ზურაბ ჯაფარიძე: ჩემი სხეულით მინდა დავთოხნი და ასე ვიშოვი ფულს, მინდა წავალ და ჩემი მარჯვენის და პირის გამოყენებით ვიღაცას მივაღწევინებ ორგაზმს და ამაში გამოვართმევ ფულს

ტელეკომპანია იმედის ეთერში პარტია “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ გირჩის წევრების შეხედულებების ამოსავალი პრინციპია, რომ ადამიანის სხეული მისი საკუთრებაა და ამიტომ ადამიანს უნდა ამ სხეულის გამოყენებით ნებისმიერი ფორმით და გზით იშოვოს ფული, მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს გზა მიწის თოხნა, თუ პროსტიტუცია. 
“ჩვენი ამოსავალი პრინციპი არის ის, რომ ადამიანის სხეული არის მისი საკუთრება 100%-ით და არავისი სხვისი და ამ სხეულს, როგორც უნდა, რაშიც უნდა, იმაში გამოიყენებს, მანამ, სანამ სხვას ზიანს არ აყენებს. ამიტომ – ჩემი სხეული ჩემია – ნიშნავს ამას და მათ შორის, პროსტიტუციაც ეს არის, რომ მე ჩემი სხეულით მინდა დავთოხნი და ასე ვიშოვი ფულს და მინდა წავალ და ჩემი მარჯვენის და პირის გამოყენებით, ვიღაცას მივაღწევინებ ორგაზმს და ამაში გამოვართმევ ფულს, ჩემი საქმეა ეს და არავის სხივისი საქმე არაა,” – განაცხადა ჯაფარიძემ.

გაზიარება: