მორიგი ღალატი ურჯულო ხელისუფლებისაგან

ბინძურ საერთაშორისო ლგბტ ლობს მიყიდული ივანიშვილის პარლამენტმა 2019 წლის 3 მაისს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველის მანდატი დისკრიმინაციის საქმეებზე კერძო პირებზეც გავრცელდება.

ანუ, ახალი კანონი სახალხო დამცველს უფლებას ანიჭებს ატეროროს საქართველოს მოქალაქეები!

ამ ახალი კანონით საქართველოს მოქალაქეები ვალდებული ხდებიან სახალხო დამცველს დისკრიმინაციის საქმეების გამოსაკვლევად ინფორმაცია მიაწოდონ (თუ კი სახალხო დამცველი ამას მოითხოვს მოქალაქისგან), დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მოქალაქე დაჯარიმდება.

გარდა ამისა, სახალხო დამცველს ექნება შესაძლებლობა მიმართოს სასამართლოს სარჩელით კერძო პირების წინააღმდეგაც, თუ ისინი მის რეკომენდაციას (რეალურად კი მოთხოვნას) არ გაიზიარებენ. მსგავსი შესაძლებლობა მანამდე მოქმედი კანონით მხოლოდ საჯარო სექტორის მიმართ არსებობდა.

რას ველოდებით?!

გაზიარება: