ანტიდისკრიმინაციული კანონის და სოდომური ცოდვის პროპაგანდის შესახებ საქართველოში

ეკლესია ერთიანია, მაგრამ სამწუხაროდ, ეკლესიაში არიან ისეთი მღვდლები, ცოტანი, მაგრამ მაინც არიან, რომლებიც არიან ლიბერალური აზროვნების და ამ საკითხებზე თავისუფლად ლაპარაკობენ. ეკლესია ყოველთვის ერთიანია, ვინაიდან ერთი სწავლებაა ეკლესიაში, ჩვენ კი ამ სწავლებით ვლაპარაკობთ ამ საშინელ ცოდვაზე.

ანტიდისკრიმინაციული კანონი ეწინააღმდეგება ღვთის მცნებას. ამ კანონის მიღებით, პარლამენტი წინაღუდგება ღმერთს. ის პარლამენტარი, რომელიც ამ კანონს მოაწერს ხელს, ღმერთს უპირისპირდება, ხოლო, ვინც ღმერთს უპირისპირდება, რა მოუვიდა, ყველამ კარგად ვიცით.

ანტიდისკრიმინაციული კანონით, პარლამენტი თავის ხალხს, სოდომ-გომორის ცოდვის ცეცხლში დაწვას უმზადებს. ამ კანონით პარლამენტი თავის ხალხს დევნასა და რეპრესიებს უმზადებს. მასში სამი რამაა ჩადებული: ბავშვებისა და ახალგაზრდების გარყვნა, ქართველი ერის გადაგვარება და ეკლესიის და ყველა იმ პატიოსანი ნამდვილი მამაკაცისა და ქალის დევნა, ვინც ამ სულისწარმწყმედელი ცოდვის წინააღმდეგ გამოვა.

მღვდელმონაზონი ბასილი (ანთაძე)

გაზიარება: