„ჩუმი მცოცავი პოლიტიკით აძლევენ დავით გარეჯს“

გავრილოვმა მისია შეასრულა. ქართული საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპირა, სანამ რუსთაველზე საზოგადეობის ერთი ნაწილი შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს, აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საინჟინრო სამუშაოები განაახლა. დაახლოებით ორი დღის წინ, აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯში, ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით სატვირთო მანქანით, ქვიშით სავსე ტომრები მიიტანა, რომელითაც ბილიკის გამაგრება დაიწყო.

ჩიჩხიტურის მიმართულებით გაყვანილია სამანქანო გზა, გზის მერე კოშკამდე შესასვლელი ბილიკი გრძელდება. წორედ ამ მხარეს გაამაგრა გზა აზერბაიჯანულმა მხარემ.

For.Ge–სთან საუბრისას დავით გარეჯის ლავრის არქიმანდრიტი კირიონ ონიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მხარე ცდილობს, გაჭრას საფეხმავლო ბილიკი, რომ უსაფთხოდ მივიდნენ ჩიჩხიტურამდე, რომელსაც თვლიან, რომ მათი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

მამა კირიონრა მიმართულებით განაახლა საინჟინრო სამუშაოები აზერბაიჯანულმა მხარემ?

კირიონ ონიანი: დაახლოებით ერთი თვის წინ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანულმა მხარემ გზა გაიყვანა ჩიჩხიტურზე, იმას უნდა შეუერთონ საფეხმავლო ბილიკი, სწორედ ამას აკეთებენ ახლა. მეტი სამუშაოს ჩატარება არ შეეძლოთ, ბუნებრივი წინაღობა გაუჩნდათ – კლდის ქანი, ამიტომ გაჩერდნენ, მაშინ უნდა აეფეთქებინათ, სხვა გზა აღარ იყო. უნდათ, რომ გაჭრან საფეხმავლო ბილიკი, ასე ვთქვათ, უსაფრთხოდ მივიდნენ ჩიჩხიტურამდე, რომელსაც თვლიან, რომ მათი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ფაქტიარომ ვითარება არის მძიმემაგრამ რას აკეთებს ხელისუფლება?

– ამ შემთხვევაში მთავრობა არის უპრინციპო. მნიშვნელობა არ აქვს რომელი ხელისუფლება იქნება. ხელისუფლება, რომელიც ანებებს აზერბაიჯანის მხარეს ასეთი სახის საინჟინრო სამუშაოების ჩატარებას, ის ხელისუფლება არის უპრინციპო.

სადელიმიტაციო კომისიის მორიგი შეხვედრა ივნისის ბოლოსთბილისში უნდა გამართულიყოთუმცაეს შევხედრა არ შედგაისევეროგორც არ შედგა ექსპერტების მიერ ადგილზე სიტუაციის შესწავლაგამოსავალი რა არისვხედავთრომ აზერბრაიჯანული მხარეუკან არ იხევს

– გამოსავალი არის პრინციპული მიდგომა. ეს საკითხი მოგვარებადია საქართველოს სახელმწიფოს რომ გააჩნდეს პრინციპული მიდგომა. აზერბაიჯანი უკან დაიხევს და ვერ გააგრძელებს საინჟინრო სამუშაოებს. ასევე, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციები – იუნესკო, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, გაერო, რომლის წარმომადგენელი ვართ როგორც ჩვენ – საქართველო, ასევე აზერბაიჯანი. ასევე არის ეუთო, რომელიც პირდაპირ მონიტორინგს ახორციელებს საზღვრებზე. ანუ, ჩვენი სახელმწიფო არ იყენებს იმ საერთაშორისო ბერკეტებს, რომლითაც შეიძლება აზერბაიჯანს შეუქმნა პრობლემა და გააჩერო. საუბარი არ არის პირდაპირ ომზე. ომამდე არის უამრავი საშუალება, რომელიც გააჩნია სახელმწიფოს და უნდა გამოიყენოს.

მაგრამ ვხედავთრომ ხელისუფლება არ იყენებს ამ ბერკეტებსასეთ შემთხვევაში რა გზა გვრჩება?

– როცა სახელმწიფო არ იყენებს ამ ბერკეტებს, ეს ორ რამეს ნიშნავს – ან ხდება ფარული გარიგება, ან სრულიად უგუნური და უპრინციპო ვითარებაა. ასე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, რომლებიც შეგნებულად, ნებით აბარებდნენ აზერბაიჯანს ამ ტერიტორიებს, თან აგრესიულად აძლევდნენ, ანუ ჩვენს წინააღმდეგ იყვნენ აგრესიულები. ამ ხელისუფლებას სხვა პოლიტიკა აქვს, ესენი აგრესიული არ არიან, მაგრამ თავიანთი უპრინციპო, არაქმედითი, ჩუმი, მცოცავი პოლიტიკით აძლევენ დავით გარეჯს. ეს არის განსხვავება ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას შორის.

„ნაციონალები“ აგრესიულები იყვნენ, არავის არ ინდობდნენ, გაანადგურებდნენ ყველას, ვინც მათ ამ სურვილში გზაზე გადაეღობებოდა, ესენი აგრესიულები არ არიან, მაგრამ თავიანთი უპრინციპობით აკეთებენ იმას, რომ სახელმწიფოს ისტორიაში ჩაიწერება – დაიკარგა დავით გაერჯის მონასტერი. შემდეგ უკვე, როგორ დაიკარგა აგრესიული, თუ არააგრესიული გზით, ჩვენი ისტორიისთვის მნიშვნელობა არ აქვს. რა მნიშვნელობა აქვს კიტოვანი იყო სარდალი, თუ იოსელიანი, მივიღეთ ტრაგედია.

გაზიარება: