შეთქმულების თეორიებით შეპყრობილთათვის!!!

ე.წ. “პრაიდის” ორგანიზატორების მიერ 8 ივლისს დაანონსებული აღლუმის არ დაშვების მიზნით სასულიერო პირების დიდმა ნაწილმა და მრევლმა გადაწყვიტა რესპუბლიკის მოედანზე დილის 6 საათიდან შეკრება (მე, რაიონიდან დაბრუნებისთანავე დილაადრიან შევუერთდი მათ).
ლევან ვასაძემ წინა დღეს მომხრეებს მოუწოდა ვერის პარკში შეკრებისაკენ. ასევე სხვა და სხვა ჯგუფები, სხვა და სხვა ლოკაციებზე იკრიბებოდა. 
დაახლოებით 10-30 სთ-ზე, როდესაც შევიტყვეთ, რომ ,,პრაიდმა” მორიგ ჯერზე გადადო აღლუმი გაურკვეველი ვადით, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებმა ადგილზე გადავწყვიტეთ და სხვებთან შეუთანხმებლად დავიძარით პარლამენტის მიმდებარე მოედნისაკენ (შეგიძლიათ იხილოთ ჩემი ,,ლაივი” https://m.facebook.com/story.php?story_fbid=1324395054405870&id=100005061638619) რათა დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია მამათმავლების მხრიდან პერმანენტულად მომდინარე პროვოკაციების და მთელი ქართული საზოგადოების ასეთი ცინიკური გამოწვევების გამო, რომელიც პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციებიდან იმართებოდა. 

11საათზე ქაშუეთის ტაძრის წინ პარაკლისი აღავლინა მარნეულიდან ჩამოსულმა ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ, რომელსაც დავესწარით მე და დიმიტრი ლორთქიფანიძე და ყველანი ერთად დავბრუნდით პარლამენტის წინ.

მალევე გამოჩნდნენ ვერის პარკში შეკრებილი მეგობრები; პოლიტიკოსები; ,,ქართული მარში”; სხვა ორგანიზაციები; სასულიერო პირები; უბრალო მოქალაქეები და აქცია გახდა მრავალრიცხოვანი. (ეს ყველაფერი ჩემს შემდგომ ლაივებშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არის დაფიქსირებული და შეგიძლიათ ნახოთ)

სამოქმედო გეგმასა და მოთხოვნებზე გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა. 

იმის გამო, რომ აქციაზე იმყოფებოდნენ ეპისკოპოსი და 100 -მდე სასულიერო პირი, ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტის გამოსარიცხად შევთანხმდით, რომ მოთხოვნები შეეხებოდა მხოლოდ სარწმუნოებრივ-ზნეობრივ ჭრილში გადასაწყვეტ პრობლემატურ საკითხებს და დავაყენეთ ორი მოთხოვნა: ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება და მოზარდ თაობაზე მავნე ზეგავლენის მოქმედი (პირველ რიგში მამათმავლობის) პროპაგანდის აკრძალვა.

მართულმა მედიმ ჩვენს მიტინგს იმწუთას მისცა ანტისაოკუპაციო პროტესტის მოწინააღმდეგეთა და გახარიას გადასარჩენად შეკრებილი კონტრაქციის კვალიფიკაცია, რის გამოც მომიტინგეთა გარკვეულ ნაწილში გაჩნდა აზრი, რომ დავშლილიყავით მანამ, სანამ ნაცმოძრაობის მიერ მართული პერმანენტული აქციის მონაწილეები შეიკრიბებოდნენ 19 სთ-ზე, რათა არ მომხდარიყო ჩვენს შორის დაპირისპირება.

აქციაზე მყოფმა მომიტინგეთა უმრავლესობამ გადაწყვიტა დარჩენილიყო არათუ 19 საათამდე, არამედ ხელისაწევით დაადასტურა (200-ზე მეტმა ადამიანმა) დილამდე დარჩენის მზაობა, რომ ჩვენს აქციას მისცემოდა პერმანენტული ხასიათი.

საღამოს 19 საათიდან, თავისუფლების მოედნის მხრიდან დაიწყო შეკრება ბოკერია-უგულავა-ნაცმოძრაობა-ლგბტ-ის მიერ მართულმა აქციის წევრებმა.

პოლიციამ და სპეცრაზმმა ჩვენს შორის აღმართა კორდონები. შეიქმნა დაძაბული ვითარება, ადგილი ჰქონდა გინების, ბოთლების სროლის ფაქტებს და ლოკალურ პროვოკაციულ გამოხტომებს, მაგრამ ეკლესიის წარმომადგენელთა მოწოდებებით და ძალისხმევით აქცია ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

სამწუხაროდ, მოგვიანებით ჩვენი აქციის მონაწილეთა რაოდენობა შეთხელდა.

პოლიცია სთხოვდა და პირობას აძლევდა ეკლესიის წარმომადგენლებს, რომ თუ ჩვენი აქცია დაიშლებოდა, არც ნაცმოძრაობის მიერ მართულ მომიტინგეებს მიეცემოდათ საშუალება იმ ღამით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დაკავების, მაგრამ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჩვენს აქციაზე დარჩენილ მონაწილეთა 200მდე კაცმა ხელისაწევით დაადასტურა დილამდე დარჩენა. მათთან ერთად მთელი ღამე დარჩა დიმიტრი ლორთქიფანიძე. მე, მთელი დღე მიმყავდა აქცია და გადაღლილი
გვიან ღამით მივედი სახლში, თუმცა დილიდანვე შევუერთდი ჩვენს ძმებს, რომელთა სიმცირემ (ოცამდე კაცი დამხვდა) გამაკვირვა. თავიდან პოლიციამ არც კი შემიშვა მათთან. კორდონი გადმოწეული იყო ცხრა აპრილის მემორიალის გასწვრივ (სამანქანო გზა გახსნილი იყო). 

ჩვენი ასეთი სიმცირის გამო დილიდანვე დავიწყე მოწოდებების გაკეთება, რომ ხალხი მოსულიყო, მაგრამ შუადღისას 20-მდე მომიტინგე პოლიციამ ძალით გამოგვიყვანა პარლამენტის მოედნიდან. დაიშალნენ ბოკერია-უგულავას მომხრეებიც და მერიის სამსახურმა დაიწყო ტერიტოტიის დასუფთავება.

სანამ პოლიცია ტერიტორიას დაგვატოვებინებდა მამა მიქაელმა (რომელიც იქ იყო ღამიდან, მადლობა მას ამისთვის) მოგვიწოდა დაშლისაკენ, რადგან მიიღო ინფორმაცია, რომ ორივე მხარის დაშლის შემთხვევაში მოედანი უნდა გათავისუფლებულიყო, ასევე, ხელისუფლების გარკვეული შტო თითქოს გამოთქვამდა მზაობას, რომ პარლამენტში ჩვენი მოთხოვნების ირგვლივ დაეწყებდნენ მსჯელობას, რაც ტყუილი დაპირება აღმოჩნდა.

აქციის დაშლას დაეთანხმა გურამ ფალავანდიშვილიც და ასევე მოუწოდა ხალხს დაშლისაკენ. ღამენათევ მომიტინგეთა შორის გაჩნდა უკმაყოფილება, ისინი თვლიდნენ, რომ ტერიტორია არ უნდა დაგვეთმო, მე ბოლომდე (როგორც ზემოთ მოგახსენეთ) დავრჩი ამ მცირე ჯგუფთან, სანამ პოლიციამ ძალით არ დაგვატოვებინა ტერიტორია. დიმიტრი ლორთქიფანიძეც იქ იყო.

ასე, რომ ვინმეს დადანაშაულება ღალატში, ხელისუფლებასთან, თუ სხვასთან შეკრვაში და შეთქმულების თეორიების გავრცელება არის ცილისწამება და მორიგი ფეისბუკჭორაობა!!! 

მუხტი იყო, მუხტი იყოო, რომ გაიძახით! ზოგს ცოლმა დაურეკა, ზოგს დედამ, ზოგს შვილმა, ემანდ ნაცზონდერებთან შეტაკება არ მოხდესო და 23 საათისთვის რაოდენობა განახევრდა. დილას კი 200 კაცის ნაცვლად 20 დამხვდა. 1000 მდე მაინც რომ ვყოფილიყავით თითსაც ვერ დაგვაკარებდნენ და დღეს სულ სხვა მოცემულობა გვექნებოდა, მაგრამ როცა 20 კაცით რჩები შუადღემდე, მერე კურთხევაც ადექვატური (ბუნებრივია) იქნება და აღარც ის უნდა გაგვიკვირდეს, თუ პოლიცია ადვილად დაგატოვებინებს ტერიტორიას!

ჩვენი დიდი მსოფლიო დონის მეცნიერის სიტყვებით დავამთავრებ ამ წერილს, რომელიც ზუსტად ასახავს ჩვენს შნოსა და ხასიათს:

,,ქართველს აკლია დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ. პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდისა. იშვიათია ჩვენში ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს. პატარა საქმეები ჩვენს გულს არ აღანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი აგვაფეთქებენ ხოლმე, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევს და დაწყებული საქმე წყდება. ამიტომ არის, რომ მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით…

საკუთარ საქმეს გამბედაობა და ინიციატივა ესაჭიროება, აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას…

ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირდება, უპირველეს ყოვლისა, აქტიური ხასიათია საჭირო”.


ლევან ჩაჩუა

გაზიარება: