,,ახალი თაობა“ ესაუბრა მოძრაობა „ქართული იდეის“ თავმჯდომარეს – ლევან ჩაჩუას

,,ახალი თაობა“ ესაუბრა მოძრაობა „ქართული იდეის“ თავმჯდომარეს – ლევან ჩაჩუას.

– ივნისში თქვენი მოძრაობა თანამოაზრეებთან ერთად თბილისში საპროტესტო აქციებს აანონსებდით. ისევ დაგეგმილი გაქვთ აქციები?

– ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ლგბტ-კვირეული აღარ ჩატარდება, ტყუილია. პრაიდი იმართება 18-23 ივნისს, როგორც დაგეგმილი იყო. ზოგიერთი ვითომ ეროვნული პოლიტიკოსის მადლობები გიორგი გახარიასადმი ნაადრევი აღმოჩნდა.
ჩვენ -„ქართული იდეა“, ასევე – გურამ ფალავანდიშვილი, გურამ ქართველიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, „ქალთა პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა მაჭავარიანი და მთელი რიგი სხვა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ორგანიზაციები ამ სიბილწეს ვუპირისპირდებით. თბილისში ლგბტ-პრაიდს არ დავუშვებთ!
პრაიდის ორგანიზატორებისთვის მნიშვნელოვანია მათი აქტივობა დედაქალაქის ცენტრში ჩატარდეს. სხვადასხვა ქვეყნებში ამგვარი ბილწი ღონისძიებების გამართვას, განსაკუთრებით, ცენტრალურ ქუჩებზე აღლუმის მოწყობას, შორსმიმავალი და რიტუალური დატვირთვა აქვს.

– მაინც, რა დატვირთვა აქვს?

– როცა რომელიმე ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში გეი-აღლუმი ეწყობა, ამით საზოგადოების მიმართ კეთდება ერთგვარი გზავნილი, რომ პროცესებს ჰომოსექსუალები და ლესბოსელები მართავენ. ასეთი აღლუმები ერთგვარი სატანისტური რიტუალია. რა თქმა უნდა, მას პროპაგანდისტული დანიშნულებაც აქვს. ათეისტებისთვის ის უზნეობის კულტივაციაა, მორწმუნეებისთვის კი ქვეყნის სულიერ-ზნეობრივი საფუძვლების რყევის მცდელობა. ერთ ბილწ ნაბიჯს სხვა მოსდევს და ა.შ.

– საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ხალხს გამოხატვის უფლება უნდა ჰქონდეს.

– საზოგადოების ამ ნაწილს მინდა ვუთხრა, რომ ამგვარი პრაიდები უწყინარი არ არის. ეს ანგრევს ნორმალურ ცხოვრებას და ამრავლებს სიბილწეს. ამის დასამტკიცებლად სხვა ქვეყნების მაგალითებს მოვიყვან. თანამედროვე შვედების წინაპრები-ვიკინგები უბადლო სიმამაცის მქონე განთქმული მეომრები იყვნენ და საკუთარი ტრადიციებითაც გამოირჩეოდნენ. მაგრამ, შვედები ისე გამოატოლერანტეს, რომ ამ ქვეყნის ახლანდელი პრემიერ-მინისტრი სამღვდელობას დაემუქრა. მან თქვა, რომ პასუხისგებაში მეცემა ყველა მღვდელმსახური, რომელიც უარს იტყვის ჯვარი დაწეროს ერთნაირსქესიან წყვილებს.
ახლა გამოვიდეთ მართლმადიდებელ სერბეთში, სადაც საქართველოს მსგავსად, ქრისტიანობისთვის ბევრი წამებულია. ამ საკითხებში სერბები ყოველთვის სიმკაცრეს და შეუპოვრობას იჩენდნენ. ორიოდე წლის წინ, კი მათ დაუშვეს ბელგრადში გეი-აღლუმის ჩატარება და რამდენიმე თვეში სერბებს პრემიერ-მინისტრად ღია ლესბოსელი დაუნიშნეს.

– ამით რისი თქმა გსურთ?

– იმის, რომ დიდი საფრთხე გვემუქრება. თუ ეს სიბილწე დავუშვით, საქართველო ზნეობრივად, მორალურად დაეცემა, წელში გადატყდება.
ლგბტ-პირები საქართველოში არ იდევნებიან. ისინი წარმოდგენილნი არიან შოუბიზნესშიც, ჟურნალისტიკაშიც, ხელისუფლებაშიც და ამ კატეგორიას არავინ ჩაგრავს, პირიქით, ანტიდისკრიმინაციული კანონით ისინი პრივილეგირებულ სიტუაციაშიც კი ჩააყენა ,,ოცნების” ხელისუფლებამ. ჩვენთვის ეს მიუღებელია, რადგნ მიგვაჩნია, რომ ამით მწვანე აუნთეს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას.

– პრაიდის ღონისძიებების უმრავლესობა დახურულ სივრცეში იგეგმება.

– ამ პრაიდის სახელით რასაც აპირებენ, ყველაფერი მიუღებელია. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. თანამოაზრეებს რეგიონებიდანაც ჩამოვიყვანთ. ყველა მათ შესაძლო ლოკაციასთან შევიკრიბებით და ყველაფერს ჩავუშლით. ჰომოსექსუალები და ლესბოსელები იკრიბებიან ღამის კლუბებში და სხვაგანაც. იქ მათ არავინ უვარდება. საერთაშორისო, თუ რეგიონულ პრაიდებს კი საქართველოში არავის გავამართვინებთ.

– პოლიციელების პოზიციაზე რა იცით? მართლა თქვეს მათ უარი პრაიდის მონაწილეების დაცვაზე?

– ასეც რომ იყოს, მათ გადაათქმევინებენ. მაქვს ინფორმაცია, რომ თბილისის პრაიდზე უბრალო ჰომოსექსუალების გარდა, გავლენიანებიც ჩამოჰყავთ. ასეთები ევროპარლამენტშიც არიან. წარმოიდგინეთ, ევროდეპუტატების დასაცავად თავს როგორ გამოიდებს მარიონეტი პოლიტ-ელიტა! მთელი პოლიცია და სახელმწიფო სტრუქტურები იქნებიან ჩართული მათი უსაფრთხოების დაცვისთვის. რაც არ უნდა დაიცვან, მაინც მოხვდებათ კვერცხები შუბლში, ან პანღურები. ჯობია, იცოდნენ, რომ, თუ სატანისტური სიბილწე თავს მოგვახვიეს, არ დავუთმობთ.

– მათ მოწინააღმდეგეებს ძალადობის ან სხვა ბრალდებას წამოგიყენებენ.

– წამოგვიყენონ. სააკაშვილის დროს სინდისის პატიმარი ვიყავი. სააკაშვილი-ახალაიას ჯურღმულებში 3 წელი გავატარე. რწმენისათვის ციხე და სიკვდილი ქრისტიანისთვის ნეტარებაა.

– იმედია, მშვიდობიანი გამოსავალი მოიძებნება და მსხვერპლი საჭირო არ გახდება.

– თუ პრაიდი აღარ ჩატარდება, არაფერი არ იქნება. პრაიდის ნებისმიერი ღონიძიება ცუდად დამთავრდება. მისი მომწყობები შერცხვენილები გაიძურწებიან. ჩვენ დაპატიმრებისთვისაც მზად ვართ და სიკვდილისთვისაც.

გაზიარება: