„უცხოელებს ნაყიდი ტერიტორიებიდან ქართული მიწა სამშობლოში გააქვთ“- მამისა ჯაფარაშვილი

საქართველოდან ძვირადღირებული და რთულად აღდგენადი ბუნებრივირესურსისმიწის ნაყოფიერი ფენის უკონტროლო ექსპორტი ხორციელდება– ამის შესახებ „პროგრესნიუსს“ კოალიცია „სახალხო ტრიბუნებისპრეზიდენტი მამისა ჯაფარაშვილი ესაუბრა:

_ რამდენიმე წელია, საქართველოდან ძვირადღირებული და რთულად აღდგენადი ბუნებრივი რესურსის, მიწის ნაყოფიერი ფენის უკონტროლო ექსპორტი ხორციელდება. კახეთის ბევრ რაიონში მითხრეს, რომ უცხოელებს ნაყიდ მიწებზე მოყავთ მუშები, ჭრიან ნიადაგის ზედა 20-30 სმ-იან ფენას, რომელსაც ჰუმუსი ქვია, ჭრიან და ვერტმფრენებით თუ ტრაილერებით გააქვთ.
მიწის ზედა ფენის მოჭრა და ტრანსპორტირება საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია და უღირთ ამაში ფულის გადახდა?
_ საქმე ისაა, რომ იმ ქვეყნებში მიწა ქიმიური და გენმოდიფიცირებული სასუქებით განადგურებულია.  საქართველოში კი ჯერჯერობით, საღი მიწა გვაქვს. სატვირთის  ნაცნობმა მძღოლმა ამასწინათ მითხრა, არ დამიჯერებ, რომ სომხეთშიო მიწა დამაქვსო. იმის გათვალისწინებით, რომ ნიადაგის ნაყოფიერი ფენა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და რთულად აღდგენადი ბუნებრივი რესურსია, მისი დიდი ოდენობით ქვეყნიდან გატანა დაუშვებელია, რათა დეგრადირებული ფართობების გაზრდა არ მოხდეს. რეალობა კი ძალიან მძიმეა.
მიწის ნაყოფიერი ფენა მხოლოდ კახეთიდან გააქვთ?
_ მთელი საქართველოდან გააქვთ, სადაც უცხოელებმა მიწა იყიდეს.  ნიადაგი გააქვთ გურიიდან, სამეგრელოდან – აბაშის რაიონებიდან გაიტანეს, სვანეთიდან და ა.შ.  სანამ უცხოელები ჩვენს მიწებს ეზიდებიან, მტაცებლურ კანონებს ამოფარებული საზოგადოება, ვისთვისაც ერი, ქვეყანა, მოძმე არარაობად ქცეულა და მხოლოდ ქაღალდი, ფული გაუხდია წმინდად, სახლს ართმევს და ქუჩაში ყრის თავის მოძმეს, თითქოს მტერი გვაკლდეს. ზესტაფონელი ფრიდონ ზარნაძე ასახლებს პატარძეულელ კახელს, გორელი პაატა ჩიხლაძე ასახლებს ხაშურელ ღონღაძეს და ასე დაუსრულებლად შემიძლია გავაგრძელო. და ბოლოს, მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, დადგება დრო, როცა სიტყვები – მე უბრალოდ კანონს ვასრულებდი, ვერ გაამართლებს და ვერ უშველის მათ, ვინც პირდაპირ თუ ირიბად ერის გენოციდშია ჩართული.

2016 წელს მიწის ნაყოფიერი ფენის ექსპორტის შეზღუდვის მიზნით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას გეგმავდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ცვლილების განხორციელება იგეგმებოდა “ნიადაგის დაცვის შესახებ” კანონში.

როგორც პარლამენტში შეტანილ დოკუმენტში იყო აღნიშნული, მოქმედი კანონმდებლობა ნიადაგის ნაყოფიერი ფენის რეკულტიცავიის მიზნით გადაცემასთან და ნიადაგის ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს არ არეგულირებს. შესაბამისად, მთავრობა მიიჩნევდა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული შეზღუდვების დაწესებაა საჭირო.

„დასარეგულირებელია უკანონოდ მოხსნილი ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შემდგომი განკარგვის საკითხი, ასევე დაზუსტებას საჭიროებს “ნიადაგის” ცნების განმარტება. კანონპროექტის მიზანია, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შედეგად მოხსნილი და დასაწყობებული ნიადაგის ნაყოფიერი ფენა გამოყენებულ იქნას სხვა ტერიტორიის რეკულტივაციისათვის გამოყენების არეალების გათვალისწინებით. ამასთან, კანონპროექტით იზღუდება ნიადაგის ნაყოფიერი ფენის ექსპორტი, გარდა ნიადაგის საანალიზოდ აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის მიზნისა,” – ეწერა მთავრობის მიერ პარლამენტში შეტანილ დოკუმენტში, თუმცა კანონპროექტის შემდგომი ბედი უცნობია.  

„პროგრესნიუსი“

გაზიარება: