სასამართლო საქმე პატრიარქის “აღმატებულობისა” და ეკლესია-მონასტრების მშენებლობებისას არსებული შეღავათების წინააღმდეგ

საკონსტიტუციო სასამართლომ ეკლესია-ტაძრების მშენებლობისას დღგ-სგან მხოლოდ საპატრიარქოს გათავისუფლების მუხლი არაკონსტიტუციურად სცნო. “კარიბჭე” დაინტერესდა სასამართლო აქტით, რომელშიც აღწერილია ყველა დეტალი, თუ რატომ მოხდა ამ მუხლის გადახედვა და რატომ განიხილა ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ.

მომჩივანები არიან:

“საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია”,
ააიპ “საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია”,
სსიპ “ქრისტეს ეკლესია”,
სსიპ “საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია”,
ააიპ “მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი”,
სსიპ “ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია”,
ააიპ “ქართველ მუსლიმთა კავშირი”,
სსიპ “წმინდა სამების ეკლესია”.

მათ გააპროტესტეს მართლმადიდებელი ეკლესიის უპირატესობა ტაძრების მშენებლობისას დღგ-ს გადასახადებთან დაკავშირებული შეღავათების გამო და შეიტანეს სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ. მოითხოვეს, რომ პატრიარქის კურთხევით მშენებლობების დროს არსებული შეღავათები მოიხსნას.საკონსტიტუციო სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

წყარო: http://karibche.ambebi.ge/

გაზიარება: