მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისალოცი სიტყვა:

თქვენო აღმატებულებავ, ქ-ნო პრეზიდენტო,

თქვენო აღმატებულებავ, ბ-ნო პრემიერ-მინისტრო,

ქალბატონებო და ბატონებო,

უფალი ბრძანებს, ,,აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას”. განგებითა ღვთისათა, ღვთის ლოცვა-კურთხევით,  აღვაშენეთ ეს ეკლესია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, სახელზე და ეს კიდევ მოწმობს იმის შესახებ, რომ საქართველო იმყოფება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ივერიის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ.

მთელი ერი მოხარულია იმით, რომ დადგინდა, დღევანდელ დღეს იზეიმებოდეს რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა და მოხარული ვარ, რომ ამას იზიარებს ჩვენი პრემიერ-მინიტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე.

განგებამ ღვთისამ ინება, რომ საქართველო ყოფილიყო წილხვედრი ღვთისმშობლისა.

როცა მოციქულებმა ყარეს წილი, ვინ სად უნდა წასულიყო საქადაგებლად, მიიღო მონაწილეობა ღვთისმშობელმა დედამაც და მას ხვდა წილად ივერია და იმ დღიდან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა.

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს!

გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს!

ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ღმერთი ჩვენთანაა.

ქრისტე აღდგა!

ჩვენთან არს ღმერთი!

იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.

გაზიარება: