კარლ ბილდტი – ევროკავშირში არავინ მიგიპატიჟებთ, თქვენ თავად უნდა შეაღოთ კარი და აჩვენოთ, რომ იმსახურებთ ამ კარში შესვლას

14.05.2019

ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის სახელით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი სახელ​მწიფოების მეთაურებისთვის გამართულ საზეიმო ვახშამს „აღმოსავლეთ პარტნიორების“ ინიციატორი ქვეყნების – შვედეთისა და პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრებიც დაესწრნენ.

„ყველა ქვეყანას აქვს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ამისთვის მათ თავად უნდა გადაიხადონ. ამისი ფასი არის რეფორმების გაგრძელება ქვეყნის შიგნით იმგვარად, რომ მიმზიდველები გახდეთ ევროკავშირისთვის. არავინ მიგიწვევთ და მიგიპატიჟებთ, თქვენ თავად უნდა შეაღოთ კარი და აჩვენოთ, რომ იმსახურებთ ამ კარში შესვლას. ასე მოხდა პოლონეთის, შვედეთის შემთხვევაშიც. მობრძანდით არავის უთქვამს, ჩვენ გავაკეთეთ იგივე და ახლა ვართ ევროკავშირის წევრები“, – განაცხადა კარლ ბილდტმა.

გაზიარება: