სოდომური აღლუმის შემდეგ საბერძნეთი განსაცდელებმა მოიცვა!

საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ ბიზანტიის დაცემა ერთი საუკუნით გადაიდო, როდესაც იესოს ლოცვა დაიწყო ერმა და ბერმა, პალამისტური მოძრაობა აღორძინდა საბერძნეთში, რამეთუ ის (იესოს ლოცვა) “უხილავ ფონსა და სულიერ ატმოსფეროს ქმნის მადლის მოქმედებისათვის”. (მამა რაფაელ კარელინი), ხოლო ამის საწინააღმდეგოდ, როდესაც უნიას ხელი მოაწერეს ბერძნებმა, რაც ღალატი იყო ჭეშმარიტი სარწმუნეობის – დაეცა კონსტანტინოპოლი!

ჭეშმარიტება არასდროს გამოიხატებოდა რიცხვითი მახასიათებლებით. ამის მაგალითი წმ. მარკოზ ეფესელია, ჭეშმარიტების მარტოდ დარჩენილი დამცველი საბერძნეთის ეკლესიაში. ქრისტიანები წარმოადგენენ “მცირე სამწყსოს” და ასე იქნება ქვეყნის აღსასრულამდე, მაგრამ მათ ბოლომდე უნდა დაიცვან ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიწმინდე და ზნეობა!

ისინი (ქრისტიანები) უნდა იყვნენ მაგალითის მიმცემი ადამიანებისთვის! პატრიარქი ბრძანებს ხოლმე, რომ ქართველი ერი უნდა გახდეს მაგალითის მიმცემი დანარჩენი კაცობრიობისთვის, ბოლო ჟამის მოვლენებისა და საყოველთაო განდგომილების ჟამს.

განსაცდელებმა მოიცვა საბერძნეთი, რაც იქ ე.წ. “გეი პარადი” ჩატარდა.  ქუჩაში გამოსულ სოდომიტებს და გარყვნილ ხალხს  პლაკატი ეჭირათ ხელში, რომელზეც ეწერა “ეშმაკმა დაწყევლოს ელადა” – ეს სრულებითაც არ არის შემთხვევითი!  სოდომური აღლუმები რიტუალური დატვირთვის მატარებელია, მისტიური მნიშვნელობით ის წარმოადგენს ეშმაკის მოხმობას და ღმერთთან დაპირისპირებას, ერისა და ქვეყნის მადლისგან განძარცვას, რათა იქ დემონურმა ძალამ იმოქმედოს!

სოდომური ცოდვის შესახებ საუბრისას, ეკლესიის დიდი მამა, წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს: “მათ (სოდომ-გომორელებმა) ბუნებრივი კანონები გააუკუღმართეს, უცნაური და უკანონო აღრევა მოიგონეს. ამიტომაც მოაწია ღმერთმა მათზე არაჩვეულებრივი სახის სასჯელი, მათი უსჯულოების გამო თვით მიწის წიაღი განგმირა და სამუდამო ძეგლი დატოვა მომავალი თაობებისთვის, რომ მათ არ გაბედონ ამგვარი საქმეები, რათა იგივე სასჯელი არ ეწიოთ. მსურველს შეუძლია მოინახულოს ეს ადგილები და იხილოს ის მიწა, რომელიც, ასე ვთქვათ, ღაღადებს და საკუთარ თავზე გამოაჩენს სასჯელის ნაკვალევს: ამდენი წლის შემდეგ ისე აშკარად ცხადდება მასზე რისხვა (ღვთისა), თითქოს სასჯელმა გუშინ ან დღეს დილით განგმირა”.

წმ. გრიგოლ დიდი ბრძანებს: “დაბადების წიგნის მოწმობიდან ვიცით, რომ „უფალმან აწვიმა სოდომსა და გომორსა ზედა წუნწუბაჲ (გოგირდი) და ცეცხლი“ (დაბ. 19,24), რათა ამ ქალაქების მაცხოვრებლები ცეცხლსაც დაეწვა და გოგირდის სუნსაც დაეტანჯა. ისინი უსჯულო სიყვარულით იწვოდნენ ხრწნადი სხეულის მიმართ და ამიტომაც დაიღუპნენ ცეცხლისა და სიმყრალისაგან, რათა თავიანთ სასჯელში შეეცნოთ, რომ მარადიულ ტანჯვას თავიანთი ვნებების სიმყრალით ტკბობის გამო მიეცემიან”.

ჩვენი დროის ღირსი მოღვაწე არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) წერს: “ცოდვა მხოლოდ ადამიანის პირადი საქმე როდია, როგორც ამას ზოგიერთები ჩაგვაგონებენ. იგი უხილავად ვრცელდება, რაღაც შავ წრეში აქცევს კაცს და ამძიმებს მასთან ურთიერთობაში მყოფი ადამიანების სულიერ მდგომარეობას. შენიშნულია, რომ კაცის განცდებზე მცენარეებიც კი რეაგირებენ, როკ-მუსიკისა და მძიმე მეტალის სატანური ბგერები დამღუპველად მოქმედებენ ცოცხალ არსებებზე – თითქოს მომაკვდინებელ რადიაციას ასხივებენ, და პირიქით: ტაძრებისა და მონასტრების მახლობლად დარგული ხეების ნაყოფი განსაკუთრებით გემრიელია, იმ წყაროებს კი, წმინდა ადგილებში რომ მოედინებიან, მაკურნებელი ძალა აქვთ. როცა ადამიანთან ვურთიერთობთ, მისი ენერგიის უხილავ ველში შევდივართ. ამიტომაა, რომ ზოგიერთთან საუბარი ძალას გვმატებს, თითქოს სულსა და ხორცს განაახლებს, სხვებთან ურთიერთობა კი გვთრგუნავს და გვაცარიელებს. ადამიანის ქცევა, მისი სულიერი მდგომარეობა მის გარემოზეც აისახება. ზოგიერთი ბინა სულზე დამამშვიდებლად მოქმედებს, მის კედლებში კაცი თავს იმდენად კარგად გრძნობს, რომ იქიდან წასვლა აღარ უნდა. ზოგიერთ შენობაში კი ადამიანს განგაშის გრძნობა ეუფლება: უნდება, რომ დაუყოვნებლივ დატოვოს იქაურობა, უკანმოუხედავად გაიქცეს, თითქოს იქ მოჩვენებები სახლობდნენ ანდა ეს ადგილი რაღაც წყევლით იყოს აღბეჭდილი. ამიტომაც სოდომიტების აღლუმები, ძლევამოსილ მსვლელობებს რომ მოგაგონებთ, მისტიური მნიშვნელობით ქუჩებისა და ქალაქების რიტუალურ შებღალვად შეიძლება განვიხილოთ”. 

გულისხმა ვჰყოთ წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვები: “ყველას შეეშინდა მიწისძვრისა, მე კი შემეშინდა მიწისძვრის გამომწვევი მიზეზისა“ და თუ არ გვინდა იგივე ბედი გაიზიაროს საქართველომ, ვურთგულოთ სიტყვითა და საქმით ქრისტეს!

“ქრისტიანი მისთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებით უნდა ებრძოდეს გარყვნილებას. ის წინ უნდა აღუდგეს ადამიანების მასობრივ გარყვნას, მათ შორის სოდომელთა აღლუმებს, რომლებიც თავიანთი მარშებით ქრისტიანულ ქვეყნებში მოწამეთა სისხლით მორწყულ მიწას ბღალავენ. ქრისტიანის რელიგიური და მოქალაქეობრივი ვალია დაიცვას თავისი ოჯახი და ერი ზნეობრივი გახრწნისაგან”.- არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

გეგა ხვედელიძე
ფოტოზე: ტაძრის გუმბათი ათენში, მიწისძვრის შემდეგ

გაზიარება: