ჰომოსექსუალიზმი (სოდომია) – უმძიმესი ცოდვა

ჰომოსექსუალიზმზე საუბრისას წმ. იოანე ოქროპირი მკვეთრ ზღვარს ავლებს ქრისტიანობის სექსუალურ ეთიკასა და სოდომიისადმი წარმართობის ლიბერალურ პოზიციას შორის, რომლის მიხედვითაც მამათმავლობა ჩვეულებრივი, კანონიერი და მეტიც, მხოლოდ თავისუფალ მოქალაქეთათვის განკუთვნილი პრივილეგირებული ქმედება იყო, რომელიც მონებს, როგორც არასრულფასოვან არსებებს, ეკრძალებოდათ. იგი წერს: „სოდომია უფრო საშინელია, ვიდრე მრუშობა, რომელიც მართალია უკანონოა, მაგრამ ბუნებრივია, მამათმავლობა კი უსჯულოებაცაა და ამავე დროს, ბუნების წინააღმდეგ მიმართული ცოდვაც. რომ არ ყოფილიყო გეენა, მაშინ მამათმავლობა იქნებოდა ყველაზე დიდი სასჯელი“. ოქროპირის აზრით, სოდომური ცოდვა უფრო მძიმეა, ვიდრე მკვლელობა, რადგან „უკეთესია სიკვდილი, ვიდრე ასეთი სიბილწით ცხოვრება. მკვლელი სულსა და ხორცს გაჰყრის ერთმანეთისგან, მამათმავალი კი ღუპავს როგორც სულს, ისე სხეულს. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ამ უსჯულოებას შეედრება და მასში მყოფნი რომ ამ ცოდვის სიმძიმეს აცნობიერებდნენ, ამ სისაძაგლეში ჩავარდნას მრავალგზის სიკვდილს არჩევდნენ“.

„და თქუა უფალმან ღმერთმან: ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა ჩემდა მომართ, ცოდვანი მათნი დიდ არიან ფრიად“ (დაბ. 18, 20) „და უფალმან აწვიმა სოდომსა და გომორსა ზედა წუნწუბა და ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით“ (დაბ. 19, 24)

ღირსი იოსებ ისიხასტი: “არაფერი ისე არ სძულს ღმერთს, როგორც უსჯულო, ტკბობას მიცემული სხეულის სიბილწე”…

წმ. იოანე ოქროპირი: “დაე, იცოდნენ გარყვნილებმა და უზნეოებმა, რომ შიში უნდა ჰქონდეთ ღვთის მონებისა, და თუ მოისურვებენ ღვთის გმობას, გარშემო მიმოიხედონ, ჩრდილის დანახვაზეც კი უნდა ძრწოდენ ქრისტიანების შიშით”…


გაზიარება: