თორნიკე კივილაძის მიმართვა ლგბტ ფრაიდთან დაკავშირებით

სანამ სიტყვის წარმოთქმას დავიწყებდე, ვადიდებ უფალს და შევთხოვ მას მოგვცეს ჯანსაღი სულიერი ხედვა, სიბრძნე, მოთმინება, თანადგომისა და გულისხმიერების უნარი. ღმერთმა დაგვლოცოს და გაგვახაროს.

გამარჯობა პატივცემულო თანამემამულენო. ზოგიერთი თქვენგანი პირადად მიცნობს. პირველ რიგში, გაგეცნობით. მე თორნიკე კივილაძე ვარ, 26 წლის ახალგაზრდა ეროვნულად მოაზროვნე კაცი, პროფესიით ბრიტანეთმცოდნე და განათლების პოლიტიკის სპეციალისტი. ვარ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ვეწევი სამეცნიერო მოღვაწეობას, ვარ 3 სამეცნიერო ნაშრომისა და 1 ავტობიოგრაფიული რომანის ავტორი, გახლავართ ინგლისური ენის პედაგოგი.

დავიბადე და გავიზარდე თბილისში, აფხაზეთიდან დევნილი ქართველების ოჯახში. მშობლებმა სიყრმიდანვე შემაყვარეს მშობლიური ენა, ჩემი სამშობლოს ისტორია. შთამინერგეს, რომ როცა გავიზრდებოდი მთელი ძალები უნდა მიმემართა ღვთისა და სამშობლოს მსახურებისთვის. ასეც ვიქცევი. მამის, ბებია-ბაბუების გარდაცვალების შემდეგ პირუთვნელად ვასრულებ ამ ანდერძს. რამდენიმე თვის წინ კი, აფხაზეთის ომის ვეტერანი ბიძა – რემი კივილაძე მივაბარე საფლავს. საუბედუროდ, თაობები ისე მიდიან, რომ მტრების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფეხს ვერ ვდგამთ, ვერ ვიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა. ვერანაირი პრობლემა, მათ შორის ვერც ეკონომიკური პრობლემატიკა, ვერც თუნდაც ლგბტ პროპაგანდა და ნეოლიბერალური თავდასხმები ვერ დაიკავებს პირველ ადგილს საქართველოში. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ კუთვნილ მიწა-წყალს, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ღვთის მცნებებით დავიწყებთ ცხოვრებას, ვიქნებით მარადიული, უცვეთი ფასეულობების ერთგულნი და ვაწარმოებთ გონივრულ, ეროვნულ პოლიტიკას.

საქართველო ხარკს არ შესწირავს ეშმაკს. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, სადაც უფლის კვართი და სხვა დიდი სიწმინდეებია დავანებული. როგორც დიდი წმინდა მამები ამბობენ, ჩვენ საზეპურო ერი ვართ, რომელმაც განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულოს ქრისტიანობის დაცვაში. მიმდინარეობს ომი ქრისტიანობის წინააღმდეგ, როგორც ეს წინა ეპოქებში ხდებოდა. ეკლესიაში საათის ისრები გაჩერებულია: ის რაც ჭეშმარიტი იყო გუშინ, ჭეშმარიტია დღესაც და ხვალაც, ისტორია მეორდება, ჩვენი წინაპრების მსგავსად თავმდაბლად, გონივრულად, შესაშური ერთგულებით უნდა ვიბრძოლოთ რწმენისა და სამშობლოს დასაცავად.

დიდი გერმანელი იურისტი გუსტავ რადბრუხი წერდა: როცა არჩევანი დადგება სამართლიანობასა და სამართლებრივ უსაფრთხოებას შორის, არჩევანი სამართლებრივ უსაფრთხოებაზე, ე.ი დაწერილი, მოქმედი კანონების დაცვაზე უნდა შევაჩეროთო. რადბრუხს არ ეთანხმებოდა მრავალი მოაზროვნე და მაგალითად მოჰყავდა ნაცისტური გერმანია, სადაც ზედმიწევნით იცავდნენ ავტოკრატული რეჟიმის მიერ შექმნილ კანონებს, მაგრამ ზურგს აქცევდნენ სამართლიანობას.

ქრისტიანობისა და ქართული სახელმწიფოებრიობის მტრები დღეს გამოდიან და ამბობენ, პატივი კონსტიტუციას უნდა ვცეთო. ეროვნულად მოაზროვნე ქართველები და ცხადია, ქართველში მხოლოდ ეთნიკურად ქართველი არ იგულისხმება, არამედ ამ ქვეყნის ყოველი მოქალაქე, პატივს სცემენ საღვთო კანონებს, საღვთო მცნებებს, მარადიულ ფასეულობებს და რისი მაქნისია კონსტიტუცია, რა ღირებულება გააჩნია მას, თუკი ის არ ეფუძნება სამართლიანობას, ღვთისნიერებას, ჰუმანიზმს, პატრიოტიზმის იდეას და საზრდოობს არანორმალური, დამცინავი, ცინიკური ორიენტირებით, რომელიც პირდაპირ ძირს უთხრის რწმენას, სახელმწიფოებრიობას, ადამიანს. მამა პაისი ათონელი ამბობდა, რომ როცა ხელისუფალი მიდის ღვთის კანონების წინააღმდეგ, სასჯელი მოიწევა მთელ ერზე. ეკლესიაში ჩვენ ვლოცულობთ მთავრობისა და მხედრობისათვის. ერთ მშვენიერ დღეს ეს ლოცვა შეწყდება, როცა ხელისუფალი ღვთის მცნებებსა და ხალხის შეგონებას უარყოფს, არ მოუსმენს არც ღვთის, არც ხალხის ხმას. სამწუხაროდ, ეს დრო მოახლოვდა.

საუკუნის მეოთხედზე მეტი გავიდა, რაც ეროვნული ხელისუფლება დაგვიმხეს, სათავეში ანტიეროვნული, ანტიქრისტიანული ძალები დაგვისვეს. წერტილი უნდა დავუსვათ მარიონეტების მმართველობას, ავიღოთ ჩვენი წილი ჯვარი და გადავარჩინოთ სამშობლო. მამა გაბრიელი ამბობდა, რომ საქართველო მაშინ დადგება ფეხზე, როცა ის სიმართლეს დაიცავს. ღირსი აღმსარებელი და სალოსი მამა გაბრიელი გვასწავლიდა: როგორი ჩიტებიც ვართ, ისეთ გალიებში ვსხედვაროთ. ყურად უნდა ვიღოთ მისი სწავლება და წმინდა მამა მხოლოდ მაშინ არ უნდა გაგვახსენდეს, როცა პირადი სურვილების ასასრულებლად მის საფლავზე მივალთ სალოცავად.

წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი დიდგორის ბრძოლის წინ ქართულ მხედრობას მოუწოდებდა გაერთიანებისკენ, რამეთუ გაერთიანებული ძალებით არათუ ეშმაკის მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკის ლეგიონებსაც გაანადგურებდნენ. დღეს არნახულად მძიმე მდგომარეობაა საქართველოში, უნდა გავერთიანდეთ ღვთის მცნებებისა და ეროვნული იდეის გარშემო, რათა უფსკრულის პირას არ მივიდეთ და არ ვიწვნიოთ მორიგი სასჯელი ღვთისგან.

ქრისტიანული ფილოსოფია გვასწავლის: გიყვარდეს ცოდვილი და გძულდეს ცოდვა. ჩვენ გვიყვარს მოყვასი, ვზრუნავთ მასზე. თითოეული ადამიანი ძვირფასია ჩვენთვის, მაგრამ მიუღებელია ცოდვა, გახწრნილი ცხოვრების წესი. ლგბტ თემის ლობისტებმა უნდა იცოდნენ, რომ ვერასდროს მიაღწევენ მიზანს, საქართველოში ქედს არ მოიხრიან ანტიქრისტესეული იდეოლოგიის წინაშე. ეს მეტაპოლიტიკური, ზეაღმატებული საკითხია, რომელიც ერს გააერთიანებს არა კონკრეტულ ფიგურათა, არამედ იდეის გარშემო. ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ. გილოცავთ, მეგობრებო, როგორც წმინდა ნიკოლოზ სერბი ამბობდა, ნუ გეშინიათ, თქვენ უკვე გამარჯვებულ ომში ხართ ჩაბმული. უფალი აუცილებლად შეიწირავს ჩვენს მცდელობას დავიცვათ მისი მცნებები და რიგით ჯარისკაცად დავდგეთ რწმენისა და ქვეყნის სადარაჯოზე.

ჩემი ღრმა რწმენით, ცალკეული ორმოების ამოვსებით ანტიქრისტიანულ, ანტიეროვნულ ძალებს ვერ დავამარცხებთ. საჭიროა გაერთიანება, დარაზმვა ქრისტიანული რწმენისა და ეროვნული იდეის დაცვისათვის. მძლავრმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა გაერთიანებამ უნდა დაამარცხოს მტრული ძალები და აჩვენოს მსოფლიოს, რომ ქართული სული უტეხია, ერი ქედუდრეკელი.

მივმართავ მათ, ვინც თავს ეროვნულად მოაზროვნედ მიიჩნევს. დაპირისპირების, შუღლის, ქიშპის დრო დამთავრდა. მამული, ენა და სარწმუნოებაა დასაცავი. გთავაზობთ კონკრეტულ გეგმას: დავივიწყოთ წყენა, გავერთიანდეთ ამ მარადიული პარადიგმის ირგვლივ და მოვიგოთ მოახლოვებული არჩევნები.

ერის დიდი ნაწილი აღარ დადის არჩევნებზე, ელოდება ე.წ ,,მესამე ძალას’’. არანაირი მესამე ძალა, ხალხო, ეს მცდარი ტერმინია. ხალხი ელოდება ,,ნამდვილად ძალას’’, რომელიც ქვეყანას ჭაობიდან ამოიყვანს და ამ ნამდვილი ძალის შექმნა უნდა დავიწყოთ, რომელიც იხელმძღვანელებს პრინციპით: ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის.

არჩევნების მოგება წარმოუდგენელია სამართლიანი საარჩევნო სისტემის გარეშე. სასწრაფოდ უნდა შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს და დაადგენს სამართლიან საარჩევნო კოდექსს, უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას სამართლიანი არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დიდ საქმეში. იმ შემთხვევაში თუ მოქმედი ხელისუფლება არ მიიღებს სამართლიან, ღირსეულ სისტემას, ის მიიღებს საყოველთაო დაუმორჩილებლობას, რადგან ხალხი და ჩვენი მომავალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა არ მიიღებს მონაწილეობას უსამართლო არჩევნებში.

აღნიშნული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა უნდა დაკომპლექტდეს ღვთისმოშიში, კომპეტენტური კადრებით. მოძრაობა არ უნდა დაფინანსდეს რომელიმე ზესახელმწიფოს ან გავლენიანი ბიზნესმენის მიერ, არამედ მას დააფინანსებს სრულიად ქართული საზოგადოება, ემიგრანტები და საქართველოში მყოფი ქართველები.

კომუნისტები, ფაშისტები, ახლა კი, ნეოლიბერალები ამბობენ, რომ სიამაყე მათი მთავარი იარაღია. ე.წ ლგბტ ,,პრაიდი’’, სწორედ, ამ სიამაყის, თავგასულობის, ფსევდოღირსების დემონსტრირებას ისახავს მიზნად. ,,Pride’’ ერთ-ერთი ძირითადი სემანტიკური მნიშვნელობით სიამაყეს ნიშნავს. ჩვენ არ მივცემთ მათ უფლებას წაგვიბილწონ ქვეყანა, ამაყად იარონ ქუჩებში და ურცხვად გასწიონ თავიანთი ბინძური ცხოვრების წესის პროპაგანდა.

მოვუწოდებ ყველა ღირსეულ სასულიერო პირს შემოუერთდეს მრევლთან ერთად სოდომური ცოდვის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას. მოვუწოდებ ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ გულდამწვარ ემიგრანტებს გაერთიანებისკენ.

თქვენ კი, ეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკოსებო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ძველი წყენის დავიწყებას და გაერთიანებას. საჯაროდ ვაცხადებ, შედგება თუ არა პოლიტიკური გაერთიანება, ამას არ აქვს მნიშვნელობა პირადად ჩემთვის, რადგან მე ბოლომდე ვიბრძოლებ და მოვახდენ ხალხის კონსოლიდაციას. ვერც ჩემი დაპატიმრებით, ვერც ფიზიკური ანგარიშსწორებით, ვერც შუბლში ტყვიის დახლით ვერ გამაჩერებენ. მე მზად ვარ თავი შევწირო ქრისტეს და საქართველოს. ჩემი სიცოცხლე, ჩემი ყოფა მიჩუქნია იმედგაცრუებული ქართველი ხალხისთვის.

ხალხს უჩნდება კითხვები საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებთან დაკავშირებით. საბედნიეროდ, ევროპაში გაძლიერდა კონსერვატიული ძალები, შეერთებული შტატების სათავეში მოვიდა პრეზიდენტი, რომელმაც განაცხადა, რომ დაიცავს ქრისტიანულ ფასეულობებს, ლგბტ პირების მიმართ იმოქმედებს სამართლიანად, არ ჩაქოლავს, მაგრამ არ ამავდროულად არ მისცემს მათ საშუალებას ბავშვების შვილად აყვანისა და დაქორწინებისთვის.

საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს ხელსაყრელი ვითარება. ჩვენ აუცილებლად პირადად შევხვდებით ევროპული კონსერვატიული ძალების ლიდერებსა და ,,თეთრი სახლის’’ წარმომადგენლებს და ავუხსნით ჩვენს პოზიციას.

ქართული, დამოუკიდებელი მოძრაობა ვერასდროს იქნება პრო-იმპერიალისტური, ამ შემთხვევაში პრო-რუსული. რუსებთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისას მკაფიოდ დავაყენებთ ჩვენს ინტერესებსა და მოთხოვნებს: საქართველო არის ერთიანი, სუვერენული სახელმწიფო, დაუშვებელია მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა.

ბატონებო და ქალბატონებო, პატივცემულო თანამემამულენო, ჩვენ მოგვიგონებენ ათასგვარ ჭორს, მოგვაკერებენ მრავალ საშინელ იარლიყს, თითქოს ვართ პრო-რუსები, ფაშისტები, კანიბალები, მაგრამ ცხადია, ეს სასაცილოდაც კი არ გვეყოფა. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ,,რაღაა იგი სინათლე, რასაც ახლავს ბნელია’’. ,,ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია’’.

მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის. ღმერთი აუცილებლად შეგვეწევა, თუ წმინდა გულით, თავმდაბლად, გონივრულად ვიბრძოლებთ.

გაზიარება: