არქიმანდრიტი კირიონი: აზერბაიჯანული მხარე მომლოცველებს და ბერებს კვლავ არ უშვებს

ჩვენი მორჩილები ზემოთ არიან, გვაქვს კავშირი და ამ დროისთვის არანაირი ცვლილება არ არის. ისევ დაკავებული აქვთ ის ტერიტორიები, ისევ დგანან სამხედროები და არ უშვებენ ჩვენს მომლოცველებს – ამის შესახებ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

არქიმანდრიტი იმედოვნებს რომ მოლაპარაკებებისა და შეთანხმების შედეგს მალე იხილავენ.

რადგან განცხადება გააკეთეს, ტყუილს არ იტყოდნენ და ალბათ, ხვალიდან თუ მივიღებთ რაღაც შედეგს“, – აღნიშნავს არქიმანდრიტი კირიონი.

არქიმანდრიტი დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებს სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს უკავშირებს და ამბობს, რომ რადგან ვიზიტი შეთანხმებული არ იყო აზერბაიჯანის მხარესთან, შესაძლოა, ეს სადამსჯელო რეაგირება იყო.

„შაბათს ამოსული იყო ქალბატონი პრეზიდენტი, დაათვალიერეს ადგილები, რომ მას თვითონ სცოდნოდა, რა ტერიტორიებზეა საუბარი და ამის გამო განაცხადა აზერბაიჯაბულმა მხარემ, რომ ვინაიდან ვიზიტი არ შეგვითანხმეთ და ჩვენ საქმის კურსში არ ვიყავით ( რატომ უნდა შეეთანხმებინათ არ ვიცი, სადაური კანონით ითხოვენ ამ ყველაფერს), მიმართეს ამდაგვარ ზომას. რომ აი, ახლა თქვენ დაგანახებთ ასეთი საქციელის გამო როგორ დაისჯებით“, – აღნიშნა კირიონმა.

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი საზღვარზე მიმდინარე სამუშაოებზეც საუბრობს.

რაღაც ბილიკებს აწყობენ, რკინის კონსტუქციებს ასობენ მიწაში. დიდი და სერიოზული არაფერი, მაგრამ მუშაობენ. კერძო საუბრებში აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლები კეთილგანწყობილები არიან, მაგრამ ამის იქით არაფერი ხდება. ექვსი წელი გავიდა, დავდივარ, ვხვდები ყველას, პრემიერს, მინისტრებს – საგარეოს, შსს-ს, მაგრამ რეალური და ქმედითი წინსვლა არ ხდება“, – ამბობს არქიმანდრიტი კირიონი.

გაზიარება: