ძალიან საგულისხმო ანალიზი!

ცნობილი რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე საქართველოში მიმდინარე მოვლენების ეხმაურება და მსოფლიო პოლიტიკის ანალიზს აკეთებს საქართველოს ჭრილში.

“საქართველოში მიმდინარე შიდა საქმეებზე ყველაფერი გასაგებია – პოლიტიკური ელიტა (სახელისუფლებო და ოპოზიცია) ქართველ ხალხს მობეზრდა იმდენად, რომ ქაოსი საუკეთესო პასუხია ეროვნული დამცირების სპაზმებზე საპასუხოდ, რომელიც საცოდავი რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩასვლას მოჰყვა, რომელსაც ცუდი ჩანაფიქრი არ ჰქონია და უბრალოდ ჩაჯდა იქ, სადაც მიუთითეს.
სიმარტივე ქურდობაზე უარესია – ზუსტად ეს შემთხვევაა
ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოში მეფეც არის და ღმერთიც, რადგანაც იყიდა და ინახავს მმართველ ქართულ ელიტას, ქვეყანაზე კონტროლს კარგავს, რომელიც ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ თითქმის აბსოლუტური ჩანდა.
რუსეთის მთავრობა მიჩვეულია ეზიზღებოდეს ერები, და თვლიდეს მათ წარუმატებლად, სხვადასხვა ოლიგარქებთან და ხელმძღვანელებთან შედარებით. ამიტომაც ის, რაც ერებისთვის ღირებულია (რწმენა, ისტორია, მიწა და მსგავსი) რუსული ხელისუფლებისთვის უბრალოდ, პატარა ხალხუნების ეთნოგრაფიული ახირებაა.
ბიძინა მოსკოვისთვის საჭიროა არა იმიტომ, რომ ის პრორუსია, არამედ, იმიტომ, რომ ის ოლიგარქია,
როგორც პოროშენკო, კოლომოისკი, ახმეტოვი და ასე შემდეგ…“თავისიანებთან” არის “ბაზარი”, “თემები” მაგრამ ისინი აღიარებული არიან და ტოლად ითვლებიან.
ხალხი, კრემლის აზრით, ეს უბრალოდ ელექტორატია და მომხმარებელი, რომელსაც უცნაურობები ახასიათებს.

ვინ დგას ბიძინას მიერ კონტროლის დაკარგვის უკან?
ვინ აპირებს მისი სიძლიერის შერყევას? სააკაშვილი?
პოლიტიკის მიმდინარე ეტაპზე სააკაშვილი პრაქტიკულად არავინაა.

კონფლიქტის წარმოქმნის მიზეზები შინაგანია, კონფლიქტის ესკალაციის მიზეზები კი – საგარეო. და ის გეოპოლიტიკის სფეროში მდებარეობს.

ამერიკელები ირანში ომისთვის ემზადებიან.
ეს ომი გარდაუვალია.
და ის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე იქნება.
მაგრამ ახლა აშშ ამისთვის არ არის მზად. დამრტყმელი დაჯგუფებები ისეთი ძლიერი ქვეყნისთვის, როგორიც ირანია, არ შექმნილა. და მისი შემქნა უბრალო საქმე არ არის.
საუდის არაბეთი იემენში მძიმე ომს აწარმოებს პროირანულ ძალებთან და შემაშფოთებლად იგებს, რომ ირანელები ამ ომში პირდაპირ ჩაერთვნენ – ერ-რიადს სავარაუდოდ, შანსი არა აქვს.
თურქეთი ამერიკული და საუდური ინტერესებისთვის ბრძოლას არ აპირებს და ამერიკელებს საკუთარ ტერიტორიებს არ გამოაყენებინებს. ყოველშემთხვევაში, მანამ, სანამ ერდორანი ცოცხალია და ხელისუფლებაშია. აზერბაიჯანი ირანთან ომს ხელს არავითარ შემთხვევაში არ მოაწერს. სომხეთიც. საკმარისია ის, რომ ირანთან საზღვარს ამერიკელები აკონტროლებენ. პაკისტანი და ავღანეთი ირანში ტერორისტული შეტევების წყარო იქნება, მაგრამ არა თავდამსხმელი ავიადაჯგუფებების ბაზა.
რჩება საქართველო – მისი აეროპორტები იდეალურია თეირანზე, თავრიზზე, ისპაჰანსა და კასპიის ნავთობ და გაზის ადგილმდებარეობებზე თავდასხმისთვის.
სპარსეთის ყურის ავიამზიდებით აქ ფონს ვერ გახვალ. მით უმეტეს, რომ ირანელებმა უკვე აჩვენეს, რომ მზად არიან ყურეში დასავლეთის ნავთობის კომუნიკატები იყვნენ. საქართველო ირანთან ომში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ახლა ამერიკელები ბიძინაზე ზეწოლას ანხორციელებენ და მას არჩევანის წინაშე აყენებენ: შევარდნაძის ბედი, ან ამერიკული პროტექტორატის სრული მიღება.
ბიძინა ხვდება მომენტის სერიოზულობას: ზუსტად ამით არის გამოწვეული თბლისის ქუჩებში მომიტინგეების მიმართ სისასტიკე. ეს მისი სიგნალია, ამერიკელების მიმართ, რომ ის დარწმუნებულია საკუთარ თავში და ასე უბრალოდ არ დათმობს. მაგრამ, მოტეხავენ, ნებისმიერ შემთხვევაში. რადგანაც მისი პოზიცია ვაშინგტონთან დიალოგში – ეს ვაჭრის პოზიციაა. და შემოგებებული წინადადებები არ აწყობს.
რუსეთი ქართული პოლიტიკური თამაშიდან სრულიად გაყვანილია. ეს მოსკოვის პატივმოყვარეობის, შოვნიზმისა და უაზრო სიამაყის შედეგია.
ამერიკელების წინადადება, სავარაუდოდ, ასეთი იქნება: ახალი არჩევნები, სადაც “ოცნებისა” და “ნაციონალების” სიას აშშ-ს საელჩოში ერთგული აგენტურა შეადგენს. ამის შემდეგ, პარალმენტი გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ჯარის განთავსების შესახებ, რომ “რუსული აგრესიისგან” თავი დაიცვან. შემოდიან ჯარისკაცები – ირანზე თავდასხმა რეალური ხდება. ისევე, როგორც ირანის პასუხი: საქართველო – არ შეეცოდება.
მოსკოვს დარჩება თამაშის მხოლოდ ერთი ვარიანტი – ომი და შეჭრა. მაგრამ ეს ჩიხია, საიდანაც გამოსავალი უკვე არ იქნება.

ფიქრობდა ჩუმი ნომენკლატურული კომუნისტი გავრილოვი იმაზე, რომ ერთი სკამის ფასი ასეთი იქნებოდა?

გაზიარება: