“საბერძნეთი მალე მუსლიმანური ქვეყანა გახდება!” – ათონის მონასტრის წინამძღვრის საგანგებო განცხადება

ათონის მონასტრის წინამძღვარმა მკაცრად გააკრიტიკა საბერძნეთის ხელისუფლების საიმიგრაციო პოლიტიკა. არქიმანდრიტ გრიგორიოსმა შემდეგი სახის განცხადება გააკეთა:

„ჩვენი წინაპრები 600 წელზე მეტ ხანს იბრძოდნენ საბერძნეთის ისლამიზაციის წინააღმდეგ, ახლა კი საბერძნეთში უფრო მეტი მუსლიმანია, ვიდრე მართლმადიდებელი ქრისტიანი.

უძველესი დროიდან ღმერთმა გაყო ერები და მისცა მათ საკუთარი მიწა. მე არ მივდივარ მათი სამშობლოსთვის საბრძოლველად, თუმცა არც ისინი მინდა ვნახო ჩემს ქვეყანაში. ეს შოვინიზმი არ არის. ხელისუფლებამ აკრძალა ზარები, რადგან ისინი ძალიან ხმაურიანია, მაშინ, როცა მუეძინი დღეში სამჯერ ხმამაღლა გაჰყვირის, განა ეს არ არის შემაწუხებელი?  მუსლიმანებს სძულთ ჩვენი რწმენა, ჩვენი ჯვარი, ქრისტე და ღვთისმშობელი.

სამწუხაროდ, როდესაც ჩვენი ეპისკოპოსი ლტოლვილთა კარვებს მიუახლოვდა, მან მოიხსნა ჯვარი, რათა არ გაეღიზიანებინა ისინი.

თანდათანობით მუსლუმანი ლტოლვილები კარვებიდან სასტუმროებსა და სახლებში ინაცვლებენ, ისევ ბერძნების დახმარებით. ისინი, ვინც პასუხისმგებელია ამ საკითხზე და შემოჰყავს უამრავი იმიგრანტი, ნუთუ ვერ ხედავს ამდენ უსახლკარო და გაუბედურებულ საბერძნეთის მოქალაქეს?!

თავის ისტორიულ გზაზე საბერძნეთს ორი მტერი შეხვდა: ისლამიზმი და პაპიზმი. მათ დღეს ძალები გააერთიანეს ქვეყნის გასანადგურებლად. ჩვენმა წინაპრებმა დაწვეს და მოსპეს ისინი და ახლა გგონიათ, რომ კარგად მოგვექცევიან? მით უმეტეს, რომ ჩვენ მათ ჩვენს ქვეყანაში ვუშვებთ.

საბერძნეთი გახდა ადგილი, რომელსაც ნებისმიერი ათეისტი და ანარქისტი აფარებს თავს. სამწუხაროდ, წმინდანთა ქვეყანას უსაფუარო პური და ყურანი შერჩება ხელში“, – აცხადებს არქიმანდრიტი გრიგორიოსი.

გაზიარება: