ლიბერალიზმთან ბრძოლაში ერთადერთი სიღრმისეული ბრძოლის საშუალება მართლმადიდებლური ცხოვრების წესია

ლიბერალუზმმა თავის საწყის ეტაპზევე დაინახა ქრისტიანობაში თავისი შეურიგებელი მტერი. მან მიზნად დაისახა ყალბი თავისუფლების ქადაგება, რაც არსობრივად ადამიანის ღვთისაგან , მისი მცნებებისაგან განთავისუფლებას ნიშნავს. ლიბერალიზმი სულიერი სენია, ცოდვაა, რომელიც ჯერ შინაგანად ხრწნის ადამიანს, შემდეგ კი მის გარეგნულ უზნეო ქმედებებში გამოიხატება.

მოგვიანებით, “თავისუფალი” ცხოვრების წესის მომხრეთა რიცხვი იზრდება , ლიბერალუზმი ყალიბდება როგორც იდეოლოგია და გვევლინება როგორც პოლიტიკურ- მმართველობითი სისტემა. სწორედ ამ ეტაპზე ამჩნევს ანტილიბერალთა უმრავლესობა ამ სენს და უცხადებს მას სამართლიან ბრძოლას.

ლიბერალი გადარჩენას ადამიანის თვითსრულყოფაში ხედავს. ღმერთზე დამოკიდებულება კი ადამიანის დამცირებად მიაჩნია. სატანამ გადაწყვიტა ღვთისაგან განთავისუფლება და სულიერ სიკვდილს ეზიარა. ლიბერალი იგივე გზას იზიარებს , როდესაც ეძებს ყალბ თავისუფლებას, ყოვლისდაშვებულებას და ღვთისაგან განშორებას.

თუ ლიბერალიზმს არ განვიხილავთ სულიერ ჭრილში, მასთან ზედაპირული ბრძოლა, რაგინდ საჭირო და აუცილებელი იყოს, შესაძლოა გამოდგეს არაეფექტური და ზოგჯერ კონტრპროდუქტიულიც კი. ეს შეიძლება შევადაროთ კვამლთან ბრძოლას ნაპერწკლის არსებობის მივიწყებით, რომლისგანაც ალი აინთება.

მიუხედავად იმისა , რომ დღეს მსოფლიოში ანტილიბერალური ძალების გააქტიურება შეინიშნება და ლიბერალიზმი უკან იხევს. საბოლოო გამარჯვებაზე ლაპარაკი ნაადრევია. უნდა გვახსოვდეს, რომ ლიბერალიზმი როგორც ნიჰილისტური დოქტრინის ნაწილი მხოლოდ გარდამავალი ეტაპია, რომელიც მოგვიანებით სახეცვლილებას განიცდის. ადამიანი კი , რომელიც თავის სულიერ მდგომარეობას ვერ აკონტროლებს ადვილად შესაძლოა ცდუნდეს და ოაზისი აღქმულ ქვეყანად მიიღოს. ანუ, შესაძლოა მოიხიბლოს გარეგნული დროებითი გამარჯვებით, მაგრამ რადგანაც ცოდვით ცხოვრებას არ ემიჯნება და ყალბი თავისუფლებისადმი მიდრეკილება დარჩება , დაიწყებს კომპრომისის ძებნას და სასოწარკვეთილობაში და ნიჰილიზმში ჩავარდება.

მართლმადიდებლობა შეუთავსებელია ლიბერალიზმთან. მართლმადიდებლური სწავლება და ცხოვრების წესი ერთადერთი სიღრმისეული საშუალებაა ლიბერალიზმის წინააღმდეგ.

დავით ჯინჭარაძე

გაზიარება: