ქრისტიანი ყველა საშუალებით უნდა ებრძოდეს გარყვნილებას!

“ქრისტიანი, ყველა საშუალებით და მისთვის ხელმისაწვდომი ყველა ფორმით უნდა ებრძოდეს გარყვნილებას.

იგი ვალდებულია წინ აღუდგეს ადამიანების მასობრივ გარყვნას, მათ შორის – სოდომელთა აღლუმებს, რომლებიც თავისი მსვლელობებით, ქრისტიანულ ქვეყნებში, მოწამეობრივი სისხლით მორწყულ მიწას ბილწავენ.

ქრისტიანს, გააჩნია რელიგიური და მოქალაქეობრივი ვალდებულება – დაიცვას თავისი ოჯახი და ხალხი მორალური ხრწნისაგან. გარყვნა, ბავშვობის წლებშივე შეიძლება დაიწყოს, ამიტომ, განსაკუთრებით ბავშვები უნდა დავიცვათ სოდომიტებისგან, როგორც სულიერი სნეულებისგან.

საჭიროა პროტესტის გამოხატვა, კანონის ფარგლებში, საჭიროა გარყვნილების დემონური არსის მხილება, კერძოდ – სოდომური ცოდვებისა, საჭიროა ვიყოთ ქრისტიანობის მქადაგებლები, ოღონდ სიტყვები დამტკიცებული უნდა იყოს ცხოვრებისეული მაგალითით, მაშინ ექნება მათ სულიერი ძალა.

და თუ სოდომიზმის მამხილებელი ადამიანი, შემდგომ, მშვიდად ჯდება ტელევიზორთან ან კომპიუტერთან და ტკბება უხამსი სურათებით, მაშინ მისი სიტყვები, მსგავსი იქნება ქუხილისა – წვიმის გარეშე, რომელსაც არ შეუძლია დაარწყულოს სხვა სულის გამომშრალი მიწა”.

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

გაზიარება: