ყურადღება! მოქმედებაშია ბავშვების გასახრწნელი პროექტები!

საიტი tvm.ge აქვეყნებს გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მომზადებულ ანალიტიკურ მასალას, სადაც ბავშვების გარყვნის თანამედროვე მექანიზმებია განხილული:

ტელეარხ “პალიტრანიუსზე” უკვე  გადის ბავშვებისთვის მაბეზღარობის შემსწავლელი სარეკლამო კლიპები ბავშვთა უფლებების სწავლების ნიღბით

აი ჩამონათვალი მოწინააღმდეგის იარაღების ძირითადი სახეობებისა,  მათი გამოყენების მიზნები და შედეგები, იმ შემთხვევაში, თუ უსიტყვოდ დავთანხმდებით ჩვენს განადგურებას.

იუვენალური იუსტიცია

ოფიციალური ვერსია

ბავშვების დაცვა ძალადობისგან. კარგი პირობების შექმნა იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც მშობლები არ ჰყავთ.

ჭეშმარიტი მიზნები

განადგურება ოჯახისა, როგორც მოსახლეობის აღწარმოების პირობისა, როგორც უნიკალური სოციალური ინსტიტუტისა, რომლის სპეციფიკური ფუნქცია არის ბავშვების გაჩენა, თაობების და, საერთო ჯამში, მოსახლეობის აღწარმოება. ოჯახის, როგორც ჯანმრთელი საზოგადოების საფუძვლის დანგრევა.

შედეგი

ოჯახებისთვის ბავშვების ჩამორთმევა მათი ჯანმრთელობისთვის სახიფათო პირობების არსებობის საბაბით. მშობლების უფლებების შელახვა და მშობლების ფაქტობრივი დისკრედიტაცია ბავშვების თვალში. ბავშვების გამოგონილი უფლებების იურიდიულად გამყარება მშობლების უფლებების მიმართ. ბავშვებით ვაჭრობა. მოსახლეობის შემცირება.

ჰომოსექსუალიზმისა და ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების ლეგალიზაცია

ოფიციალური ვერსია

ტოლერანტული საზოგადოების შექმნა. სოციალური უმცირესობის მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა.

ჭეშმარიტი მიზნები

ტრადიციული ოჯახისა და ოჯახური ფასეულობების განადგურება. ოჯახის, როგორც პატარა ეკლესიის მოსპობა. ტრადიციული რელიგიური კონფესიების, როგორც საზოგადოების ზნეობრივი ბურჯების, განადგურება.

შედეგი

შექმნა ერთიანი ეკუმენისტური ეკლესიისა, რომელიც ადამიანს წააქეზებს მომაკვდინებელი ცოდვების ჩადენისკენ. ადამიანების სქესობრივი იდენტიფიკაციის წაშლა. პლანეტის მოსახლეობის შემცირება. შექმნა უსულგულო მონების საზოგადოებისა, რომელიც მზად იქნება, ემსახუროს თავის ბატონებს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების შესრულების შესაძლებლობების სანაცვლოდ.

ბავშვების სექსუალური განათლება

ოფიციალური ვერსია

ბავშვების განათლება მათი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.

ჭეშმარიტი მიზნები

ბავშვებისა და მოზარდების გახრწნა უსაფრთხო სექსის თავსმოხვეული პრაქტიკის მეშვეობით. ადამიანების რეპროდუქტიულ ჯანმრთელობაზე კონტროლის დაყარება. ქალების სტერილიზაცია. აბორტები. უნაყოფობა. პორნოინდუსტრიის შექმნა-განვითარება. პროსტიტუცია. ჰომოსექსუალიზმი. პედოფილია.

შედეგი

ზნეობის სრული დეგრადაცია. მოსახლეობის შემცირება.

იძულებითი ვაქცინაცია

ოფიციალური ვერსია

ადამიანების გაკურნება მომაკვდინებელი დაავადებების ეპიდემიისგან.

ჭეშმარიტი მიზნები

წამლების გაყიდვის ინდუსტრიის შექმნა. ადამიანების გასაკონტროლებელი სისტემის შექმნა სამედიცინო დაწესებულებების მეშვეობით. პლანეტის “ზედმეტი” მოსახლეობის განადგურება. ტერიტორიების გასუფთავება, რათა “ელიტამ” მშვიდად იცხოვროს.

დასახული შედეგი

დედამიწის მოსახლეობის შემცირება 1 მლრდ-მდე.

განათლების რეფორმა

ოფიციალური ვერსია

განათლების სისტემის განახლება და გაუმჯობესება.

ჭეშმარიტი მიზნები

არსებული განათლების სისტემის შეცვლა სუსტი დასავლური სტანდარტების მიხედვით. არა მეცნიერი-თანამშრომლებისა ან კვალიფიციური მუშაკების, არამედ კარგად განსწავლული მუშების აღზრდა. სპეციალისტების განათლება უცხოეთში მუშაობის მიზნით.

შედეგი

ქვეყნის გადაქცევა დასავლეთის არა მხოლოდ ნედლეულის, არამედ ინტელექტუალურ დანამატადაც.

უნივერსალური ელექტრონული ბარათი

ოფიციალური ვერსია

ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, მოქალაქეების ინფორმირებულობის ამაღლება თავიანთ უფლებებზე, აგრეთვე, უნაღდო ანგარიშსწორების განვითარებისთვის ხელის შეწყობა.

ჭეშმარიტი მიზნები

ეროვნული სახელმწიფოების თანდათანობითი დემონტაჟი და სახელისუფლო ორგანოების უფლებამოსილებების გადაცემა ზენაციონალური კომერციული სტრუქტურებისთვის, რომლებიც ჩვენი უფლებების დაცვის ნაცვლად გარკვეული საფასურის სანაცვლოდ მოგვემსახურებიან ელექტრონული ფორმით. ადამიანების პოლიტიკურად, ეკონომიკურად, იდეოლოგიურად და სულიერად დამონება. ადამიანების გაკონტროლების მექანიზმის შექმნა ერთი მმართველისთვის _ სატანისთვის.

შედეგი

ადამიანის ტოტალური თვალთვალი მისი ნებართვის გარეშე და მისი თავისუფლების შეზღუდვა. ადამიანის დამოკიდებულება მმართველი სისტემის მისთვის უცნობ პირებზე მომზადება ადამიანის ორგანიზმში ელექტრონული “ჩიპებით” (მართების) ტოტალურად ჩასადგმელად.

გინეკოლოგიური გასინჯვა

ჩვენი ბავშვების გასახრწნელად შემუშავებული კიდევ ერთი პროექტია გინეკოლოგიური შემოწმება. საგანმანათლებლო დაწესებულებაში “დისპანზერიზაციის” საბაბით დაიწყება “გამსინჯველთა” ექსპანსია: სკოლები და საბავშვო ბაღები ჩაერთვებიან გინეკოლოგიურ კამპანიაში. ის ექიმები, რომლებსაც ფულის გამო სინდისი არ დაუკარგავთ, პატიოსნად ამბობენ, რომ ასეთი გასინჯვით არაფრის დადგენა არ შეიძლება, მაგრამ ლობისტები შეუპოვრად ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ 3 წლის გოგონების შეხებით, უკაცრავად, გასინჯვით, შეიძლება ქვეყანაში ქალური დაავადებების დამარცხება; მეტიც, გეგმავენ ანდროპოლოგიურ გასინჯვებსაც (ბიჭების რეპროდუქციული ორგანოს შეხების გასინჯვა).

სინამდვილეში ასეთი გასინჯვების მიზანი არის ბავშვის ინტიმურ ზონაში უცხო ადამიანის შეღწევაზე ტაბუს მსხვრევა, სირცხვილის განადგურება. სირცხვილი _ ეს არის ერის თავდაცვის ბირთვი და მისი დანგრევა ცვლის ზნეობრივ საფუძვლებსა და ქცევის სტრატეგიას. ეს არის დემოგრაფიული კორექციის სტრატეგია და დასავლური გრანტებით შემოტანილ გახრწნის ყველა პროგრამაში პირველი გაკვეთილი ყოველთვის ეძღვნება სირცხვილის მსხვრევას. ასეთი გასინჯვების შესახებ მშობლები ან, საერთოდ, არ არიან ინფორმირებულები, ან _ ნაწილობრივ (“ხელი მოაწერეთ, რომ თანახმა ხართ ბავშვის დისპანზერიზაციაზე”), მაგრამ ისინი არ უნდა მოტყუვდნენ: გინეკოლოგის მიერ გასინჯულმა ბავშვმა შეიძლება არ გამოავლინოს ფსიქიკური ტრავმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ტრავმირებული არ არის. ფსიქოლოგებმა იციან: რაც უფრო ძლიერია ტრავმა, მით ნაკლებად ვლინდება  ის _ ბავშვი თითქოს “ყინავს” მისთვის მომაკვდინებლად სახიფათო განცდებს,  მაგრამ თვით ეს განცდა არ  ქრება და“გაისვრის”  შემდგომ _ ნებისმიერ ასაკსა დანების მიერ მომენტში, მაშინ, როცა მშობლებს ყველაზე ნაკლებად ემახსოვრებათ საბავშვო ბაღში ჩატარებული გასინჯვა.  და კიდევ _ ბავშვში იწყება ცნობიერების სექსუალიზაცია და ნაადრევი ფიქსაცია ინტიმურ სფეროზე,  რაც შემდგომ იწვევს ნევროზების,  შიშების, პერვერსიის განვითარებას,  მას უყალიბდება მავნე ჩვევები და დეფორმაციას განიცდის მორალურ–ფასეულობითი საფუძვლები.

ზოგიერთ ქვეყანაში მშობლები ძალიან შეწუხებულნი არიან უამრავი ანკეტისგან, რომლებიც, პერსონალური მონაცემების შესახებ კანონის დარღვევით თავს დაატყდა მათ შვილებს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში.

ერთ-ერთ ასეთ ანკეტაში, რომელიც საბავშვო ბაღში დაარიგეს, ე.წ. შესავალი კითხვების _ “ბავშვის უფლებებზე რომელი საერთაშორისო დოკუმენტია თქვენთვის ცნობილი?” “თვლით თუ არა საჭიროდ ქვეყანაში ბავშვის უფლებებისა და ღირსების დაცვას?” “ბავშვის რომელი უფლებების დაცვა უნდა დაიკისროს სკოლამდელმა საგანმანათლებლო ორგანიზაციამ?” _ შემდეგ იჭრებიან საზოგადოებრივი მორალის სფეროში: “თქვენი ჯგუფის ბავშვების ოჯახებში ბავშვის რომელი უფლება ირღვევა ყველაზე ხშირად?”

ასე ვთქვათ, ენატანიობა, მაბეზღარობა, როგორც თაობების დამაკავშირებელი ნაციონალური იდეა, სტანდარტია ბავშვების უფლებების მასობრივი სწავლებისა, რომელშიც მონაწილეობაზე უარის თქმა, როგორც მაგალითად, ესტონეთში, ბავშვის წართმევით ისჯება.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

P.S. რამდენიმე დღის წინათ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უცხოეთიდან  დაფინანსებულ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ ახალი “ეროვნული” სასწავლო გეგმა  დაამტკიცადა სისტემაში ლიბერალური  რეფორმების მორიგი ტალღა დაიწყო.  ამ ცვლილებით ხელისუფლებას გადამწყვეტ ფაზაში შეჰყავს დასავლეთიდან ნაკარნახევი “ლიბერალური” გეგმა, რომელიც ახალგაზრდებში ტრადიციული ფასეულობებისადმი დამოკიდებულების ძირეულად შეცვლასა და მის ნაცვლად თანამედროვე დასავლური ფსევდოლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებას გულისხმობს.  ამ პროცესის ფარგლებში განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრომ საგანი “მე და  საზოგადოება”, სკოლებში მწვავე  საზოგადოებრივი პროტესტისა და უკმაყოფილების მიუხედავად, მაინც დანერგა.  როგორც ჩანს, “დემოკრატიული” დასავლეთი,  ევროკავშირთან ასოცირებით  ნაკისრი რიგი ვალდებულებების კვალდაკვალ,  ხელისუფლებისგან მეტს ელის და ახალგაზრდების ცნობიერებაში  “ძირეული მენტალური რევოლუციის” მოსახდენად უფრო აქტიურ მოქმედებებს ითხოვს.

გაზიარება: