დიმიტრი ლორთქიფანიძე: ივნისში აპირებენ გენერალურ რევანშს 17 მაისის გამო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ თემის მიერ ივნისისთვის დაგეგმილსოდომ-გომორულ კვირეულზე უსაფრთხოების დაცვის პასუხისმგებლობა ოფიციალურადმოიხსნა და სააღლუმოდ აკრიახებულ სოროსის გრანტნაწოვ ქათმებს ცივი წყალი გადაასხა.

განცხადებაში, რომელიც უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც გეიაღლუმის ორგანიზატორებს მესამედ შეხვდა და ვერაფრით შეაგნებინა, რომ შეუძლებელია, შუაგულ თბილისში მამათმავლობის ზეიმი ჩაატარო. საუბარია რისკებსა და საფრთხეებზე… თუმცა, თავის მხრივ, ამ განცხადებით გაცოფებულმა სოდომისტებმა კეთილი რჩევა არ შეისმინეს და გასულ კვირას შეშფოთებისგან მედიაში დუჟი ანთხიეს; გამოსვლებში იყო ღია მუქარა და თითის ქნევა, რომ ხელისუფლებას “ეს ცინიზმი” არ შერჩება, რომ დახმარებისთვის მალე სტრასბურგს მიმართავენ და “ბნელ საგრუზინეთს” “სიძულვილისთვის” “ცივილიზებული ევროპის” რისხვას დაატეხენ. მოკლედ, საყოველთაო ლიბერალურმა გნიასმა და ისტერიკამ ქვეყანა კიდევ ერთხელ “შეაზანზარა”, “დემოკრატიულ” დასავლეთს მეტი გრანტის გამოყოფის “აუცილებლობა” დაანახვა.

რა სადამსჯელო მოქმედებებია ევროპისგან მოსალოდნელი იმის გამო, რომ სახელმწიფო პირველი კავკასიური გეიაღლუმის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს და რა ნაბიჯებით მოუწევს ხელისუფლებას ახლო მომავალში ამ “შეცდომის” გამოსწორება?

საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ბატონო დიმიტრირამდენიმე დღის წინათ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ პრაიდისუსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და განაცხადარომ ამ ღონისძიების ჩატარება იქსადაც თვითონ ლგბტ თემის წარმომადგენლებს სურთშეუძლებელიაამასრა თქმა უნდაისტერიკა მოჰყვა… როგორ შეაფასებთ სამინისტროს პოზიციას?

_ მისასალმებელია, რა თქმა უნდა, ეს განცხადება და მით უფრო სასიამოვნოა ის, რომ ამ პოციზიის გამოხატვა მოხდა ოფიციალურად, სადმე დახურულ კარს მიღმა და პირად საუბრებში კი არა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, არამედ საჯაროდ. ახლა ჰქონდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ასეთი განცხადების უფლება, პირდაპირ ვიტყვი, რომ ჰქონდა, ვინაიდან შეკრებისა და მანიფესტაციების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება _ ეს არ არის აბსოლუტური უფლება და სახელმწიფოს ყოველთვის აქვს სამართლებრივი ბერკეტი, რომ დემოკრატიული საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე შეზღუდოს ამა თუ იმ ჯგუფის მოთხოვნები. თუმცა მოგეხსენებათ, დაგეგმილ პრაიდს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ამ დღეებში ჩამოსვლას აპირებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებიც, რაც, ბუნებრივია, კიდევ უფრო აძლიერებს ლიბერალურ წნეხს გარე სამყაროდან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო დგას სერიოზული დილემის წინაშე და მისი მხრიდან იმ პოზიციის დაცვა, რაც ოფიციალური განცხადებით გამოხატა, მარტივი არ იქნება…

გინდათთქვათრომ ძვირი დაუჯდებათ ეს ყველაფერი?

_ ყველაფერს აქვს თავის ფასი, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ერთი რამროგორც გარეძალებისგან შეიძლება მოჰყვეს გარკვეული სადამსჯელო პოლიტიკური მოქმედებები მის მიერსაზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებების მიღებასისე მოჰყვებასაზოგადოებისგანაც არანაკლებ მწვავე რეაქცია ხელისუფლების მხრიდან გარე ძალების ბრმამსახურებას. ისე, ვფიქრობ, რომ წლევანდელმა 17 მაისმა საკმაოდ მკაფიო და ნათელი პასუხი გასცა მმართველ გუნდს, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ ქართველი საზოგადოებაგანსხვავებით დასავლეთის რიგი ქვეყნებისგანარ მოითმენს და ვერ აიტანს უზნეობისპროპაგანდას. ახლა დანარჩენი თვითონ აწონ-დაწონონ და გამოიტანონ დასკვნები _ დაიცავენ საზოგადოების ინტერესებს და მის მოთხოვნებს, დაიმსახურებენ მოწონებას, მიუხედავად იმ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯებისა, რაც აქამდე გადადგეს. შეასრულებენ გარე ძალების მითითებებს და შეეცდებიან გარყვნილების ზეიმის ჩატარებას? _ მიიღებენ დიდ სოციალურ აფეთქებას. სხვათა შორის ამ დღეებში გაცოფებული ლიბერალებისგან მუდმივად ვისმენთ და ვხედავთ თავდასხმებს ჩვენს სამართალდამცველ სტრუქტურებზე, რომლებიც, თურმე, სათანადოდ არ იცავენ უმცირესობების “გამოხატვის თავისუფლებას”. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ თითოეული ჩვენი სამართალდამცველი, თითოეული პოლიციელი საზოგადოებრივი აზრის მხარეს დგას და ეს ნათლად დავინახეთ, როცა 2018 წლის 12-13 მაისის დრამატულ ღამეს ჩვენ გვერდით იდგნენ. რაც შეეხება ამჟამად მიმდინარე პროცესებს, მჯერარომ როგორი პროპაგანდაც უნდა მიდიოდესროგორი წნეხიც უნდახორციელდებოდესძალოვანების უდიდესი ნაწილი ყოველთვის იქნება საზოგადოებისგვერდითამას ვერ შეცვლის ვერც შეშფოთება და ვერც მუქარა რეაქციული ძალებისგანიმიტომრომ ის სამართალდამცველიც კონსერვატორია თავის შეგნებით და მისთვისაცმიუღებელიაროცა მის ფასეულობებსმის კულტურასა და ტრადიციებს გარედან თავსმოხვეული ფსევდოღირებულებებით ებრძვიან.

წნეხი ახსენეთროგორ ფიქრობთკონკრეტულად რა სახის ზემოქმედებაა დასავლეთიდანხელისუფლებაზე მოსალოდნელი იმის გამორომ ის ვერ იღებს კავკასიაში პირველიგეიაღლუმის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას?

_ მოგეხსენებათ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს ხელისუფლებას ნაკისრი აქვს საკანონმდებლო ცვლილებების ვალდებულება, რომლის განუხორციელებლობის შემთხვეაში თავს დაატყდება დიდი რისხვა დასავლელი “კეთილისმსურველებისგან”. რაც შეეხება კონკრეტული უწყების განცხადებას, დარწმუნებული ვარ, ამ განცხადების და, საერთოდ, იმ ფაქტის გამო, რომ წელს ჩვენმა საზოგადოებამ უპრეცედენტო აქტიურობა გამოავლინა მამათმავლობის პროპაგანდის მიუღებლობის თვალსაზრისით, ახლო მომავალში წამოვა უმწვავესი კრიტიკა. ეს იქნება, როგორც დასკვნებისა და ანგარიშების სახით, ისე საერთაშორისო პოლიტიკური ტრიბუნებიდან გაკეთებული განცხადებები. ეს ჩვენ არაერთხელ გვინახავს და მოგვისმენია, თუმცა ჩემთვის ეს უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ერთმა კონკრეტულმა უწყებამ, შინაგან საქმეთა სამინისტომ, დაიკავა სწორი პოზიცია და ამას მივესალმები. სხვათა შორის, ეს განცხადება შეიძლება აღმოჩნდეს სერიოზული ტრამპლინი ბატონ გიორგი გახარიასწინსვლისთვის…

რას გულისხმობთ?

_ არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ ვფიქრობ, 17-23 ივნისის მოვლენები ბევრ რამეს დაგვანახვებს. არ გამოვრიცხავ, ბატონი ბახტაძე ჩამოაცილონ დაკავებულ თანამდებობას და სწორედ ეს იქნება ერთგვარი პოლიტიკური ტრამპლინი გახარიასთვის. მხედველობაში მაქვს მისი დანიშვნა პრემიერმინისტრად, რაც სავსებით ლოგიკური იქნება.

დავუბრუნდეთ ლგბტ კვირეულის თემასპრაიდის ორგანიზატორები ამბობენრომ ისინიარ აპირებენ “ღონისძიებების” გადადებასროგორ ფიქრობთმოსალოდნელია დაძაბულობადა დაპირისპირება?

_ ცხადია, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ, რადგან საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელია მამათმავლობის ნორმალიზაცია, ამ პროპაგანდის უკან მდგომი ადამიანები ანგარიშს გაუწევენ ხალხის აზრს და თავს შეიკავებენ. რა თქმა უნდა, ისინი კიდევ უფრო გააქტიურდებიანკიდევუფრო მეტად ჩართავენ პროცესში ევროპულ ლობისტურ ორგანიზაციებს და არ მოისვენებენდაპირისპირებას რაც შეეხებალგბტ თემის ზოგიერთი წარმომადგენელი უკვე აცხადებსრომისინი უკან დახევას არ აპირებენ და ნებისმიერ ფასად დაიცავენ თავიანთ უფლებებსეს ყველაფერი ქმნის იმის წინაპირობებს, რომ ივნისში აპირებენ გენერალურ რევანშს 17 მაისის გამო, რომელიც ჩაუფლავდათ, რადგან ქართველი ხალხი არ იღებს და არც არასდროს მიიღებს მამათმავლობის პროპაგანდას, თუმცა მიმაჩნია, რომ დრო, როცა საზოგადოებას ეშინოდა პროვოკაციების და ამის გამო რაღაც დათმობებზე მიდიოდა, უკვე აღარ არის. არანაირიკომპრომისი არ უნდა იყოსთუ იქნება პროვოკაციები და ამ გზით დაძაბულობის გაზრდისმცდელობაუნდა მიიღონ შესაბამისი პასუხიოღონდ ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს მათიმხილებისა და იდეოლოგიური გაშიშვლების ფონზერასაცსხვათა შორისბოლო პერიოდშიყველაზე უკეთ თვითონ აკეთებენ… აქვე მინდამოკლედ ვთქვა მმართველ გუნდზეცრომელიცროგორც ჩანსვერ არის მთლად ერთ აზრზე ამ საკითხის გარშემო და ზოგიერთიიქ წელზე ფეხს იდგამს ჰომოსექსუალების მხარდასაჭერადთუ ხელისუფლებადაუპირისპირდება ხალხს და ძალის გამოყენებით დაიცავს უზნეობის პროპაგანდასეს იქნებაბოლო წვეთი ხალხის მოთმინების ფიალაშირომელიც გამოიწვევს სამოქალაქო წარღვნასამასშეეწირებიან და მერე ვეღარ უშველით ვერც ევროპის საბჭო და ვერც ის .საერთაშორისოუფლებადამცველი ორგანიზაციებირომლებიც დირექტივებს თითის ქნევით უგზავნიან. ისე, სიმართლე გითხრათ, არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება ამ ყველაფერს გააცნობიერებს და, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ჯანსაღ, ადეკვატურ პოზიციას დაიკავებს. ამის უნარი და გამბედაობა, მგონი დღევანდელ ხელისუფლებაში არავის არ აქვს, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, რომლებიც ჯერ კიდევ მეტ-ნაკლებად ინარჩუნებენ სწორ პოზიციას…

რამდენიმე დღის წინათ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ბავშვის უფლებათაკოდექსირომელსაც თავის დროზე საზოგადოებაში დიდი მღელვარება მოჰყვაკიდევ ორიმოსმენა და ეს .კოდექსი ძალაში შევარატომ არ აღმოჩნდა საკმარისი ამ კანონპროექტისშესაჩერებლად მოსახლეობის პროტესტიკიდევ რა ძალისხმევა და აქტივობაა საჭირო?

_ ვფიქრობ, საზოგადოებამ სხვადასხვა კონსერვატულ პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად საკმარისად იბრძოლა და იბრძვის ამ საკანონმდებლო მავნებლობის წინააღმდეგ, მაგრამ, მოგვწონს თუ არა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. რეალობა კი არის ის, რომ ხელისუფლებამონოპოლიზებული აქვთ ანტიქართულანტისახელმწიფოებრივ ძალებს დარამდენიც უნდავებრძოლოთ ამ ძალების ცალკეულ სახიფათო გამოვლინებებსსანამ მათ მთლიანად არამოვძირკვავთ პოლიტიკური სპექტრიდანსათანადო შედეგი არ იქნებაამიტომ ვამბობთ ყოველთვის ხაზგასმით და ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ერთი რომელიმე ცალკე აღებული კანონი კი არ არის გასაუქმებელი, არამედ გასასტუმრებელია მთლიანად ეს მავნეხელისუფლებარომელიც პირდაპირ მიბმულია დასავლეთის დღის წესრიგს. ის, რომ თვითონ დასავლეთშიც სერიოზული პოლიტიკური გარდაქმნები მიდის და ევროპარლამენტის ბოლო არჩევნები ამის ნათელი მაგალითია, ალბათ, არის გარკვეულწილად იმის წინაპირობა, რომ, ადრე თუ გვიან, ლიბერალიზმის ჰეგემონია აქაც დასრულდება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გაზიარება: