მამა გაბრიელი უქადაგებდა მრევლს, რომ საქართველოსთვის აუცილებელი იყო სამეფო ხელისუფლება

მამა გაბრიელი უქადაგებდა მრევლს, რომ საქართველოსთვის აუცილებელი იყო სამეფო ხელისუფლება:

– მეფეს სხვა მადლი აქვს; სანამ ბაგრატოვანი მეფე არ დაუბრუნდება,საქართველოს არაფერი ეშველება! მეფის მოსვლამდე კი ტახტი აღადგინეთ! კარგ პრეზიდენტს ცუდი მეფე გერჩივნოთ, რადგან მთავარია ღვთის მადლი გადმოვიდეს ერზე.

შეკითხვაზე, პატრიარქია უფრო დიდი თუ მეფე, გაბრიელ ბერი პასუხობდა:

– პატრიარქი სცხებს მირონს და აკურთხებს მეფედ, რომელია უფრო დიდი, თვითონ მითხარი. ტალანტი ადამიანის სიცოცხლეა. უფალი ყოველ ადამიანს აძლევს და სანამ ცოცხალია, უნდა განამრავლოს. არავინ დაჰკარგოს ღვთის ეს დიდი წყალობა. ათი ტალანტი ვის მიეცა? – პატრიარქსა და მეფეს, რადგან მათ უნდა მართონ ერი, მაგრამ ახლა პატრიარქის ჯვარი დამძიმდა, რამეთუ ღმრთისა და ერის წინაშე საკუთარი და მეფის ჯვრის მტვირთველობაც თავად უწევს.

წმიდა გაბრიელ ბერმა დაუბარა ქართველებს:

– სანამ მეფე არ ეყოლება საქართველოს, არაფერი ეშველება. როგორ, სკიპტრა არ უნდა ჰქონდეს ერს? მაშინ ამოვთხაროთ საფლავიდან თამარ მეფე, დავით აღმაშენებელი; მაშინ არ ყოფილან ისინი საჭირონი!

გაზიარება: