თუ ეს სიბილწე დავუშვით, საქართველო ზნეობრივად, მორალურად დაეცემა, წელში გადატყდება!

როცა რომელიმე ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში გეი-აღლუმი ეწყობა, ამით საზოგადოების მიმართ კეთდება ერთგვარი გზავნილი, რომ პროცესებს ჰომოსექსუალები და ლესბოსელები მართავენ. ასეთი აღლუმები ერთგვარი სატანისტური რიტუალია. რა თქმა უნდა, მას პროპაგანდისტული დანიშნულებაც აქვს. ათეისტებისთვის ის უზნეობის კულტივაციაა, მორწმუნეებისთვის კი ქვეყნის სულიერ-ზნეობრივი საფუძვლების რყევის მცდელობა. ერთ ბილწ ნაბიჯს სხვა მოსდევს და ა.შ.

ამგვარი პრაიდები უწყინარი არ არის. ეს ანგრევს ნორმალურ ცხოვრებას და ამრავლებს სიბილწეს. ამის დასამტკიცებლად სხვა ქვეყნების მაგალითებს მოვიყვან. თანამედროვე შვედების წინაპრები-ვიკინგები უბადლო სიმამაცის მქონე განთქმული მეომრები იყვნენ და საკუთარი ტრადიციებითაც გამოირჩეოდნენ. მაგრამ, შვედები ისე გამოატოლერანტეს, რომ ამ ქვეყნის ახლანდელი პრემიერ-მინისტრი სამღვდელობას დაემუქრა. მან თქვა, რომ პასუხისგებაში მეცემა ყველა მღვდელმსახური, რომელიც უარს იტყვის ჯვარი დაწეროს ერთნაირსქესიან წყვილებს.

ახლა გამოვიდეთ მართლმადიდებელ სერბეთში, სადაც საქართველოს მსგავსად, ქრისტიანობისთვის ბევრი წამებულია. ამ საკითხებში სერბები ყოველთვის სიმკაცრეს და შეუპოვრობას იჩენდნენ. ორიოდე წლის წინ, კი მათ დაუშვეს ბელგრადში გეი-აღლუმის ჩატარება და რამდენიმე თვეში სერბებს პრემიერ-მინისტრად ღია ლესბოსელი დაუნიშნეს.

დიდი საფრთხე გვემუქრება. თუ ეს სიბილწე დავუშვით, საქართველო ზნეობრივად, მორალურად დაეცემა, წელში გადატყდება.

ლგბტ-პირები საქართველოში არ იდევნებიან. ისინი წარმოდგენილნი არიან შოუბიზნესშიც, ჟურნალისტიკაშიც, ხელისუფლებაშიც და ამ კატეგორიას არავინ ჩაგრავს, პირიქით, ანტიდისკრიმინაციული კანონით ისინი პრივილეგირებულ სიტუაციაშიც კი ჩააყენა ,,ოცნების” ხელისუფლებამ. ჩვენთვის ეს მიუღებელია, რადგნ მიგვაჩნია, რომ ამით მწვანე აუნთეს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას.

ლევან ჩაჩუა

გაზიარება: