თუ ასე გაგრძელდება, ქართველთა ნასოფლარებზე მალე ირანული და ინდური დასახლებები აღმოცენდება

გასული საუკუნის 80-იან წლებშიკომუნისტების ზეობის ხანაშიიყო ასეთი ლოზუნგი: “მთას დავუბრუნოთ მთიელი”. იმ ეპოქაშიროცა თურმე ჩვენს გადაშენებას ცდილობდნენრათა საქართველო გამქრალიყოკომუნისტები შეაშფოთა იმანრომ მთა მოსახლეობისგანიცლებოდა და უკაცრიელდებოდამოგეხსენებათთუ საქართველოს ბარში მრავალი ეთნოსიცხოვრობსმთაში ასე არ არის _ მხოლოდ ქართველებითაა დასახლებული თუშფშავხევსურეთირაჭასვანეთირა გამოდისპირსისხლიანი კომუნისტები ქართველებზეზრუნავდნენ თურმეკომუნიზმის დანგრევის შემდეგ კი ეს გეგმა საბოლოოდ ჩავარდა დასოფლები ნასოფლარებად იქცა.

სოფლებში, სადაც 200-250 კომლი ცხოვრობდა, ახლა, საუბედუროდ, 2-3 ოჯახია შემორჩენილი და ისიც მოხუცები. მათი გარდაცვალების შემდეგ კი, ის სოფლებიც ნასოფლარებად იქცევა, და ის ორიოდე ნათურაც, რომელიც იმედის სხივად კიაფობს, საბოლოოდ ჩაქრება.

სხვათა შორის, რაჭა-ლეჩხუმში, გაუკაცრიელებულ და გატყიურებულ სოფლებში მდგარი ძველებური ხის ოდები 3-4 ათასად იყიდება და, ძირითადად, აზიელები ყიდულობენ, აქაოდა, ამ მხარეში კარგი ხილი მოდის და ეკოლოგიურად სუფთააო. ის ადამიანები კი, რომლებსაც მამაპაპისეული ადგილისკენ, რამდენიმე წელია, არ გაუხედავთ, 3-4 ათასზე მარტივად თანხმდებიან და ამ ფასად დედაქალაქში… ან ქირას იხდიან, ან ახალ ტანსაცმელს ყიდულობენ, ან…

ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით, რომ რეგიონების მიხედვით, 2017 წლის პირველი ექვსი თვის დემოგრაფიული სტატისტიკა უნდა გაგაცნოთ. 2018 წლის სტატისტიკა ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა ვეჭვობთ, 2017 წელთან შედარებით, უარესი თუ არა, უკეთესი ნამდვილად არ იქნება.

2017 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს დედაქალაქში 25 543 ბავშვი დაიბადა. ეს არის ცოცხლად დაბადებული ბავშვების სტატისტიკა. იმავე წელს თბილისში 25 954 ადამიანიგარდაიცვალა, ანუ დედაქალაქში, სადაც ვითომ ყველა პირობა გვაქვს არსებობისთვის, მოკვდავობამ შობადობას 400-ზე მეტით გადააჭარბა. და კიდევ ვიმეორებთ: ეს _ დედაქალაქში, ანუ იქ, სადაც ყველა ცდილობს, ჩამოვიდეს, იცხოვროს, ბედს ეწიოს…

აღნიშნულ სტატისტიკაში არ არის აფხაზეთის მონაცემები, თუმცა არის შიდა ქართლის. რა თქმა უნდა, იმ ტერიტორიების გამოკლებით, რომლებზეც ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება. შიდა ქართლში 1588 ბავშვი დაიბადა, 1781 ადამიანი კი გარდაიცვალა, ანუ სხვაობა დაახლოებით 200 კაცია.

წერილის დასაწყისში მთა ვახსენეთ და, კატასტროფად შეიძლება შეფასდეს ის სიტუაციარომელიც რაჭალეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია. ერთი შეხედვით, ტერიტორიულად ამ დიდრეგიონშისადაც ოთხი მუნიციპალური ცენტრია განლაგებული (ცაგერიონიამბროლაურილენტეხიდა მთლიანობაში 251 სოფელს აერთიანებს, 2017 წლის პირველ ნახევარში 114 ბავშვი დაიბადაანუორ სოფელსა და უფრო მეტში წლის განმავლობაში ერთი ბავშვიიბადებაგარდაცვლილთა რაოდენობა კი 345-იაზუსტად სამჯერ მეტი და ამიტომაცვამბობთრომ ეს კატასტროფაა. ისე, იმ დროს, როცა დაიწყო განხორციელება პროგრამისა “მთას დავუბრუნოთ მთიელი”, რეგიონში, აღწერის მიხედვით, მოსახლეობის რაოდენობა 60 ათასს აჭარბებდა, მაგრამ კომუნისტებს ეს არ აკმაყოფილებდათ, _ აქაოდა, 1960-იან წლებში მოსახლეობა ასი ათასამდე იყოო. დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში 30 ათასი ადამიანი ცხოვრობს და პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს მონაცემი გაბერილია. იმ ადამიანების უდიდესი ნაწილი, რომელიც რეგისტრირებულია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ადგილზე არ ცხოვრობს _ ან თბილისშია ბედის საძებნელად, ან ევროპაში.

გურიის რეგიონში 577 ბავშვი დაიბადა, 929 ადამიანი კი გარდაიცვალა. ოფიციალურად გურიის რეგიონში 110 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 190 ადამიანზე ერთი დაბადებული ბავშვი მოდის, რაც, ძალიან ცოტა კი არა, კატასტროფაა. ათკაციანი ოჯახები რომ ვიგულისხმოთ, გამოვა, რომ ყოველ 19 ოჯახზე მხოლოდ ერთი ბავშვი მოდის. ათკაციანი ოჯახები კი საქართველოში უდიდესი იშვიათობა რომ არის, თავადაც მოგეხსენებათ.

სამეგრელოზემო სვანეთის მხარე ზუგდიდს, აბაშას, მარტვილს, ფოთს, სენაკს, წალენჯიხას, ხობს, ჯვარს, ჩხოროწყუსა და მესტიას აერთიანებს. ამ მუნიციპალურ ცენტრებში, საერთო ჯამში, 491 სოფელი შედის. ჰოდა, ამ 10 მუნიციპალურ ცენტრსა და 491 სოფელში 1889 ბავშვი დაიბადა, 2569 ადამიანი კი გარდაიცვალა. გურიისა არ იყოს, შეიძლება ითქვას, რომ ეს მონაცემიც კატასტროფულია. 175 ადამიანზე მხოლოდ ერთი დაბადებული ბავშვი მოდის, რაც, ძალიან ცოტა კი არა, ზღვაში წვეთიც არ არის.

ხშირად მოისმენთ, საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი მხარე კახეთია, აქ სოფლის მეურნეობა კარგად არის განვითარებული და მეღვინეობა ყვავისო. ჰოდა, ამ უმდიდრეს მხარეში, სტატისტიკის თანახმად, 1874 ბავშვი დაიბადა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 2042-ს მიაღწია, ანუ ბალანსი აქაც უარყოფითია. შესაბამისად, უმდიდრესი თუ უღარიბესი მხარე რაიმეს აღმნიშვნელი არ არის _ ტენდენცია, პრაქტიკულად, ერთნაირია: მოსახლეობის კატასტროფული შემცირება.

ანალოგიური რამ ითქმის იმერეთზემხარეზე, რომელიც, პრაქტიკულად, 100 პროცენტით ქართველებით არის დასახლებული. იმერეთში, ოფიციალურად, 550 ათასი ადამიანი ცხოვრობს. უხეშად რომ დავიანგარიშოთ და ამ ციფრის 10 პროცენტი, ანუ 55 ათასი ოჯახი ავიღოთ, გამოვა, რომ 16 ოჯახზე ერთი ახალშობილი მოდის _ 2017 წლის პირველ ექვს თვეში იმერეთში 3 352 ბავშვი დაიბადა, 4 700 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მცხეთადუშეთიზაჰესიახალგორიჟინვალითიანეთისიონიფასანაურისტეფანწმინდამცხეთამთიანეთის მხარეში 100 ათასი ადამიანი ცხოვრობს და აქ 464 ბავშვი დაიბადა, ანუ 215 კაცზე ერთი ახალშობილი მოდის. გარდაცვლილთა რაოდენობას რაც შეეხება, ის 705-ია. 215 ადამიანზე ერთი ახალშობილი, გადაშენებისკენ გადადგმული ნაბიჯი კი არა, კატასტროფული პროცესის სრული სვლით მიმდინარეობის მანიშნებელია…

მოსახლეობის კლებაა სამცხე ჯავახეთშიც, სადაც იმავე პერიოდში 855 ბავშვი დაიბადა, 917 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მატებას რაც შეეხება, ამ მხრივ მხოლოდ ორ მხარეში დადებითი ბალანსია. აჭარაში 2714 ბავშვი დაიბადა და 2 144 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში დაახლოებით 350 ათასი ადამიანი ცხოვრობს, შობადობის ციფრი მაინც კატასტროფულია. ქვემოქართლში 2681 ბავშვი დაიბადა და 2345 გარდაიცვალა. როგორც აღნიშნავენ, ქვემო ქართლში მოსახლეობის მატება დიდწილად მოდის აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებზე _ ბოლნისზედმანისზემარნეულსა და გარდაბანზე, თორემ ქვემო ქართლის მთავარ ქალაქ რუსთავში შობადობა-გარდაცვალებას შორის უარყოფითი ბალანსია. ისე არ გაიგოთ, თითქოს სხვა ერებს რამეს ვერჩოდეთ, ყველა საქართველოს მოქალაქეა და თანაბარი უფლებებიც გაგვაჩნია, მაგრამ აქ საუბარი ქართველი ერის გადარჩენაზეა.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, სანამ ეს სტატისტიკა ჩვენამდე მოვიდოდა, სამთავრობო უწყებებსაც დაეგზავნათ და პარლამენტმაც მიიღო. ამის მიუხედავად, არათუ მონაცემები განიხილეს და კატასტროფული ვითარების გამოსწორების გზები დასახეს, ყურიც კი არავის შეუბერტყავს. მეტიც, მინიშნებითაც კი არავის უთქვამს, რომ ასეთი კატასტროფული სიტუაცია გვაქვს ყველა რეგიონში და ეს მხოლოდ შობადობა-მოკვდავობის სტატისტიკაა. სხვა თემაა საქართველოდან წასულებისა და დაბრუნებულების რაოდენობა, რომელიც მკვეთრად განსხვავებულია, ანუ წასულების რაოდენობა გაცილებით სჭარბობს დაბრუნებულების რაოდენობას. სამაგიეროდ, ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა წლიდანწლამდე მატულობს და ისინი სწორედ იმ სახლებს იკავებენრომლებიც ქართველებისგანდაიცალაათეულობით სახლი შეიძინეს რაჭალეჩხუმში ირანელებმაინდოელებმა და ახლაისინი ქართველების “შეხუჭუჭებას” ცდილობენრათა მიწები იყიდონდა მიწის ფაქტობრივიმფლობელები გახდნენმერე დაამუშაონ და სოფლად დარჩენილი გაღატაკებული მოსახლეობამონებივით კაპიკებზე ამუშაონ.

ეს არის ის მწარე რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, და საშველი არსაიდან ჩანს, იმიტომ, რომ ქვეყანაში შექმნილ კატასტროფულ დემოგრაფიულ ვითარებაზე ხმას არავინ იღებს სამთავრობოდონეზეარავინ ამბობსრომ რამე უნდა გაკეთდეს _ შემუშავდეს სახელმწიფო პროგრამა დაწლის ბოლოს ბიუჯეტში მორჩენილი რამდენიმე მილიონი პრემიებზე კი არ უნდაგადანაწილდესარამედ იმ თანხით კონკრეტულ სოფელში გზა დაიგოსგაკეთდეს განათებაგარემონტდეს სკოლარათა ადამიანებსრომლებსაც ვამუნათებთ ხოლმემამაპაპისეულისახლკარი როგორ მიატოვეოიქ დაბრუნების სურვილი გაუჩნდესთორემ ასე ქართულნასოფლარებზე მალე ირანულ და ინდურ სოფლებს მივიღებთეს დრო დღითიდღეახლოვდება.

ბესო ბარბაქაძე

P.S. “თვეში 500-600 ლარის ხელფასიანი სამსახური რომ მქონდეს სოფელში, თბილისშიერთ დღეს არ გავჩერდები, სოფელში, ჩემს სახლში ყოფნა არ მირჩევნია?” _ შემოგვჩივლაორიოდე დღის წინათ თავისი და კიდევ ბევრი სხვისი გასაჭირი ე.წ. “ელიავას” ბაზრობაზემდგარმა ხელოსანმა, რომელიც იმერეთიდან ჩამოვიდა ლუკმაპურის საშოვნელად. მთავრობაკი ურცხვად გვიყვება “არნახულ ეკონომიკურ აღმავლობაზე”.

http://geworld.ge/

გაზიარება: