ მზეს, მიწის წიაღიდან უხილავ ნათელს რომ აფრქვევს, ან შევადაროთ თვალით უხილავ მიწისქვეშა წყაროს, რომელიც ყვავილებისა და მცენარეების ფესვებს კვებავს. უფლის კვართი ყოვლადწმინდა ქალწულმა მარიამმა თავისი ხელით მოქსოვა და მაცხოვრის სისხლმა განამეწამულა ჯვარცმის გზაზე: გეთსამანიიდან გოლგოთამდე. ამ სიწმიდის გამო მცხეთას “მეორე იერუსალიმად” სახელსდებდნენ”.

გაზიარება: