ლევან ჩაჩუა: მსგავსი პრაგმატიზმის გამო ჩნდება უნდობლობა და მცირდება მრევლის რაოდენობა ეკლესიებში

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო განვითარებულ ხმაურიან მოვლენებსგანსაკუთრებით იმ სამოქალაქო აქტივობასრომელიც ქართველ საზოგადოებაშიაზერბაიჯანული მხარის მიერ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით გზის თვითნებურ გაყვანასმოჰყვა, “ლიბერალური მედია” მძლავრი პროპაგანდით უპირისპირდება.

“ტაბულა”, “რადიო თავისუფლება”, ტელევიზიები თუ უცხოეთიდან დაფინანსებული სხვა მსგავსი საინფორმაციო საშუალებები, რომლებსაც მხოლოდ რუსულ ოკუპაციაზე ემართებათ “ისტერიკა”, ამჯერად მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ არაკეთილმეზობლურ ქმედებებს (რბილად რომ ვთქვათ) მშვიდად აშუქებენ. მეტიც, ზოგიერთი მათგანი, ეს დღეებია, ამტკიცებს, რომ სადავო ტერიტორია, რომელზეც უძველესი ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რეალურად აზერბაიჯანს ეკუთვნის. მათი მტკიცებით, ამით არც ისტორიული სამართლიანობა ირღვევა და არც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის იურიდიული ჩარჩოები (თუმცა “ექსპერტებისა” თუ ვაიჟურნალისტების ერთ ნაწილს არც ის ავიწყდება, რომ თითი რუსეთისკენ გაიშვიროს და, როგორც სჩვევიათ ხოლმე, ყველაფერი ცუდი ამ პროცესის გარშემო “ბნელ” საბჭოთა წარსულს დააბრალონ…). ამ ანტიქართულ “ლიბერალურ” დუჟისნთხევას თუ დავუჯერებთ, დავითგარეჯა საქართველო არ არის და არ შეიძლება, მასზე ქართველებს პრეტენზია გვქონდეს. პროტესტსა და სამოქალაქო აქტივობას რაც შეეხება, ეს ყველაფერი თურმე ისევ და ისევ რუსული ნარატივის გაგრძელებაა, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს აზიანებს…

რა ძალები დგას დღეს რეალურად ამ პროპაგანდის უკან და უნდა არსებობდეს თუ არა ქვეყანაში სამართლებრივი რეგულაციები მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების აღსაკვეთად?

“საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება პარტია “ქართული იდეის” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა.

ბატონო ლევანეს დღეებია, “ლიბერალური” პროპაგანდა ამტკიცებსრომ დავითგარეჯააზერბაიჯანის ტერიტორიაა და აზერბაიჯანელთა უფლებააამ ტერიტორიაზე რა სამუშაოებსჩაატარებენმეტიცმიდის პროპაგანდარომ ჩვენი მხრიდან ამ პროცესის გაპროტესტებარუსული ნარატივის გაგრძელებაარა ძალები დგას ამ ყველაფრის უკანრატომ იქცევა ასელიბერალური” მედია?

_ ჩვენი ძირითადი მედიასაშუალებები ემსახურებიან ე.წ. ლიბერალურ ინტერნაციონალს, მათთვის არ არსებობს ეროვნული ინტერესები, არაფერს არ ნიშნავს სიწმინდე, კულტურული მემკვიდრეობა, ეროვნული ფასეულობა და ა.შ. ლიბერალები რეალურად არასდროს არ ებრძვიან ოკუპაციას. ეს ის ხალხია, რომელიც ქართული სულიერების დაცვაზე დებს თავს და თან გაშიშვლებული უკანალის ქნევით უნდათ პროტესტის გამოხატვა, თუ კი საერთოდ იციან, რა არის პროტესტი და თუ საერთოდ, აქვთ პროტესტის ან, გნებავთ, პირადი ღირსების გრძნობა. შეუძლებელია ქვეყნის ტერიტორიულ დაქუცმაცებას ეწინააღმდეგებოდეს ძალა, რომლისთვისაც უცხოა ჩვენი ქვეყნისა და ერის ტრადიციები, მისი სულიერება და ცნობიერება. შეუძლებელია, კაცი ერთი ხელით იცავდეს საკუთარ მიწას და მეორე ხელით ებრძოდეს მის სიწმინდეს, მის ისტორიას. თუმცა ამ ძალებისთვისაც არსებობს გარკვეული “ფასეულობები” და მათ გამო ისინი მზად არიან, ყველაფერზე წავიდნენ. ძირითადად, ეს არის ორი რამ: ფული და ძალაუფლება. მორჩა, ამის იქით მათთვის ღირებული არაფერია, მათ შორის არც სამშობლოს მიწა-წყალი, არც კულტურა, მეცნიერება, ხელოვნება, ლიტერატურა და ა.შ. აი, ეს არის ჩვენი გულსაკლავი რეალობა _ ვიღაც იღებს ფულს და მიზანმიმართული ქმედებებით უთხრის ძირს ქვეყნის საფუძველს, ვიღაც კი რიგში დგას, რომ იუდა ჩაანაცვლოს…

კი მაგრამამ კონკრეტულ საკითხთან ფულის აღება რა შუაშია?

არსებობს საფუძვლიანი ეჭვირომ გარკვეული ძალები წინა და დღევანდელიხელისუფლებების უმაღლეს ეშელონებში გარიგებულნი არიან აზერბაიჯანისხელისუფლებასთან და მისგან სერიოზულ ფინანსურ სარგებელს იღებენთუმცა ესსამწუხაროდარ ეხება მხოლოდ ხელისუფლებასროგორც ჩანსსოლიდურ სარგებელსნახულობენ სხვა ინსტიტუტებშიც სხვათა შორის, ჯერ კიდევ სააკაშვილის პერიოდში ხდებოდა მსგავსი გარიგებები და რომ იძახიან, ნაციონალებმაც ვერ მოაგვარეს საზღვრის დელიმიტაციის საკითხიო, ამიტომაც ვერ და არ მოაგვარეს… ბუნებრივი აირისა და საწვავის ტარიფზე გარიგებისთვის ყველაფერზე მიდიოდნენ, ეს პოლიტიკური სამართალმემკვიდრეობა გადაიბარა “ქართულმა ოცნებამ” და მათაც “კოჰაბიტირებულად” განაგრძეს. შედეგად, მეგობრადდა სტრატეგიულ პარტნიორად წარმოჩენილი სახელმწიფო ნელნელა გვართმევს 6 ათასიწამებული ბერის სისხლით გაპოხილ მიწასხელისუფლება კი გატრუნულია და ხმას ვერიღებსრომ არა დიდი საზოგადოებრივი პროტესტი და მღელვარებაესენი ხმის ამოუღებლადდაუთმობდნენ აზერბაიჯანს დავითგარეჯის წმინდა ადგილებს

ამბობენრომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ საბჭოთადროიდან მოხვდა აზერბაიჯანის საზღვრებში.

_ დავითგარეჯის არქიმანდრიტს, მამა კირიონს, ყველანაირი დოკუმენტი და მტკიცებულება აქვს იმისა, რომ ეს მასე არ არის და რომ საქმე გვაქვს დიდ ღალატთან. მოვა დრო და ყველაფერი გამოაშკარავდება… ან კიდევ, რომ გაიძახიან: ეს მონასტრები ალბანური კულტურის მემკვიდრეობაა და საქართველოს არ შეიძლება ეკუთვნოდესო, საინტერესოა, რომელ დოკუმენტებსა და წყაროებზე დაყრდნობით აკეთებენ ამ განცხადებებს აზერბაიჯანში?! ამას წინათ “ქართული იდეის” ვებგვერდზე გამოვაქვეყნეთ ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ არიან აზერბაიჯანელი მეცნიერები შესული გარეჯის ერთ-ერთ მონასტერში (თუ არ ვცდები, ბერთუბანია) და ქართულწარწერებიანი ფრესკების ფონზე აცხადებენ: ეს ალბანური, ჩვენი ისტორიული წინაპრების კულტურის ძეგლიაო. ჯერ ერთი, ალბანეთი იყო მართლმადიდებელიქვეყანაავტოკეფალიური ეკლესიითავთენტური ენითა და დამწერლობითდიდიქრისტიანული კულტურითრაც ნიშნავს იმასრომ შეუძლებელია აზერბაიჯანირომელიცარასოდეს არ ყოფილა ქრისტიანული ქვეყანამისი სამართალმემკვიდრემითუმეტესსულიერი მემკვიდრე იყოსრით დასტურდებარომ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექიალბანურია?! თუნდაც ერთი წყარო გვაჩვენონერთი დოკუმენტირომელიც ამ ყველაფერსდაადასტურებსთუმცარა თქმა უნდათვითონაც იციანრომ დღევანდელ აზერბაიჯანელებსარანაირი მემკვიდრეობაკულტურა და ისტორია კავკასიელ ალბანელებთან არ აკავშირებთ.დავუბრუნდეთ ისევ იმ “ლიბერალურ” პროპაგანდას, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად გვმოძღვრავს, რომ აზერბაიჯანი მართალია და ის სადავო ტერიტორიები საქართველოს არ ეკუთვნის. საინტერესო არის ის, რომ ამ პროპაგანდას ეწევიან ადამიანები, რომლებსაც პირზე აკერიათ სიტყვა ოკუპანტი. ერთი მხრივ, თითქოს ოკუპაციას აპროტესტებენ და სამშობლოზე გული შესტკივათ, მეორე მხრივ, მზად არიან, ლანგრით მიართვან აზერბაიჯანს საქართველოს ძირძველი მიწა. სხვათა შორის, ამ დღეებში ეს პროპაგანდა ზოგიერთი ვაიექსპერტის პირით “ამშვიდებდა” მოსახლეობას, რომ თურმე დავითგარეჯას მთლიანად კი არ გვედავებიან, არამედ საუბარია სულ რაღაც სამ მონასტერზე. გეგონება, ის სამი მონასტერი არაფერს არ ნიშნავდეს და გინდ გვქონია, გინდ არა (უნებლიეთ გამახსენდა 2008 წლის ომის შედეგებზე სააკაშვილის “ფრთიანი ფრაზა”: სულ ოციოდე სოფელი დავკარგეთ, დიდი ამბავიო…). საზოგადოდ, ეს არის მათი პატრიოტიზმი და ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელიც თავიდან ბოლომდე აგებულია ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ მიდგომებზე. თანაც ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ _ რუსეთის მიერ საზღვრის გადმოწევის, _ რაცრა თქმა უნდადასაგმობია, _ ყოველშემთხვევას სახელმწიფოსა და მედიის მყისიერი განგაში ახლავსხოლოთუ აზერბაიჯანმატერიტორიასთან ერთად ქრისტიანული სიწმინდეებიც მიითვისაეს არაფერია _ თურმესაბჭოეთის პერიოდიდან ეკუთვნოდა

ისეამ დღეებში ზოგიერთმა სასულიერო პირმაც საკმაოდ უცნაური განცხადებები გააკეთამაგალითადერთერთმარომლის ვინაობასაც ჯერჯერობით შეგნებულად არ დავასახელებგანაცხადარომ საქართველოს არ შეუძლია აზერბაიჯანთან ომის დაწყებარადგანაზერბაიჯანის თავდაცვის ბიუჯეტი საქართველოს მთლიან ბიუჯეტს აღემატებაო და .რააზრის ხართ საკითხისადმი ასეთ მიდგომაზე?

_ ჯერ ერთი, შეიარაღებული დაპირისპირების თემა ასე მარტივი სასაუბროა?! მეორეც, ბიუჯეტითა და ჯარის რაოდენობით აპელირება, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ბოლო ჟამს გამეფებულ უხეშ პრაგმატიზმზე, ამ შემთხვევაში, საერთოდ უადგილოა. ჩვენი ღირსეული წინაპრების მსგავსად რომ ეფიქრათ და ემოქმედათ, დღეს არც ერთი მოწამე, აღმსარებელი და მამულისთვის თავდადებული გმირი არ გვეყოლებოდა. რას ჰქვია, ვიღაც უფრო მდიდარი და მრავალრიცხოვანია?! როდის იყო, საქართველოს ღარიბი და მცირერიცხოვანი ქვეყნები ესხმოდნენ თავს და იპყრობდნენ?!.. მაშინ რატომ ვცემთ პატივს მარაბდის, კრწანისისა და სხვა მრავალი ბრძოლის გმირებს?! რა, მათ დიპლომატია არ ჰყოფნიდათ თუ ბიუჯეტსა და ჯარის რაოდენობას ვერ საზღვრავდნენ?!

ამ რიტორიკის უკან რაიმე დაინტერესება დგას თუ გაუაზრებელი ქმედებაა?

_ ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც საქმე ეხება მოწამე ბერების სისხლით მორწყული მიწის შენარჩუნებას, აქ ბუნებრივი აირისა და საწვავის გამო (მითუმეტეს, როცა საქართველოსაც აქვს ძლიერი ზემოქმედების ბერკეტები) კომპრომისზე წასვლა ღალატია ჩვენი წმინდა წინაპრების მიერ არჩეული გზისა. ასე რომ, ვიღაცას შეგნებულად შეჰყავს შეცდომაში საზოგადოება თუ შეუგნებლად, შედეგის თვალსაზრისით ასე “დამოძღვრილი” ხალხი ვერც ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბდება და ვერც მრევლად დარაც ყველაზესავალალოასწორედ ასეთი უხეში პრაგმატიზმისა და არაგულწრფელი დამოკიდებულებისგამო ჩნდება უნდობლობა (განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდებშიდა მცირდება ხალხისრაოდენობა ეკლესიებშიდღეს ეს არის უწინარესად მოსაგვარებელი პრობლემა.

რაც შეეხება ლიბერალური მედიისა და მარიონეტი ხელისუფლების გაუმაძღრობას, ქართველი ერი ყველაფერს ხედავს და ყველას იმახსოვრებს. ლიბერალური ინტერნაციონალი უკვე ღაფავს სულს, ასე რომ, ამათი დღეებიც დათვლილია. მალე დადგება დრო, როცა ყველა აგებს პასუხს, ყველა! მანამდე კი ქართველ მამულიშვილთა ერთობა და მორწმუნე საზოგადოების უდიდესი ძალისხმევაა საჭირო, რაც შეიძლება ნაკლები ზარალი რომ მიადგეს ჩვენი ეკლესიის ავტორიტეტსა და სამშობლოს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია
http://geworld.ge/

გაზიარება: