სოდომიტობა – დანაშაული ღვთისა და ადამიანის ბუნების წინაშე

 “ამისთვისცა მისცნა იგინი ღმერთმან გულის თქუმასა გულთა მათთასა არა-წმიდებად და გინებად ხორცთა მათთა მათ თანა… ამისთვის მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა, რამეთუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არა-ბუნებად. ეგრეთცა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათა, განხურდეს გულის თქმითა მათითა ურთიერთარს. მამანი მამათა თანა სარცხვინელსა იქმოდეს.” (რომ. 1. 24-27).

ღვთისა და ადამიანის ბუნების წინაშე უმძიმესი დანაშაულის, სექსუალური რევოლუციის ერთ-ერთი საშინელი შედეგია სოდომიტობის ფართოდ გავრცელება.დოქტორ ალფერ კინსკის მოხსენების მონაცემებით, 1948 წელს, 16-55 წლის ამერიკელი მამაკაცებისა და ქალების 10 პროცენტი ჰომოსექსუალი ან ლესბოსელი იყო. სექსუალური რევოლუციის და სოდომიტობის ფართო პროპაგანდის შემდეგ გეიებისა და ლესბოსელების წილი 2-3-ჯერ გაიზარდა და მოზრდილი მოსახლეობის 25-30 პროცენტს მიაღწია. აშშ-ში, ინგლისში, გერმანიასა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში სოდომიტობა არა მარტო ლეგალიზებულია, არამედ შეღავათებითაც სარგებლობს. ამ ქვეყნების კანონებით, სოდომიტებს აქვთ დაქორწინების, ბავშვების აღსაზრდელად აყვანის, საბავშვო დაწესებულებებსა და სკოლებში მასწავლებლობის უფლება. პრაქტიკულად, ყველა ამ ქვეყანაში სოდომიტები მთავრობის წევრები არიან.სოდომიტობა იუდაისტურ-თალმუდისტური კულტურის განუყოფელი ნაწილია და ყოველთვის ჰქონდა მებრძოლი ანტიქრისტიანული ხასიათი.ბიბლიაში (დაბად. თავი 19) მოთხრობილია ქალაქების _ სოდომისა და გომორის შესახებ, რომლის მცხოვრებლები ჰომოსექსუალები და პედოფილები იყვნენ. სოდომელების დანაშაულებრივი ქმედებების მთელი სიმძიმე მათი სქესობრივი გრძნობების არანორმალურობიდან და გაუკუღმართებიდან წარმოდგებოდა, რითაც იშვა ბუნების საწინააღმდეგო მანკიერებანი და რასაც მოგვიანებით, ამ ქალაქის სახელის მიხედვით, `სოდომური ცოდვა~ ეწოდა. ძველ ებრაელებში და ,განსაკუთრებით, უზნეო ქალაქის ბინადარ სოდომელებს შორის, ამ საძაგელი დანაშაულის ფართო პრაქტიკაზე ბიბლიის მთელი რიგი ადგილები მოწმობენ.სოდომიტობა ქრისტიანულ ეთიკაში განიხილებოდა, როგორც საშინელი, მომაკვდინებელი ცოდვა, დანაშაული ღვთისა და ადამიანის ბუნების წინააღმდეგ. მხილებულ სოდომიტებს საშინელი მოკვდინებით სჯიდნენ, მაგალითად, XV-XVI საუკუნეების გერმანიაში ლესბოსელებსა და ჰომოსექსუალებს მხეცებს მიუგდებდნენ შესაჭმელად ან კოცონზე წვავდნენ. XX საუკუნემდე ქრისტიანული სახელმწიფოების კანონები ჰომოსექსუალობისათვის სასჯელს ითვალისწინებდა.სოდომიტური მოძრაობა და `ებრაული ემანსიპაცია~ ყოველთვის ერთმანეთის მხარდამხარ მიდიოდნენ, საერთო ბელადების მეთაურობით. თვით სოდომიტები, თავიანთი ბრძოლის დასაწყისს XIX საუკუნის ბოლოდან ითვლიან. 1997 წელს სან-ფრანცისკოში, სოდომიტების ერთგვარ მსოფლიო დედაქალაქში, ასი წლისთავის ზეიმი გაიმართა `სექსუალური გათავისუფლებისათვის~ ბრძოლის დაწყებიდან.ამ `ზეიმისათვის~ სოდომიტობის ისტორიისადმი მიძღვნილი მრავალნაირი ლიტერატურა და ბუკლეტი გამოიცა. მათი მიხედვით, სოდომიტური მოძრაობის სათავეებთან იუდაისტურ-თალმუდისტური კულტურის ორი ცნობილი მოღვაწე დგას _ ზიგმუნდ ფროიდი და მიგნუს ჰირშფელდი.ფროიდი, მსოფლიო იუდაიზმის კერპი, მართლმორწმუნე იუდეველი და ებრაელთა მისტიკურ-რელიგიური მოძღვრების _ კაბალისტიკის განსაკუთრებული თაყვანისმცემელი იყო, აგრეთვე მასონური ლოჟის _ `ბრაინ-ბრიტისა~ და სიონისტური ორგანიზაციის წევრი. ფროიდის მეცნიერული შეხედულებები წარმოადგენდა კაბალისტიკის იდეების განვითარებას ფსიქოლოგიის სფეროში. კაბალისტური მოძღვრებით, ნეტარება ცხოვრების არა მხოლოდ ძირითადი კატეგორიაა, არამედ მიზანიც არის. ნეტარების ენერგია ყოველივე არსებითის ხორცშესხმას წარმოადგენს. ქრისტიანობის პოზიციისათვის ამ მკრეხელურ მოსაზრებებს, ფროიდი თავის ფსიქოანალიზის თეორიაში ავითარებდა და აღნიშნავდა, რომ: ადამიანი ცხოვრობს ნეტარების პრინციპით, ისწრაფვის, დაიკმაყოფილოს თავისი სურვილები, პირველ რიგში _ სექსუალური; მისი აზრით, კაცობრიობის მთელი კულტურა წარმოადგენს სექსუალური სურვილების, ადამიანური `ლიბიდოს~ დაუკმაყოფილებლობის სუბლიმაციას. თუკი ადამიანი ვერ იკმაყოფილებს თავის სურვილებს, მაშინ იგი ხვდება გაუცნობიერებელ სფეროში და იწყება მისი შინაგანი ტრავმირება. ამ ტრავმირებისაგან თავის დაღწევა მხოლოდ ფსიქოანალიზის დახმარებით შეიძლება. შემდეგ ფროიდი აკეთებს სოდომიტებისათვის საგულისხმო დასკვნას, რაც კაბალისტიკის განვითარებას წარმოადგენს _ ადამიანი თავისი საწყისით ბისექსუალურია და ნებისმიერი მისი ახირება, სექსის სფეროში,  ყოვლად ბუნებრივია. ფროიდის აზრით, ყოველგვარი აკრძალვა ამ სფეროში რელიგიურ (იგულისხმება: ქრისტიანულ) ცრურწმენას წარმოადგენს.ის, რასაც ფროიდი თეორიულად ასაბუთებდა, ჰირშფელდმა პრაქტიკულად განახორციელა. 1896 წელს ჰირშფელდმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით – `საფო და სოკრატე~,  რომელშიც ამტკიცებდა, რომ სოდომიტობა სრულიად ნორმალური მოვლენაა და საზოგადოებამ იგი არ უნდა გაკიცხოს. 1897 წელს მდიდარი ებრაელების ფულით მან დააფუძნა `სამეცნიერო ჰუმანიტარული ფონდი~ _ მსოფლიოში პირველი ლეგალურად არსებული სოდომიტების კავშირი, რომელმაც დაიწყო ჰომოსექსუალიზმის აქტიური პროპაგანდა და ხმაურიანი კამპანია წამოიწყო პრუსიული კანონის გასაუქმებლად, რომელიც მამაკაცებს შორის ჰომოსექსუალურ კავშირს კრძალავდა.1903-1922 წლებში ჰირშფელდის სოდომიტური კავშირი უშვებდა მსოფლიოში პირველ ალმანახს გეიებისა და ლესბოსელებისათვის – `ყოველწლიური მიმოხილვა გაურკვეველი სქესობრივი ორიენტაციის ადამიანებისათვის~. ჰირშფელდმა მოახერხა, მოეპოვებინა მაღალჩინოსანი ჰომოსექსუალების მხარდაჭერა ვილჰელმ მეორის გარემოცვიდან. ციხეებიდან გამოუშვეს ათასობით დამნაშავე სოდომიტი. 1907 წელს აგორდა დიდი პოლიტიკური სკანდალი – მოლტკე-ჰარდე-ჰემენბერგის საქმე, რომლის პროცესში გერმანიის საზოგადოებამ გაიგო, რომ ებრაელი ბელადების კალთას ამოფარებულ სოდომიტებს ძლიერი მხარდაჭერა აქვთ მთავრობაში.პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ორგანიზებული სოდომიტური მოძრაობა კიდევ ერთი დაწესებულებით შეივსო: `სამეცნიერო ჰუმანიტარულ ფონდთან~ ერთად `მუშაობა~ დაიწყო `სექსუალურ მეცნიერებათა ინსტიტუტმა~ იმავე ჰირშფელდის მოღვაწეობით. ინსტიტუტი სოდომური გარყვნილების ცენტრად იქცა, არა მარტო მთელი გერმანიისათვის, არამედ სხვა ქვეყნებისათვისაც. 1919 წელს მისი ეგიდით გამოდის ფილმი, რომელიც ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას წარმოადგენს. გერმანიაში, ინგლისსა და აშშ-ში ჩნდება ათასობით სოდომიტური ორგანიზაცია, თავისი ჟურნალ-გაზეთებით, კრებულებითა და თვით გართობისთვის განკუთვნილი სასტუმროებითაც კი. 1919 წელს გერმანელმა ებრაელმა ა. ბრენტმა დაიწყო გამოცემა გაზეთისა `ევგენიი~, რომელიც იყო `მამაკაცური კულტურის, მეგობრობისა და თავისუფლების~ ორგანო. 1921 წ. მანვე, ვინმე ე. ფასბინდელთან ერთად, გამოსცა გაზეთი `მეგობრობა და თავისუფლება (ბურჟუაზიული მორალის წინააღმდეგ)~ (1921). 1924 წლიდან გაზეთი გამოდიოდა სახელწოდებით `მეგობრობა~ და თავი გამოაცხადა ყველა გეისა და ლესბოსელის ორგანოდ.აშშ-ში სოდომიტებმა ჩამოაყალიბეს თავიანთი კავშირი ჩიკაგოში, საფრანგეთში – პარიზში, ინგლისში – ლონდონსა და მანჩესტერში. იქმნება სოდომიტების საერთო მსოფლიო ორგანიზაცია – `სექსუალური რეფორმების მსოფლიო ლიგა~…სოდომიტების თარეში და დანაშაულობანი მრავალ ქვეყანაში დიდ აღშფოთებას იწვევდა. არაერთი მაგალითია იმისა, როცა აღშფოთებული ნორმალური ადამიანები სცემდნენ დამნაშავეებს, არბევდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ მათი კავშირებისა და რედაქციების ოფისებს. 1920 წელს, მაგალითად, განრისხებულმა მოქალაქეებმა დაშალეს მიუნჰენის ცენტრში სოდომიტების მიერ მოწყობილი მიტინგი, თვით ჰირშფელდი კი გვარიანად სცემეს. 1933 წლიდან გერმანიაში კვლავ აღდგა კანონი ჰომოსექსუალების წინააღმდეგ, ბევრი სოდომიტი კვლავ ციხეებში ჩასვეს, მათი `უწყინარი~ ლიტერატურა კი დაწვეს.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სოდომიტურმა მოძრაობამ ისევ მოიკრიბა ძალა. `სექსუალური თანასწორობის საერთაშორისო კომიტეტის~ ეგიდით, ტარდება სოდომიტთა მსოფლიო კონგრესები.მაგალითად, 1952 წლის 29 აგვისტო _ 2 სექტემბერს მაინის ფრანკფურტში გაიმართა სექსუალური თანასწორობისთვის მებრძოლთა მე-2 კონგრესი. ეს იყო ბოლო თავყრილობა, რომელზეც გერმანელი სოდომიტები ლიდერობდნენ. 50-60-იან წლებში სექსუალურ დამნაშავეთა ცენტრმა აშშ-ში გადაინაცვლა, ამერიკელი ჰომოსექსუალების – ა. კინსის, ი. ვერესის, დ. არგოს, ი. ვიზენბახის, რ. ვიზენჟაგენის სახელები ყველას ესმის და აშშ-ის უმსხვილესი, მილიონიანი ტირაჟის ჟურნალ-გაზეთები ვრცელდება. ნიუ-იორკში არსდება `სექსუალურ უმცირესობათა განვითარების ფრონტი~, რომელიც სექსუალური რევოლუციის მთავარ შტაბად იქცა სოდომიტობის პროპაგანდისა და დანერგვის საკითხებში. სოდომიტების აქციები აშკარად მებრძოლ ხასიათს იძენდა. მაგალითად, 1969 წლის ზაფხულში ნიუ-იორკის კაფე `სტოუნუოლ ინში~ გეიებმა და ლესბოსელებმა მოაწყვეს `ჯანყი~ პოლიციელებისა და ყველა იმათ წინააღმდეგ, ვინც მათ მიმართ ილაშქრებდა, დამნაშავეები სცემდნენ პოლიციელებს, ცეცხლს უკიდებდნენ სახლებს. `აჯანყებაში~ მონაწილეობდა 2 ათასზე მეტი სოდომიტი ნიუ-იორკიდან და მისი გარეუბნებიდან. ამ დროს სოდომიტები თავიანთ პირობებს კარნახობდნენ ხელისუფლებას. გეიებმა და ლესბოსელებმა არა მარტო მიიღეს ყველა იურიდიული უფლება, რაზეც ზემოთ ვამბობდი, ამერიკულმა კანონმდებლობამ აკრძალა არათუ სოდომიტების წინააღმდეგ მოქმედება, არამედ მათი საქმიანობის წინააღმდეგ პროტესტის გამოთქმაც კი.სოდომიტობა ამერიკის დიდი ნაწილის ცხოვრების წესად იქცა. დღეს მისი სიმბოლოა ებრაელი მსახიობი, ლესბოსელი მადონა (ნამდვილი გვარ-სახელი – ლ. ჩიკონე). ძნელია წააწყდე სისაძაგლის, უგემოვნებისა და დემონსტრაციული თავაშვებულობის ამგვარ ნაზავს, რითაც მან გაიკეთა კარიერა. მთელი ამერიკის წინაშე ეს სოდომიტი გამუდმებით დასცინის ქრისტიანულ ეკლესიას, უსაძაგლესად მკრეხელობს ქრისტიანული სიმბოლოების მიმართ.80-90-იან წლებში სოდომიტური `ქორწინებანი~ ამერიკაში მოდად იქცა. ათასობით გეი და ლესბოსელი კანონიერად შედის `ერთსქესოვან ქორწინებაში~, ზოგიერთ შტატში მათ უპირატესობაც აქვთ, ბავშვების შვილად აყვანის დროს.სოდომიტმა ლიდერებმა მოითხოვეს, რომ მათი `ჯვრისწერა~ ხორციელდებოდეს ეკლესიის მიერ. ქრისტიან მღვდელმსახურთა გაუბედავი პროტესტები სწრაფად იქნა ჩახშობილი ხელისუფალთა დახმარებით.სოდომიტების მოთხოვნებს პირველნი იუდეველები გამოეხმაურნენ. რეფორმატორული სინაგოგები ყოველგვარი ფორმალობის გარეშე ასრულებდნენ ჰომოსექსუალებისა და ლესბოსელების ქორწინების წესს. ზოგიერთი მოყოყმანე რაბინის ეჭვების გასაფანტად, ფილადელფიაში ჩატარდა რეფორმატორული სინაგოგების რაბინთა ცენტრალური კონფერენცია – სულ 1750 რაბინმა ოფიციალურად მოიწონა სოდომიტური ქორწინებანი. `კონფერენციის გადაწყვეტილება სავალდებულო ხასიათისაა~, _ განაცხადა ვისტფილდის (ნიუ-ჯერსი) სინაგოგის რაბინმა ა. კროლოვმა.სოდომიტობა ასევე მოიწონა აშშ-ის ბევრმა პროტესტანტულმა ეკლესიამ, კერძოდ: ლუთერანულმა, კალვინისტურმა, ევანგელისტურმა, აგრეთვე ეპისკოპალურმა ეკლესიამ, უნიატებმა და მეთოდისტებმა.1997 წლის ზაფხულში მთელი მსოფლიოს სოდომიტებმა ორგანიზებული სოდომიტური მოძრაობის ასი წლისთავი აღნიშნეს, რომელიც `ქრისტიანულ ცრურწმენებზე გამარჯვებით დაგვირგვინდა.~ თითქმის 4 თვის განმავლობაში სოდომიტები მასობრივ ღონისძიებებს ატარებდნენ სან-ფრანცისკოს მთავარ ქუჩაში, რომლებიც მორთული იყო გეიებისა და ლესბოსელების დროშებით – `ცისარტყელებით~.სოდომიტური `ზეიმები~ მოეწყო საკონცერტო დარბაზებში, კულტურის ცენტრებში, ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებში.ზეიმების `კულტურული პროგრამა~ განახორციელეს და დააფინანსეს სოდომიტურმა და ცალკეულმა ებრაულმა ორგანიზაციებმა – სან-ფრანცისკოს ჰომოსექსუალებისა და ლესბიანელების ცენტრმა, გოეთეს ინსტიტუტმა,  ჰავეი მილკის ინსტიტუტმა, ჩრდილოეთ კალიფორნიის ფოლკლორის ცენტრმა, ებრაული ფესტივალების მოწყობის კომიტეტმა.`კულტურულ პროგრამაში~, კერძოდ, შედიოდა:_ ლექციების ციკლი ჰომოსექსუალიზმისა და ლესბიანობის ისტორიისა და პრაქტიკის შესახებ, გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკისა და ქალაქის მთავარ ბიბლიოთეკაში._ გეიებისა და ლესბოსელების გუნდების კონცერტები, კალიფორნიის მასონური ტემპლის დიდ დარბაზში;_ გეიებისა და ლესბოსელების ცხოვრების შესახებ კლასიკური ფილმების ჩვენება ქალაქის კინოთეატრებში;_ სოდომიტური ფილმების საკონკურსო ფესტივალების ჩატარება სოდომიტების მთავარ კინოთეატრში, კასტროს რაიონში;_ მაგნუს ჰირშფელდის სახელობის სექსოლოგიის მუზეუმის გახსნა.სოდომიტური ზეიმების კულმინაციად იქცა დიდი გეიპარადი სოდომიტების საერთაშორისო დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში. ეს იყო ნამდვილად სატანისტური სანახაობა,  რომლის სახეები თითქოს გოიას ფანტასმაგორიული კაპრიჩიოდან ჩამოვიდნენ.სან-ფრანცისკოში გეიპარადები თუმცა ყოველწლიურად ტარდება (1970 წლიდან ეს 27-ე იყო),  ქალაქის მცხოვრებნი ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ასეთი რამ მათ არასოდეს უნახავთ. ოფიციალური მონაცემებით, სოდომიტურ ღრეობაში მონაწილეობდა 500 ათასიდან 700 ათასამდე ადამიანი 10 საათიდან 18 საათამდე. ქალაქის ცენტრის ახლომდებარე ქუჩები სავსე იყო სოდომიტებითა და მათი თანამგრძნობებით; ყველგან საქმიანად ფუსფუსებდნენ გეიები და ლესბიანელები, ამზადებდნენ ტექნიკას, ტრანსპარანტებს, დროშებს, სატანისტურ და სოდომურ სიმბოლოებსა და ნიშნებს; უპირველესად, თვალშისაცემი იყო მასობრიობა და ორგანიზებულობა, რისთვისაც დიდი ფული – ათობით მილიონი დოლარი იქნა გაღებული.მასშტაბური გეიპარადი პირადად სან-ფრანცისკოს მერმა,  ვილი ბრაუნმა გახსნა. სოდომიტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აშშ-ის მთავრობისა და კონგრესის წარმომადგენლებმა. მღელვარე სიტყვებით გამოვიდა აშშ-ის კონგრესის წევრი, ლესბიანელი ქალბატონი ს. სოჟორნერი.პარადი გახსნა წელამდე გაშიშვლებულმა 200-მა წყვილმა მოტოციკლისტმა. მათ მკერდი მყვირალა ფერებით ჰქონდათ შეღებილი, ზოგიერთს კი მუცელზე ეხატა სატანისტური ნიშნები. ლესბოსელები მიდიოდნენ ნელა, იძახდნენ თავიანთ ლოზუნგებს, ყოველი მოტოციკლის უკან მჯდომი ლესბიანელი კი მუჭა-მუჭა ყრიდა ხალხში პრეზერვატივებს და სოდომიტურ ფურცლებს.ლესბიანელი მოტოციკლისტების კვალ დაკვალ მოდიოდა ჰომოსექსუალების ასევე მოტორიზებული ასობით წყვილი, ისინიც დახატულ-შეღებილნი იყვნენ, განსაკუთრებით მამრობითი სქესის `მეგობრები~. მოტორიზებულ ლესბოსელებს და ჰომოსექსუალებს ველოსიპედით მოჰყვებოდა სოდომიტების კოლონა.ავტომობილების რამდენიმე პლატფორმით ჩაიარეს ჰომოსექსუალთა სპორტული კლუბების წევრებმა, რომლებიც, 20-იანი წლების საბჭოთა კომკავშირლების მსგავსად, სპორტულ ვარჯიშებს ასრულებდნენ და ლოზუნგებს გაიძახოდნენ.დაუსრულებლად უკრავდა ხმამაღლა მუსიკა, ისმოდა სიმღერები სოდომიტური ორკესტრებისა და გუნდების შესრულებით.მოტოციკლებისა და ავტომობილების შემდეგ, ქუჩაში დაიძრა ქვეითი სოდომიტებისა და სხვა უმსგავსოთა მწკრივად დაწყობილი უსასრულო კოლონა.ჯვრების რახარუხით და შოლტების ტკაცუნით ჩაიარეს სახემოქუფრულმა მაზოხისტებმა და სადომაზოხისტებმა. მათ რამდენიმე ათეული მოტოციკლით მოჰყვებოდნენ ზოოფილები – მამაკაცები და ქალები, მოტოციკლის სავარძელში ყოველ მათგანს ესვა მისი საყვარელი ცხოველი, ჩვეულებრივ  _ ძაღლი.შემდეგ კვლავ გამოჩნდა სოდომიტების ქვეითთა კოლონა. ცალკე ჩაიარეს აზიელი ჰომოსექსუალების კოლონებმა – იაპონელებმა, ჩინელებმა, კორეელებმა.გეიებისა და ლესბოსელების კოლონების შემდეგ, იმ პირთა და ორგანიზაციათა კოლონები გამოჩნდნენ, რომლებიც სოდომიტებს მხარს უჭერდნენ. ჩაიარეს მრავალრიცხოვანმა მანქანებმა, რომლებზეც წარწერილი იყო ამერიკის სახელმწიფო, რელიგიური და კულტურული დაწესებულებების მისალმებანი სოდომიტებისადმი. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა მდიდრული ლიმუზინები, რომლითაც მაღალი სამთავრობო მოხელეები და უმსხვილესი კორპორაციების ხელმძღვანელები სარგებლობენ. ამ ლიმუზინებს შორის იყვნენ აშშ-ის მთავრობისა და კონგრესის წარმომადგენელთა მანქანები.ცალკე კოლონებად ჩაიარეს ბისექსუალებმა და ტრანსსექსუალებმა, რომელთაც კვლავ სოდომიტთა მხარდამჭერი სხვადასხვა  ორგანიზაციები მოჰყვნენ.ერთ-ერთ დიდ კოლონას წინ მოუძღოდა ტრანსპარანტი წარწერით: `იუდეველები გეიებისა და ლესბოსელების მხარდასაჭერად~. ისინი ასრულებდნენ ეროვნულ ცეკვებს და ყველა ებრაელს თავისთან იწვევდნენ.ასობით პლატფორმიან მანქანაზე, მსახიობები ასრულებდნენ  მუსიკალურ ნომრებს, შემდეგ კვლავ მოდიოდნენ სოდომიტთა მხარდამჭერი კოლონები – ტელევიზიის მუშაკები, ფეხბურთელები, მფრინავები და ა. შ.დინჯად მოაბიჯებდნენ ამერიკელი `მღვდელმსახურები~. ყოველ ჯგუფს მოუძღოდა ტრანსპარანტი სოდომიტების მხარდამჭერი `ეკლესიის~ სახელწოდებით. განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი გახლდათ სან-ფრანცისკოს ეპისკოპალური ეკლესიის კოლონა, რომელსაც ხელმძღვანელობს `ეპისკოპოსი~ სვინგი, ანტიქრისტეს ეკლესიის, გაერთიანებული რელიგიების ორგანიზაციის შექმნის ინიციატორი. ეპისკოპალიებს  მოჰყვებოდნენ ლუთერანები, ბაპტისტები, მეთოდისტები, უნიატები, ქალაქის ეკლესია, ევანგელისტები და სხვები. ზოგიერთს ასეთი სახის მკრეხელური ლოზუნგები მოჰქონდა: `ღმერთი – გეი~, `ღმერთს ყველა თავისი შვილი უყვარს~.  

ოლეგ პლატონოვიწიგნიდან `Почему погибнет Америка~

თარგმნა ჯემალ შონიამ

ჟურნალი „მაყვლოვანი„ N2, 3 (11,12)

2013 წლის 28 აგვისტო

გაზიარება: